აივანზე ვიჯექი როდესაც მამა მომიახლოვდა და გამიღიმა.
- შეიძლება.
- როცა შენი მეწყვილე მოკვდა, ბიჭების დედას ვგულისხმობ ძალიან ცუდად იყავი?
- იმდენად ცუდად რომ სიტყვებით ვერ ავღწერ, ეს საშინელება იყო შვილო და არავის არ ვუსურვებ ამის გადატანას. როდესაც მეწყვილე გიკვდება გარკველული დროის განმავლობაში თავადაც მოსიარულე გვამი ხდები.
- როგორ ფიქრობ თეჰიონი იმიტომ არის ცუდად რომ მე მას მის მეწყვილესთან არ ვუშვებ.
- იცი როდესაც ერთი იტანჯება მეორეც გრძნობს, შეიძლება ასეც იყოს.
- მე არ შემიძლია მის გარეშე მე...
- მესმის შენი, დედაშენი სწორედ ასე გავიცანი, ის ჩემი მეორე შანსი იყო, მისით შეპყრობილი ვიყავი და ჩემდა საბედნიეროდ მან ჩემს გამო თავის მეწყვილეზე უარი თქვა.
- ეს როგორ?
- მე მას უფლება მივეცი რომ ნიშანი დაედო აი აქ.- ამბობს და ყელზე თითს იტარებს. ამით ჩემს ნამდვილ მეწყვილესთან კავშირი გაწყდა, მაგრამ გეტყვი რომ ეს საშინლად მტკივნეული იყო, ბევრი ვერც გადაურჩა ამ პროცესს, მაგრამ მამაშენი ბრძოლად ღირდა.
- მისმინე შვილო თეჰიონი ძალიან საყვარელია და მესმის რომ შენ...
- ვიცი სწორედ ამიტომ ვერ ვუშვებ, მე ის მიყვარს.
- პატარავ ვიცით გგონია ამას ვერ ვხედავთ შენს მზერაში, მაგრამ ხშირად ისე არ ხდება ყველაფერი როგორც ჩვენ გვსურს და თან ბიჭებისგან რაღაც გავიგე.
- რას გულისხმობ სუუ?- იკითხა მამამ.
- შენ მასზე... შენ მასზე ნადირობდი? გავიგე რომ მისით შეპყრობილი იყავი ეს სიმართლეა, მასზე ნადირობდი?
- დედა...
- მისმინე პატარავ იქნებ გვიამბო სიმართლე, საიდან იცნობ მას?
- არ ვიცნობ.
- ქუქი ვგრძნობ რომ გვატყუებ.
YOU ARE READING
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...