💜 21 💜

559 47 0
                                    


თვალებს ვახელ თუ არა ჩემს სხეულზე მოკრულ ქუქის ვხედავ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. მთელი ეს დღეები ერთმანეთის მიმართ დაძაბულები ვიყავით თუმცა ამ წამს მისი ჩემს გვერდით ყოფნა მაბედნიერებდა, თითებით ნელა ვეფერები ლოყებზე და როდესაც მის მზერას ვგრძნობ ვჩერდები.

- დილამშვიდობისა.

- აქ რას აკეთებ?

- ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს.

- გეგმა?

- ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თვალს მავლებს. მიუხედავად იმისა რომ უნდა გავუბრაზდე სიცილს ვერ ვიკავებ და მის მკლავებში ვხითხითებ.

- რა გაცინებს?

- საყვარელი ხარ.

- ხოდა ჩემთან დარჩი.

- არ შემიძლია.

- შეგიძლია თუკი მე შენ ყელზე...

- არა ქუქი.- ვამბობ და საწოლიდან ადგომას ვცდილობ.

- რატომ?

- ის ჩემგან ამის ღირსი არ რის.

- იქნებ შეწყვიტო მასზე ფიქრი და ჩვენზე იფიქრო.- ყვირის და ხელებს მხვევს.

- მისმინე როდესაც ადამიანები იტანჯებიან შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის რომ ისინი გააბედნიერო, როდესაც ის ვნახე მივხვდი რომ ის სევდიანი იყო, ვიგრძენი რომ გული ტკიოდა, მე არ შემიძლია მას ტკივილზე დარდი დავუმატო, მე არ შემიძლია ის არაა ამის ღირსი ჩემგან.

- თეე.

- იცი რამდენჯერ ვინატრე რომ ეს შენ ყოფილიყავი და არა ის ჩემი მეწყვილე, ბევრჯერ. თითოეული შენი შეხების დროს, მაგრამ ხშირად ისე არ ხდება ყველაფერი როგორც გვინდა. მე ჩემი მეწყვილე ვიპოვე და მიხარია რომ ის თბილი ადამიანია, მინდა რომ შენც ბედნიერი იყო ქუქი, მინდა რომ შენც იპოვო შენი მეწყვილე. ვიცი რომ მესაკუთრე ხარ, ვიცი მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ სიტყვის შემსრულებელი ხარ.

- არა.

- კი ეს ასეა.

- არ მინდა, არ მაიძულო.

- არც გაიძულებ ქუქი, ვიცი რომ გულის სიღრმეში შენც იგივეს გრძნობ ფიქრობ ასე, რომ გთხოვ ეგოისტობას შეეშვი და გევედრები ეს დარჩენილი 4 დღე უბრალოდ მშვიდად გამატარებინე.

- ანუ ჩემს ყველა ვერსიას უარყოფ?

- ასე გამოდის.

- შენ ის გიყვარს?

- ნუ სულელობ იმისათვის რომ შეიყვარო დრო გჭირდება.

- მის მიმართ გრძნობ რამეს, თუნდაც მის სურნელს, იქნებ და გვატყუებს, იქნებ და სულაც არაა ის ვინც გვგონია.

- არ გვატყუებს.

- საიდან იცი?

- შენი აზრით იცოდა სად ვცხოვრობდი?

- შეეძლო ეთვალთვალა და ისე.

- ქუქი მან ჩემი სურნელის წყალობით მიპოვა, ეს თავად მითხრა, ჩემი მოტყუება რაში დაჭირდებოდა და თან ის ასეთი პიროვნება არ ჩანს.

- ასე იმიტომ ფიქრობ რომ ყველას ენდობი, თუმცა მერწმუნე თე ეშმაკს არ ძინავს ყველა წმინდანში გამოირევა ეშმაკი. ჩვენ ყველას ჩვენი ეშმაკები გვმართავენ. არ მინდა რომ შენც ერთ-ერთი ამ ეშმაკის ხელში ჩავარდე.

- ნუ სულელობ და გთხოვ სხვა რამეზე ვისაუბროთ.

- ჩემთან დარჩი.

- ვერ დავრჩები.

- საშინლად ჯიუტი ხარ იცი.

- სწორედაც რო, ვარ და ძალიანაც მომწონს რომ ასეთი ვარ.

- სხვა გზას არ მიტოვებ გარდა ერთისა.

- რას გულისხმობ?

- ჩაიცვი მივდივართ.

- რაა? სად?

- ჩაიცვი, თუ გინდა რომ დაგეხმარო.

- არა იყოს.

თავს ვიწესრიგებ და მას ვუახლოვდები, ხელს მხვევს და გარეთ გავდივართ.

- სად მივდივართ?

- რომ მივალთ ნახავ.

- მაგრამ...

- არავითარი მაგრამ პატარავ.- ჩურჩულებს ლოყებზე სწრაფ კოცნას მიტოვებს და მანქანით გზას მივუყვებით.

-------------------------------------------------------------------

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz