💜 17 💜

625 47 8
                                    

- რას აპირებ ქუქი?- ვეკითხები მას.

- არ ვიცი იუნგი არ ვიცი.

- მომისმინე მათ ვერ დააშორებ ხომ იცი არა.

- იუნგი შენი აზრით მეხმარები?

- მე სიმართლეს გეუბნები.

- იუნგი მე მასთან გრძნობები მაკავშირებს, მე ის მიყვარს, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მისი ადგილი ჩემს გვერდითაა.

- ამას იმიტომ ამბობ, რომ მასთან ერთად იყავი სულ, ისიც მესმის რომ გიყვარს, ამას შენს თვალებში ყოველდღე ვხედავ, მაგრამ შენ ხედავდი თუ როგორ ვიტანჯებოდი მე როცა ჯიმინი წავიდა, დარწმუნებული ვარ ამ ტკივილს ისიც გრძნობდა.

- იუნგი.

- მისმინე ბავშვო როდესაც შენს მეწყვილეს პოულობ ერთი მთლიანობა ხდებით, შენ არარაობა ხარ მის გარეშე, ეს კავშირი ურყევია, წმინდაა. როცა ერთი იტანჯება მეორეც ცუდადაა, ვიცი რომ არ დათმობ, მაგრამ თეს გამო მაინც გააკეთე ეს.

- ალბათ შეხსენება არ მჭირდება, ისედაც იცი თუ როგორი ეგოისტი ნაბიჭვარიც ვარ.

- ამას დრო გვიჩვენებს, ერთი იცოდე ამ კავშირს ვერ დაანგრევ რაც არ უნდა მოიმოქმედო ისინი ბოლოს მაინც ერთად იქნებიან.

- ვერ...

- სანამ რამეს გააკეთებ აწონ-დაწონე გესმის, ისე ნუ იზამ რომ თე სამუდამოდ დაკარგო, მეტს არაფერს გეტყვი.- ვამბობ და ოთახიდან გავდივარ.

- როგორ არის?- იკითხა ჰოსოკმა.

- სიგიჟის პირასაა, ზღვარს როდის გადაკვეთს ღმერთმაც კი არ იცის.

- როგორ დავეხმაროთ?- იკითხა ჯუნმა.

- ვერ დავეხმარებით.- ვამბობ და მამაჩვენს ვუყურებ რომელსაც სევდიანი მზერა აქვს.

- რა ხდება მამა?

- მასზე ვნერვიულობ, ის ყოველთვის განსხვავებული იყო პატარაობიდან და მე...

- და ჩვენ მას არაფერს არ ვუშლიდით, ალბათ სწორედ ამიტომ იქცევა ასე.- ამბობს სუც სევდიანი.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now