💜 7 💜

721 54 5
                                    

- სარბენლად მივდივართ წამოხვალ?- მეკითხება ღიმილით ჯუნი.

- რატომაც არა, ვინ ვიქნებით?

- ჩვენ და ჩვენი მეწყვილეები.

- მეწყვილეები?

- ხო ხვდები არა.- ამბობს ჰოსოკი.

- კარგი.

სხეულს სამოსისაგან ვინთავისუფლებ, ფანჯრიდან ვხტები და ტყის მიმართულებით მივრბივარ ჩემს ძმებთან და მეგობრებთან ერთად.

- არა დღეს ჩემი დღეა.

- ცდები იუნგს.

- ვკვდები.

- ოო ჯინ, ჯინ, ჯინ.-თავს აქნევს ჯიმინი.

- მოკეტე ჯიმინ.

ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და როგორც ყოველთვის პირველობა ჩემი იყო.

- ტბისკენ წავიდეთ.- ვამბობ და ჩემი საყვარელი ადგილისაკენ წავედით. ტბასთან ვიყავით და ბუნების სილამაზით ვტკბებოდით, არა შევასწორებ ვტკბებოდი. ჯუნი ჯინს ეხუტებოდა, ლიზა ჰოსოკს იუნგი რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ჯიმინს აი მე კი არემარეს. ჩვენი იდილია უცნაურმა ხმებმა მიიპყრო, სურნელიც გამოიკვეთა, მათ შორის ერთადერთი მხოლოდ მისი სურნელი ვიცანი, ვგრძნობდი თუ როგორ მიახლოვდებოდა და საკუთარ თავთან გამარჯვებას ვზეიმობდი. მართლაც მალევე ჩვენს წინ თეთრი თოვლივით ქათქათა მგელი გაჩნდა თვალი მომკრა თუ არა სხვა მხარეს გაიხედა, ბოლოს კი ისევ შემომხედა.

- დამეხმარე.

- მომესმა?

- გთხოვ.

- სანაცვლოდ რას მივიღებ?

- ჯერ დამეხმარე და ამაზე მერე ვისაუბროთ.

- არა პატარავ, რა გარანტია მაქვს რომ ისევ არ მომატყუებ.

- მე... ჯანდაბას რასაც მთხოვ, უბრალოდ მათ არ დაუთმო ჩემი თავი გთხოვ.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora