-დღეს ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეა,მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს.
-ჯორჯ, ამაზე ნუ იღელვებ,ყველაფერი მზადების პროცესშია.-უთხრა ჯორჯს მისმა საუკეთესო მეგობარმა,ჰენრიმ.
-ელისაბეტ ჯუნ სმიტ,დაგინახე,ახლავე აქ მოდი!- სიცილით დაუძახა მამამ თავის ათი წლის ქალიშვილს,მანაც მასთან მიირბინა და ზედ შეახტა.
-რა სიურპრიზს ამზადებ?
-მაგას ვერ გეტყვი.
-მამა,ჩვენ რომ ვილაპარაკეთ,იმას გავაკეთებთ?
-აჰ..საყვარელო,ხომ იცი რომ ქალაქში ბევრი მასეთი მაცხოვრებელია?
-მამა,გთხოვ..- ელისაბეტმა თავი დახარა, შემდეგ ჰენრის გახედა.- ჰენრი..- ახლა მას გახედა გოგონამ.
-გისმენ,ელისაბეტ.
-მამას დაელაპარაკე, რომ ჩემი კლასელები კი არა,ის ბავშვები დაპატიჟოს, ვისაც იმდენი შესაძლებლობა არ აქვს,რომ საჭმელი იყიდოს.
-რატომ გინდა ეს?
-მინდა ცოტახნით მაინც იყვნენ ბედნიერები.
-კლასელებს რომ ეწყინებათ?
-არაუშავს..ისინი სულ მაბრაზებენ ხოლმე.
-კარგი. ჯორჯ, ვფიქრობ, იდეალური დაბადების დღე თუ გინდა შენი შვილისათვის,ის უნდა გააკეთო რასაც გთხოვს.
-ესეიგი ეს გინდა, არა?
-ჰო..
-მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგი ბავშვი ხარ.- შუბლზე აკოცა მამამ და სათამაშოდ გაუშვა.გოგონას წვეულებაზე ბევრი ღარიბი ოჯახის,ელისაბეტის თანატოლი ბავშვი მოიყვანეს. გოგონას სიხარულისგან ერთი სული ჰქონდა,როდის შეხვდებოდა მათ.
როდესაც დედამ კაბა ჩააცვა, ბავშვებთან გაუშვა.
-გამარჯობა,მე ელისაბეტი ვარ,შენ რა გქვია?- გოგონამ თავისზე ოდნავ დაბალ ბიჭს ჰკითხა.
-კრისი..ეს შენი წვეულებაა?
-ჰო,ჩემია.
-გილოცავ დაბადების დღეს.
-მადლობა, რატომ არ თამაშობ სხვებთან ერთად?
-არ ვიცი,თავს უხერხულად ვგრძნობ..არ ვიცი აქ რატომ ვარ.
-იმიტომ რომ ვიმხიარულოთ და ბევრი ვითამაშოთ.
-ძალიან კეთილი ხარ.
-მართლა?
-ჰო..
-წამოდი,ვითამაშოთ.
-არამგონია ჩემთან თამაში უნდოდეთ,მე ხომ ფერადკანიანი ვარ.
-მერე რა.
-ჩემს უბანში ყველა დამცინის.
-აქ არავინ დაგცინებს,გთხოვ წამოდი.- ელისაბეტმა ხელი ჩაკიდა კრისს და სათამაშოდ გაიყვანა.
ეს მისთვის ყველაზე კარგი წვეულება იყო,რაც კი ოდესმე ჰქონია, თუმცა წარმოდგენა არც ჰქონდა,რა უბედურება შეიძლებოდა მომხდარიყო.
YOU ARE READING
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanfictionფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.