💜 9 💜

712 54 1
                                    

- ანუ გაგექცათ.

- ბატონო.

- როგორ გაგექცათ, სასაცილოები ხართ. იცით მიკვირს რომ ჩემმა უძლიერესმა ალფებმა ერთი ომეგა ვერ დაიჭირეთ.

- სწრაფია ბატონო თან დღეს ის თითქმის დავიჭირეთ.

- თითქმის და როგორ ფიქრობთ შედეგს ვხედავ.

- ბატონო გვაპატიეთ.

- მერამდენედ.

- ბატონო.

- ჯეიბი.- ვყვირივარ და მალევე ჩემი მარჯვენა ხელი შემოდის ოთახში.

- მიბრძანეთ ბატონო.

- ეს ნაბიჭვრები წაიყვანე და პატარა გაკვეთილი ჩაუტარე მათ.

- ბატონო გთხოვთ.

- წავედით.- ამბობს ჯეიბი და არაფრის მაქნისი ნაბიჭვრები გარეთ გაყავს.

ოთახში ვარ და მასზე ვფიქრობ, როგორც ადრე ახლაც მშვენიერია, როგორ მინდა მისი ბაგეების დაგემოვნება, მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის. მთავარია ყველაფერი კარგად დავგეგმო, შემდეგ თავად მოირბენს ჩემთან ჩემი პატარა პრინცესა, ჩემი პატარა ბექიონი.

***********************

- როგორ ფიქრობ ძვირფასო ჯანქუქი... ის...

- იცი საყვარელო მგონი მან ჩემგან ყველაზე ცუდი თვისება მემკვიდრეობით მიიღო.

- ცუდი?

- რაც ეს ომეგა გამოჩნდა თეჰიონი, ჯანქუქი უცნაურად იქცევა, თითქოს და ის მისით არის შეპყრობილი.

- ისევე როგორც შენ ერთ დროს ჩემით.

- ჰო სწორედ ამას ავღნიშნავ პატარავ.

- ვიცი რომ ეს არასწორია, მაგრამ თუკი დავუშლით უარეს გააკეთებს. მას ჯერ კიდევ პატარაობიდან ვერ ვაკონტროლებდით, ახლა მითუმეტეს, იმედია ისეთს არაფერს არ ჩაიდენს, რომ შემდეგ ინანოს ასევე იმედი ვიქონიოთ, რომ თეს არაფერს დაუშავებს.

- მასზე შენც ნერვიულობ...

- უცნაურია არა?

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now