- გილოცავთ, გილოცავთ.- ყვირიან ბიჭები და ყველანი სუბინს ეხუტებიან.
- ეს ჩვენგან.- ვეუბნები მას და კულონს ვაწვდი.
- მადლობა ბავშვებო.
- მოდი გავიკეთოთ.- ვამბობ თუმცა მის ყელზე ვამჩნევ მთვარის ფორმის კულონს.
- ეს ახალია?- ვეკითხები მას და მეღიმება როდესაც ლოყები უწითლდება.
- ვინც არ უნდა ყოფილიყო ძალიან უყვარხარ.- ამბობს ქაი.
- რაა? საიდან მოიტანე?- ეკითხება ბოგიუ.
- ჩემს ქვეყანაში ასეთი კულონები სიყვარულის სიმბოლოს გამოხატავს.- ამბობს ღიმილით ქაი.
- და თქვენს ქვეყანაში სამ მთვარეს სცემენ პატივს.- ამბობს სიცილით ის ბიჭი რომელსაც სუბინის ბაგეების დაგემოვნება სურდა.
- სწორედაც.
- რა სისულელეა.- აგრძელებს საუბარს.
- სულაც არაა სისულელე ბამ, რადგან წითელი მთვარის ბატონობისას დაიბადა ჩემი დის შვილი.
- რაა?- ვეკითხები მე გაოცებული.
- ჰო ასეა. არასოდეს გაგჩენია კითხვა თუ რატომ ხარ ასეთი ძლიერი. ჩვენს მთელს გვარში და თქვენს რეზერვაციაში ყველაზე ძლიერი ხარ.
VOUS LISEZ
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...