💜 40 💜

513 36 0
                                    

მშობლებთან საუბრის შემდეგ ოდნავ დავმშვიდდი, მიუხედავად იმისა რომ ეს ვიღაც ადრე თუ გვიან დარტყმას განახორციელებდა.

- არ დარჩები?

- არა იუნგი ტბასთან რომ სახლია იქ წავალ.

- თქვენ ბავშვებო?

- ჩვენც მასთან ვიქნებით.- ამბობს სუბინი და სახლისაკენ მოვდივართ. შესვლისთანავე მეღიმება.

- რაზე გეღიმება?

- ის აქ იყო, მოვენატრე თუმცა ჯიუტია და მაინც არ მიბრუნდება.- ვამბობ ღიმილით.

- ხსენებაზე უნდა ვისაუბროთ.- ამბობს ქაი.

- რაზე?

- შენზე და შენს მეწყვილეზე.

- ჩემს მეწყვილეზე?

- დიახ და გულახდილად რომ ვთქვა მოგილოცო თუ მოგოისამძიმრო არ ვიცი.

- რა ხდხება?

- თეჰიონი შენი მეწყვილეა.

- რა სისულელეა, ასე რომ იყოს მივხვდებოდი.

- ვერა თუკი სრულწლოვანი არაა და თან თქვენ უბრალოდ მეწყვილეები არ ხართ.

- რას გულისხმობ?

- თქვენ ბედისწერის წყვილებიდან ერთ-ერთი ხართ.

- ისევ ეს ბედისწერის წყვილები?- იკითხა ბოგიუმ.

- ჰო რამდენადაც ვიცი სულ 122 წყვილი არსებობდა და თუ შენც მიგათვლით შენ და თეჰიონი 123-ე ხართ, მაგრამ წინასწარ გეტყვი რომ არცერთი წყვილი არ ყოფილა ბოლომდე ბედნიერი, არცერთი. იმედია თქვენც მათ ბედს არ გაიზიარებთ.

- ანუ შენ ფიქრობ რომ ის ჩემი მეწყვილეა და ჩვენ...

- შენ წითელი მთვარის ბატონობისას დაიბადე ხოლო ის 3 წლის შემდეგ ლურჯი მთვარის ბატონობისას, შენ მის სურნელს გამოკვეთილად გრძნობ, ის საშინლად ჯიუტია დაუმორჩილებელი.

- ბედისწერის წყვილებსა და უბრალოდ მეწყვილეებს შორის რა განსხვავებაა?- იკითხა სუბინმა.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now