💜 25 💜

562 47 3
                                    


- ეს არ უნდა ჩაგედინა ბოგამ.

- შეეხებით და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.

- თუ დაგავიწყდა შეგახსენებ მე შენი მეწყვილე ვარ.- გაისმა ხმა და მიუხედავად ჩემი სურვილისა რომ არ შემშინებოდა აკანკალებული ბოგამს მივეკარი.

- ჯექსონ.

- ვიცოდი რომ რაღაც ამდაგვარს ჩაიდენდი ბოგამ, მაგრამ არ მოველოდი თუ შენს მეწყვილეს უღალატებდი.

- მეწყვილეს?- ვიკითხე და ახლა შევამჩნიე ბოგამის ყელზე ნიშანი.

- მისმინე პატარავ გადმოგვეცი ომეგა და გაპატიებ იმას რომ მიღალატე თუ არა და იძულებული გავხდები რომ დაგსაჯო.

ვგრძნობ თუ როგორ ეჭიმება სხეული ამ სიტყვებზე ბოგამს და ვფიქრობ როგორ დავამშვიდო, ხელს ხელზე ვუჭერ და მას ვუღიმი.

- მაპატიე მე...

- ეს მე მაპატიე პატარავ, მაპატიე რომ ასე მზაკვრულად მოვიქეცი, შენი ალფა მართალი იყო, არ უნდა წამოსულიყავი, ვეცდები რომ დაგიცვა თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, მაგრამ ჯექსონის წინაშე უძლური ვარ. ის ჩემზე ბატონობს.

- რაღაც არ ეტყობა რომ ასე იყოს, შენ მე მიღალატე.- ყვირის მამაკაცი.

- იერიშზე გადავალ თუ არა შენ გაიქცევი, სწრაფი ხარ ეს ბევრჯერ გამიგია, მათგან ვერცერთი ვერ დაგიჭერს გარდა ჯექსონისა, ის უბრალო ალფა არ არის, ის სუფთა სისხლია.

- მე არ წავალ ვერ მიგატოვებ.

- ნუ სულელობ ახლა ამის დრო არაა უნდა გაიქცე.

- ბოგამ.

ვხედავ თუ როგორ გარდაიქმნენ მამაკაცები მგლებად და სხეულში არასასიამოვნოდ გამცრა, ვხედავ ბოგამს რომელიც მთელი სხეულით მიცავს.

- მაპატიე და გაიქეცი პატარავ.

გავიგონე მისი ხმა და სევდიანი თვალებით შევათვალიერე. ვხედავდი თუ როგორ გარდაიქმნა ბოგამი და როგორც კი მისგან ნიშანი მივიღე გამოვიქეცი, როგორც ყოველთვის გავრბოდი მაგრამ მალევე უკან წამათრიეს, ვხედავდი თუ როგორ უმოწყალოდ გლეჯდნენ ბოგამს.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now