💜 49 💜

489 38 0
                                    

თვე გავიდა იმ საშინელი ომიდან თუმცა მაინც ვერ ვეგუებოდი დანაკლის საბედნიეროდ ჩემი ოჯახის წევრებიდან სერიოზულად არავინ არ დაშავებულა მაგრამ იყვნენ ისეთი ოჯახის შვილები რომლებიც ერთ დროს ჩემთან ერთად დარბოდნენ, თამაშობდნენ. მამა ისევ საავადმყოფოში იყო ყველაფერმა ჩემს კისერზე გადაიარა და ახლა ვხვდებოდი თუ რამდენად რთული მოვალეობა იყო ლიდერობა.

აივანზე ვიყავი და ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი.

- შეიძლება?

- მოდი სუბინ.

- ჯანქუქ რაღაც მინდა რომ გთხოვო.

- გისმენ.

- მინდა რომ ჩემს ქორწილზე საკურთხევლამდე მიმიყვანო.

- გინდა რომ შენი მამიკო ვიყო.- ვამბობ სიცილით.

- მამიკო უკვე ყავს.- ამბობს ღიმილით ბოგიუ.

- კარგი მაშინ მე როგორც შენი ძმა ისე მიგიყვან საკურთხევლამდე, მაგრამ კიდევ ერთხელ გკითხავთ, დარწმუნებულები ხართ, გინდათ რომ ეს ასე მოხდეს? იქნებ მისცეთ შანსი თქვენს მეწყვილეებს.

- აზრი არა აქვს ქუქი მე ბოგიუს გარდა სხვას მაინც ვერ შევიყვარებ.

- მაგრამ ეს...

- ვიცი ქუქი წმინდა კავშირია, ვიცი მაგრამ მინდა რომ ბედნიერი მასთან ვიყო ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ.

- მეც ვუთხარი რომ დაფიქრებულიყო, მაგრამ მას ასე სურს.- ამბობს ბოგიუ და სუბინს სხეულზე იკრავს.

- კარგი თუკი ასეა რას გავაწყობ, ერთადერთი ის შემიძლია პატივი ვცე თქვენს გადაწყვეტილებას და გვერდში დაგიდგეთ.- ვამბობ ღიმილით და ორივეს ძლიერად ვიკრავ სხეულზე, შემდეგ კი ვემშვიდობები მათ.

*******************

- მადლობა მინდა გადაგიხადოთ სუყველას რომ ბრძოლის პერიოდში გვერდში დაგვიდექით, ასევე მინდა გაცნობოთ რომ მე როგორც თქვენი რეზერვაციის ლიდერი ჩემს პოსტს ვტოვებ. წარმოგიდგენთ ჩემს მემკვიდრეს თქვენს ახალ ლიდერს ჯანქუქს.- ამბობს მამა ღიმილით და ყველა მე მიყურებს.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang