სახლისაკენ მივდივართ ხმას არცერთი არ ვიღებთ. ქუქი საშინლად გაბრაზებულია, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მე მაინც მიზიდავს მისი ეს მხარე. მიხარია იმის შეგრძნება რომ მისთვის უბრალო სათამაშო არ ვიყავი. ალბათ სწორედ ამიტომ არ მინდოდა თავიდან ჩემი მეწყვილის მოსმენა. სულ რაღაც სამჯერ ვნახე და სამივეჯერ გამოვექეცი, უცნაურია რომ მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. გამიგია რომ მხოლოდ მე ვიგრძნობ ჩემი მეწყვილის სურნელს, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიგრძნენი მისი დანახვისას. საბოლოოდ კი მივხვდი რომ ეს ჩემი ასაკის ბრალი იყო. ჯერ ხომ სრულწლოვანი არც ვარ, სწორედ ამიტომ ვერ ვგრძნობ მის სურნელს. სახლთან ვართ როდესაც ჩვენსკენ ბიჭი მორბის თუმცა ჩვენს შორის ქუქი დგება და მთელს ტანში მცრის იმის გაფიქრებაზე თუ როგორი მზერით უცქერს მას.
- თეჰიონ სახლში შედი.
- შენ ვერ...
- მოკეტე შენ არ გელაპარაკები.- ცრის კბილებს შორის ქუქი და მალევე იუნგისთან ერთად სახლისაკენ მივდივარ. ფანჯარასთან ვდგავარ და ქუქის ვუყურებ.
- არ მეგონა თუ მეწყვილეს ასე მალე იპოვნიდი თათა.
- მისი ღირსი არ ვარ.
- რას გულისხმობ?
- ჩემსა და ქუქის ურთიერთობას.
- ნანობ?
- საქმეც იმაშია რომ არა, თუმცა თავს დამნაშავედ ვგრძნობ მის მიმართ. ის არ არის ამის ღირსი ჩემგან, მე სულაც არ ვარ...
- კაი მოეშვი სისულელეებს და მომისმინე ეს შენი ღირსი ის არ არის თავად...
გარედან ყვირილის ხმა ისმის ორივენი ფანჯრიდან ვიხედებით და მათი საუბარი გვესმის.
- შენ ვერ დამაშორებ მასთან.
- იცოდე თუ კიდევ ერთხელ უწოდებ მას შენს საკუთრებას, გეფიცები იმდენ ნაწილად დაგგლეჯ რომ ვერც კი აგაწყობენ, ახლა კი მომწყდი თავიდან და აღარ დამენახო.
![](https://img.wattpad.com/cover/236216352-288-k932180.jpg)
YOU ARE READING
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...