სუფრასთან ვიჯექით როდესაც ღიმილით ჯინი და ლიზა შემოგვიერთდნენ.
- თქვენი ძმა სად არის?- იკითხა იუნგიმ.
- სახლში დარჩა.
- რატომ არ წამოვიდა?
- არ ვიცით, არასოდეს არ გვიხსნის რას რატომ აკეთებს.
- გასაგებია, უჩემოდ არ წახვიდეთ გაგაცილებთ.
- ოო ჯინ, ლიზა როგორ გამახარეთ.- ამბობს დედა ღიმილით.
ერთმანეთს ეხვევიან შემდეგ ლიზა ჰოსოკის გვერდით ჯდება ჯინი კი ჯუნის გვერდით, მალევე მამაც გვიერთდება.
- თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს.- ამბობს ჯუნი.
- ახალიიი?
- მოკეტე ჯანქუქ.- იღრინება ჯუნი.
- რა ხდება? მშვიდობაა შვილო?
- დიახ მამა, იცით მე მეწყვილე ვიპოვე.
- ღმერთო ჩემო ჯუნი ეს ხომ არაჩვეულებრივია.- ამბობს ღიმილით დედა.
- დიახ.
- და როდის გაგვაცნობ?- იკითხა მამამ.
- ჩემი მეწყვილე ჯინია.
- ჩვენი ჯინი?
- დიახ.
- ანუ ამით იმის თქმა გინდა რომ მთელი ეს დრო გვიმალავდით სიმართლეს.
- ჩემი ბრალია ძია სეჰუნ ჯუნის ბევრჯერ უნდოდა თქვენთვის თქმა მაგრამ მე არ ვრთავდი უფლებას, უფრო სწორად რომ ვთქვა მას ჩემი სურვილების ასრულება უნდოდა და ჩემს გაბრაზებას ერიდებოდა.
- მაგრამ ეს ხომ სასიხარულო ამბავია შვილო.
- დიახ ვიცი, მაგრამ როდესაც ჩვენი კავშირის შესახებ გავიგეთ იმ დროს არც თუ ისე კარგი პერიოდი იყო, ყველას გვახსოს თუ რა ხდებოდა წლების წინ.
- დიახ, რომ არა ჩანიოლი ახლაც მტრებად ვიქნებოდით მიხარია, რომ მამამის არ გავს.
- სწორედ ამიტომ გავჩუმდით, შემდეგ ჰოსოკისა და ლიზას ამბავიც მიჰყვა, ისიც გახსოვთ ალბათ თუ როგორ გაუჭირდათ ამ ყველაფერთან გამკლავება მათ და ჩვენს მშობლებს.
YOU ARE READING
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...