სუფრასთან ვზივართ და ყველა ისევ მას უყურებენ.
- იქნებ შეწყვიტოთ მიშტერება.- ვყვირივარ რაზეც ჩემები უბრალოდ მაიგნორებენ და იცინიან.
- რომელი რეზერვაციიდან ხარ?- იკითხა მამამ.
- ა-არცერთი, უფრო სწორად რომ ვთქვა არ მახსოვს.
- ეს როგორ?- საუბარში იუნგიც ჩაერია.
- სულ პატარა ვიყავი 2 თუ 3 წლის როდესაც ჩვენს ოჯახს თავს დაესხნენ ძმა მყავდა, მაგრამ არ ვიცი სად არის ცოცხალია თუ არა. დედა და მამა ისინი ჩვენს თვალწინ მოკლეს, ახლაც ვერ ვიხსენებ თუ როგორ გამოვიქეცით მე და ჩემი ძმა.
- ვწუხვარ.- ჩურჩულებს ჯინი.
- რამდენი წლის ხარ?- იკითხა დედამ.
- 17 წლის.
- და მთელი ეს დრო ტყეში მარტო იყავი?
- დიახ თუმცა სულ მარტო არ ვყოფილვარ, თავიდან როცა პატარა ვიყავი სხვა მგლებთან ერთად ვთამაშობდი, დრო გამყავდა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო, მაგრამ როგორც კი წამოვიზარდე და გავიგე რომ ომეგა ვიყავი ისინი მივატოვე, შემეშინდა რომ მათ რამე დაემართებოდათ, 7 წლის შემდეგ მარტო ვარ, ვცდილობდი ალფებისაგან გაქცევას, რაც ასეა თუ ისე გამომდიოდა, მაგრამ ეს 2 წელია ისინი მუდან მპოულობენ.
- რა გქვია?- იკითხა ჯიმინმა.
- კიმ თეჰიონი, თათა.- ამბობს ღიმილით და ჩემი გული წამებით ფეთქვას წყვეტს.
ერთმანეთს ეცნობიან, ათასგვარ თემას განიხილავენ მე კი ისევ თეს ვუყურებ. მოიცადე ამ წამს მას თე ვუწოდე, რა გჭირს ჯეონ აზრზე მოდი.
- თუ გინდა ჩემს ოთახში...
- ის ჩემთან დარჩება მანამ სანამ ოთახს მოვუმზადებთ ჰოსოკ.
- კარგი ჯანქუქიი.- ამბობს სიცილით ჰოპი.
მალევე ვიშლებით და საძინებელში ავდივართ.
- პიჟამოები?
- მადლობა.- ამბობს ღიმილით და მალევე ოთახში ბრუნდება, მეც ვიცვლი და საწოლზე ვწვები, მას ხელს ვავლებ და ჩემს გვერდით ვაწვენ.
DU LIEST GERADE
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...