💜 35 💜

531 40 0
                                        

- დღეს ბოლო დღეა და კოცონთან ვიკრიბებით, წამოხვალ?- მეკითხება სუბინი.

- რათქმა უნდა.

ყველანი კოცონის ირგვლივ ვზვართ და უამრავ ისტორიას განვიხილავთ.

- რას ყუურებ ასეთი გაოცებული?- იკითხა იონჯუნმა.

- ცას , ვარსკვლავებს და მთვარეს.- ამბობს ღიმილით ქაი.

- სერიოზულად.

- დიახ ჩვენ ყოველ ღამე ვუყურებთ მათ და ვერც კი ვამჩნევთ თუ რამდენად ლამაზი და თვალის მომჭერელია ეს ყველაფერი. იყო დრო როდესაც ღამით ცაზე არც ვარსკვლავები არსებობდა და არც მთვარე, ერთადერთი უკუნეთ სიბნელეს დაინახავდით.

- რა სისულელეებს ბოდავ.- წამოიყვირა ვიღაცამ.

- იქნებ მოკეტო.

- თუკი შენი ბაგეების შესწავლით დავკავდები რატომაც არა მოვკეტავ სუბინ.

- და თუკი თავს წაგაცლი ამ შემთხვევაშიც მოკეტავ.- ამბობს გაბრაზებული ბოგიუ და ვხედავ თუ როგორ უწითლდება ლოყები სუბინს.

- ჩემს ქვეყანაში ყველანი სამ მთვარეს სცემენ თაყვანს, პატივს.

- სამ რას?

- გკვირს არა? მეც გამიკვირდა თავიდან შემდეგ კი შესწავლა დავიწყე.

ძველად ხელმწიფეს ულამაზესი ასულები ჰყავდა, ყველას მისი შურდა რადგან გოგონები ერთმანეთზე მშვენიერები იყვნენ. რადგან ღამით ცაზე უკუნეთი სიბნელე სუფევდა ხელმწიფე იძულებული გახადეს რომ ერთ-ერთი თავისი ქალიშვილი გაეწირა. ხელმწიფეს სამივენი ძალიან უყვარდა მაგრამ ბოლოს არჩევანი ისევ მესამე ქალიშვილზე შეაჩერა. ულამაზესი იყო ვერცხლისფერი დალალებით თუმცა ვისაც ეს გოგონა მთვარედ უნდა ექცია სულით ბოროტი იყო, ასე რომ მთელი მისი ძალები გამოიყენა და ხელმწიფის სამივე ქალიშვილი მთვარედ აქცია. თუკი ცაზე უკუნეთი სიბნელე სუფევდა წამებში შეიცვალა და ცაზე წითელი ლურჯი და თეთრი მთვარე ანათებდა. სამინვენი ისეთივე ლამაზები და მომაჯადოვებლები იყვნენ, დილით ჩვეულებრივი გოგონები ხოლო ღამით ცის მნათობი სფეროები რომლებიც ცას ალამაზებდნენ.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Место, где живут истории. Откройте их для себя