- როგორ ფიქრობ სად არიან? - იკითხა ქაიზე მიხუტებულმა ბექიონმა ცრემლიანი თვალებით.
- არ ვიცი, მაგრამ არ ინერვიულო ჯანქუქი მას აუცილებლად იპოვნის.
- მაგრამ როგორ შეძლებს ამას იუნგი? იცი რამდენი ხანი ვეძებდით მას? იცი როგორ ვიწვალეთ, მისი მოძებნა რთული იყო.- ამბობს ქაი და ბექიონს ეფერება.
- ის და ქუქი ძალიან ახლოს არიან, იმაზე ახლოს ვიდრე ნებისმიერი სხვა, რაც თავი მახსოვს ჩემი ძმა მასზე ნადირობდა და როგორც ვიცი მის საწადელს მიაღწია, ყოველ ჯერზე როდესაც შენი ძმა იპარებოდა ქუქი მას სულ პოულობდა, ასე რომ არ ინერვიულო სადაც არ უნდა იყოს ქუქი მას აუცილებლად იპოვნის.
- რას ნიშნავს ნადირობდა? ჩემი ძმა ცხოველი არაა რომ ვინმემ მას...
- ასე ნუ მიიღებ ჩემს სიტყვებს ბექიონ, ჩემს ძმას შენი ძმა ძალიან უყვარს, სიცოცხლეზე მეტადაც კი ასე რომ ის აუცილებლად მოიყვანს თეს არ ინერვიულო.
საძინებელში ავდივარ და ჯიმინს ძლიერად ვეხვევი შემდეგ კი მუცელზე ვკოცნი.
- იუნგი.
- როგორ ფიქრობ იცოდა?
- არა მგონია., ჯერ კიდევ ბავშვია, შეიძლება რაღაცას ხვდებოდა კიდეც მაგრამ არამგონია რომ ცოდნოდა.
- ცოდვაა.
- ორივე ცოდვები არიან.
- გეთანხმები ჩემი ძმა პირველად ვნახე ასეთი, ჯექსონი ისე აწამა რომ ვერც კი ჩავერიე არადა ყოველთვის ვახერხებდი მის დამშვიდებას ყოველთვის მაგრამ იქ უბრალოდ ვიდექი და ვხედავდი. ვუყურებდი თუ როგორ გლეჯდა და ანაწევრებდა მას და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ვერ ვახერხებდი ჩარევას.
- როგორ ფიქრობ იპოვნის?
საუბარს ტელეფონზე წრიპინი გვაწყვეტინებს.
Kookie.
ჩემთან არის. დილამდე არ დავბრუნდებით.
YOU ARE READING
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...