💜 23 💜

553 46 6
                                    


სახლისაკენ მოვდივართ ხმას არცერთი არ ვიღებთ, თუმცა ეს სიჩუმეც მეტის მთქმელია, თითები მის თითებში მაქვს ახლართული და კიდევ ერთხელ ვნატრულობ რომ ის იყოს ჩემი მეწყვილე და არა ბოგამი. ის ცუდი არ არის მაგრამ მეშინია რომ ქუქისავით ვერასოდეს ვერ შევხედავ, შევიყვარებ.

სახლთან ვართ მანქანიდან გადავდივართ, ყველანი გვესალმებიან, ბოგამი თვალს გვავლებს და ვგრძნობ თუ როგორ მიჭერს თითებზე ხელს ჯანქუქი. ყველანი მეხვევიან, მეფერებიან და ეს საშინლად მსიამოვნებს.

- მაპატიე ვიცი ადრე მოვედი უბრალოდ ჩემს რეზერვაციაში არეულობაა და იქ უნდა წავსულიყავი, ბოლოს ვიფიქრე და აქ იმ იმედით მოვედი რომ დამთანხმდებოდი და ჩემთან ერთად წამოხვიდოდი.

- მესმის უბრალოდ იუნგი ჰიონის ჩამოსვლას ველოდებოდი.

- ის არ ჩამოვა ერთი კვირით რჩება.- ამბობს ჰოსოკი.

- ოოო მაშინ როდის მივდივართ?- ვეკითხები ბოგამს და ვნატრულობ რომ მიწამ ჩამიტანოს ან დავყრუვდე.

- თუკი წინააღმდეგი არ ხარ, შეგვიძლია ახლავე წავიდეთ.- ამბობს და იმედით სავსე მზერით მიყურებს, ვგრძნობ თუ როგორ მიშვებს ხელს ქუქი და მას უყურებს.

- თათა მომენატრები.- ყვირის ლიზა.

- მეც.

- ხშირად გვნახე კარგი.- ჩურჩულებს ცრემლიანი ჯინი და ერთმანეთს ძლიერად ვეკვრით სხეულზე.

ბიჭებიც თბილად მეპყრობიან, ასევე თბილად მიკრავს გულში სეჰუნი და სუუ. ყველაფერი ეს ძალიან მახარებს, ქუქის წყალობით მე მათ ისე ვუყურებ როგორც ჩემს ოჯახს.

- მადლობა სუყველას რომ ასეთი თბილები იყავით, ჩემს მიმართ. მთელი ეს დრო რაც აქ გავატარე უბედნიერესი ვიყავი. თქვენ ჩემი მეორე ოჯახი ხართ.- ვამბობ და ცრემლებს ვიწმენდ.

- წავიდეთ?- მეკითხება ღიმილით ბოგამი.

ოთახს თვალს ვავლებ და როდესაც ქუქის ვერ ვხედავ გული საშინლად მტკივა.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now