💜 10 💜

696 54 0
                                    

- ადექი ძილისგუდავ.- ისმის ვიღაცის ხმა თუმცა ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ძილი ვიბრუნო.

- პატარავ თუ არ ადგები ამ ლამაზ საჯდომს გაგიფერადებ.- ჩურჩულებს ჩემს ყურთან რაზეც თვალებს სწრაფად ვახელ და არემარეს თვალს ვავლებ ბოლოს კი მომცინარ ქუქის ვხედავ.

- სერიოზულად? რომელი საათია? რა ხდება?

- ადგომის დროა პატარავ, უნდა ვივარჯიშოთ.

- უნდა რაა?

- ადექი.

-გთხოვ, არ მინდა.

- ვდგებით პატარავ.- ამბობს და მალევე ძლიერი მკლავების მეშვეობით საწოლიდან ვდგებით ხელებს ძლიერად ვხვევ რომ ძირს არ დამაგდოს. თავს ვიწერიგებ და ოთახში ვბრუნდები, როდესაც მის შიშველ სხეულს ვუყურებ სწრაფადვე ვბრუნდები.

- გაიხადე.

- რაა?

- გაიხადე გელოდები.

- არავითარ შემთხვევაში და იქნებ დამდო პატივი და რამე მაინც ჩაიცვა.

- სარბენლად მივდივართ, გელოდები.- ამბობს და ფანჯრიდან ხტება.

- რომ არ წავყვე ნეტავ რას იზამს?- ვჩურჩულებ და საწოლზე ვწვები.

- პატარავ სამამდე ვითვლი, იცოდე აქვე გამომეცხადე თორემ შემდეგ რაც მოხდება შენს თავს დააბრალე.

- ჯანდაბა მოვდივარ.

-საწოლიდან ადექი და გაიხადე, იცოდე თვლას ვიწყებ. ეეერრრთთიიიი.

- მოიცადე საიდან? შეჩერდი, ჯანდაბა...

- ოოოოორრრრიიიიი.

- ჯანდაბა ეს პერანგი არ იხსნება ასე მარტივად, შეჩერდიიიიი.

- დააა სსაააამმმმ...

- აქ ვარ აქ ვარ, ჯერ არ დაამთავრო გთხოვ, აი აი ვხტები გესმის შეჩერდი.

და მართლაც მის გვერდით ვდგავარ გარეთ, გაბრაზებული სახით.

- ნუ ბრაზობ რასაც ვაკეთებთ შენს სასიკეთოდ ვაკეთებთ.

- ნუთუ?

- ნუ კარაგი სარგებელს მეც ვიღებ, მაგრამ მაინც ეს ორივეს დაგვეხმარება.

- იმედია. სად მივდივართ?

- ტყეში ვრბენთ ცოტას, შემდეგ კი შემებრძოლები.

- რაა? ამას როგორ მეუბნები ისედაც ვიცით რომ მომიგებ.

- ეცადე რომ წინააღმდეგობა გამიწიო.

- რამდენჯერაც ეგ ვცადე შენი ალფას ხმა გამოიყენე ჩემზე თუ გახსოვს.

- მართალია სწორედ ამიტომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებ მას შენთან მიმართებაში.

- მპირდები?

- გპირდები.

- კარგი წავედით.- ვამბობ და ტყის მიმართულებით მივრბივართ.

- სწრაფი ხარ, ეს კარგია.

- ეს ერთადერთია რაც კარგად გამომდის, სირბილი... ალბათ იმიტომ რომ მუდამ გავრბოდი.

- კარგი შემებრძოლე.- ამბობს და მალევე მასთან ერთად ძირს ვარდები. ყოველი ჩემი მცდელობა კრახით დამთავრდა ყოველ ჯერზე მის ქვეშ ვექცეოდი.

- წინააღმდეგობას საერთოდ არ მიწევ.

- გამანთავისუფლე.

- ასე ვერ დაიცავ შენ თავს.

- ყველაფერი მტკივა, გთხოვ.

- კარგი დავისვენოთ.

- მადლობა ყველაფრისათვის.

- წავედით.

- სად მივდივართ?

- ხის ქოხში საიდანაც გამომეპარე.

ქოხში ვართ და მას ვუყურებ.

- პირველი შენ შედი, მერე მე შევალ.

აბაზანაში შევდივარ თავს ვიწესრიგებ და მალევე ოთახში ვბრუნდები, ცოტა ხნის შემდეგ წელს ზევით შიშველი ქუქიც გამოდის აბაზანიდან და საშინლად მინდა რომ საკუთარ თავს ერთი შემოვარტყა იმ ბილწი აზრებისათვის რაც ამ წამს გავიფიქრე მისი დანახვის გამო.

---------------------------------------------

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now