- დემიენ მიხარია რომ აქ ხარ, გაიცანი ჩემი შვილი ჩანიოლი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩემთვისაც, ახლა კი გეგმას მივხედოთ პირველ დარტყმას 2 დღეში განვახორციელებთ, შემდეგ კი მთავარ ბრძოლას მივხედავთ.
- როგორც გსურს.
- ალბათ გახსოვთ რომ სეჰუნის ცოლი ჩემთან დარჩება.
- გვახსოვს შეთანხმებისას წამოყენებული პირობები.
- ძალიან კარგი, გამოიძინეთ დასვენება ყველას გვჭირდება.- ამბობს და ოთახიდან გადის.
- ის რაღაცნაირია.
- გეთანხმები.
- არ მომწონს.
- მოგწონს თუ არა ის ჩვენი ერთადერთი იმედია, მისი რაზმის გარეშე ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს.
- კარგი.
- რაც შეეხება ქაის, რას ფიქრობ?
- ორმაგ თამაშს თამაშობს, ის არასოდეს არ იქნება ჩემს მხარეს.
- ანუ?
- გვატყუებს.
- მაშინ რატომ არ მოიშორე თავიდან?
- უბრალოდ კარგია როდესაც ვიყენებ, საწოლში ყოველთვის კარგი იყო.
- ჩანიოლ რაზე გესაუბრები და რაზე ფიქრობ.
- კარგი დღეს ღამით მივხედავ ამ პრობლემას.
- იცოდე შეცდომების გარეშე.
- პატარა არ ვარ.
- მაგრამ აშკარად პატარასავით იქცევი.- ამბობს გაბრაზებული და ოთახიდან გადის.
****************************
- ღმერთო ჩემო ჰოპი.
- დამშვიდდი ლიზ ეს არაფერი არააა უბრალოდ ნაკაწრებია.
- სისხლი გდის და როგორ ამბობ რომ არაფერი არაა.- მეუბნება ცრემლიანი მზერით.
- ჰეი პატარავ დამშვიდდი მალევე შემიხორცდება.- ვამბობ და ჩვენს ბაგეებს ვაერთებ, ვკოცნი მას და მასთან ერთად ვტკბები თითოეული წამით.
- პატარავ.
- შენზე ვნერვიულობ ჰოპი, მეშინია რომ რამე დაგემართება.
- პატარავ არაფერი არ დამემართება, არ ინერვიულო.
- მაგრამ ეს სიტუაცია ჰოპი, ყოველთვის დასისხლიანებული და დაშავებული მოდიხარ. იცოდე თავს გაუფრთხილდი, შენ რომ რამე დაგემართოს მოვკვდები გესმის.
- ჰეი პატარავ ასე ნუ ამბობ ჩვენ წინ მთელი ცხოვრება გვაქვს ამისათვის კი სიკვდილს შვებულებაში წასვლა მოუწევს ჩემო ცხოვრებავ.
- მიყვარხარ ჰოპი.
- მეც მიყვარხარ პატარავ ძალიან მიყვარხარ.- ვამბობ ჩვენს ბაგეებს ვაერთებ და მთელი არსებით ვკოცნი. მიყვარს როდესაც ჩემი შეხებისას ლოყები უწითლდება, მიყვარს როდესაც ჩემი შეხებისას თრთის ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია. ერთმანეთს ვკოცნით, ძლიერად ვეხუტები და მასთან ერთად ვიძირები მორფეოსის სამფლობელოში.
****************************
- რაზე ფიქრობ სეჰუნ?
- თეზე და ქუქიზე, მას შემდეგ არცერთი არ მინახავს.
- არც მე.
- როგორ ფიქრობ თაეს რომ ვთხოვოთ მოვა?
- არ ვიცი სეჰუნ, მინდა რომ ეს გაუგებრობა მოვაგვაროთ. მე მენატრება ჩვენი შვილი და ვიცი შენც იტანჯები მის გარეშე რამე უნდა მოვიფიქროთ.
- ქუქის დავურეკავ და ვთხოვ.
- კარგი.
- სხვა რაღაც გაწუხებს სუუ რა ხდება?
- ის... მეშინია რომ რამეს დაგიშავებს ან შენ ან ჩვენს ბიჭებს. ის ძლიერია ყველამ ვიცით რომ მათი რეზერვაცია მხოლოდ ალფებისაგან შედგება, ალფებისაგან რომლებიც წითელი მთვარის ბატონობისას გაჩნდნენ. მათ უბრალო ალფები არ ჰყავთ და ის სუფთა სისხლია. მეშინია რომ ჩვენს შვილებს რამე დაემართებათ. ოდნავი შანსი ჯანქუქს აქვს, მაგრამ ის გაწვრთნილია, მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ეწევა ხოლო ქუქი.. ის უბრალოდ ბავშვია.
- მოვკვდები და არ დავუშვებ რომ ჩვენს შვილებს რამე დაუშაოს.
- მიყვარხარ სეჰუნ ძალიან მიყვარხარ.
- მე კიდევ შენ მიყვარხარ სუ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
ჯანქუქთან ვრეკავ და როდესაც თეჰიონისაგან თანხმობას ვიღებ გაღიმებული სუს ძლიერად ვიკრავ სხეულზე და ვცდილობ მასთან ერთად დაძინებას.
------------------------------------------------------------------
ESTÁS LEYENDO
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...
