→ჰენრის თვალთახედვით←
დილით კარზე კაკუნის ხმა მაფხიზლებს,ჯერ კიდევ გათიშული ვდგები საწოლიდან და შესამოწმებლად მივდივარ.
როცა გავიხედე პოლიციის ოფიცერი იდგა.
-გამარჯობა?- დაბნეულმა გავუღე კარი.
-თქვენ ხართ ჰენრი სტაილსი?
-დიახ,რამე დავაშავე თუ..?
-არა,სერ. უბრალოდ პირადად დამაბარეს თქვენთან რაღაც.
-გისმენთ.
-თქვენზე ელისაბეტი ძალიან ღელავს,მას დაურეკეთ.
-რა? ეს ვისგან არის?
-ეს თავად გაარკვიეთ, გოგონამ გადმოგცათ.-ესღა თქვა,დამემშვიდობა და წავიდა. კარი რომ დავკეტე სიცილი ამიტყდა.
-ეს რა ჯანდაბ...-წამით ხმა გამიწყდა.-
ღმერთო,ელისაბეტ..- ეგრევე ტელეფონთან მივირბინე. რამოდენიმე გამოტოვებული შეტყობინება დამხვდა მისგან,გადარეკვას მთხოვდა.
ლოდინის შემდეგ ძლივს მიპასუხეს.
-გისმენთ.
-ჰარი..ელისაბეტი როგორაა..- ეგრევე მივახალე.
-ძმაო,სად დაიკარგე?
-ჰენრია?- მისი ხმა შორიდან გაისმა.
-ისაა.- დაუდასტურა ჰარიმ.
-ჰენრი..-ყურმილში ამოისლუკუნა.
-ჩემო პატარავ,რა ხდება, რატომ ტირი..
-რატომ? რამდენი ხანია არ დაგირეკავს,არც ჩვენ გვპასუხობ..მანერვიულე!
-მაპატიე, მაპატიე.. უბრალოდ ეს დღეები ვერანაირად მოვიცალე, ძალიან სტრესულ გარემოცვაში ვიყავი..წეღანაც..პოლიცია იყო აქ.-ვინაიდან ის კარგად არის და უბრალოდ ჩემი ხმის გაგონება სურდა, ისევ სიცილი ამიტყდა.- მითხრა,ელისაბეტისგან გაქვს შეტყობინება,მას დაურეკეო.
-რა?
-ჰო.. ძალიან კი ვიხალისე, თუმცა მერე ავნერვიულდი რატომღაც.მაქედან აქ რანაირად მომწვდი?
-ძლიერი კავშირი მაქვს პოლიციასთან,ასე რომ.. აღარ გამაბრაზო.- მანაც დაიწყო სიცილი.
-გავითვალისწინებ.
-ჯულია როგორ არის?
-ის..კარგად.
-მიხარია..- ყურმილის იქით ჰარის ხმა მომესმა,სკოლაში გაგვიანდებაო,ისევ ჩამეცინა.
-კარგი,მიხედე საქმეს. კიდევ დაგირეკავ, გპირდები აღარ განერვიულებ.
-მიყვარხარ,ჰენრი.
-მეც,ჩემო ძვირფასო.→რამოდენიმე საათის შემდეგ←
ოფისში ყოფნისას და ყველა საქმის მოგვარების შემდეგ უბრალოდ სახლში წასვლაღა თუ მაქვს გეგმაში. ჯერ ექვსი საათია, საკუთარ თავს დავუთმობ დროს და იმ ფილმებს ვუყურებ,რაც ამდენი ხანია მსურს. მარტო ყურება არ მიყვარს, თუმცა აქ არავინ მყავს,ელისაბეტი რომ იყოს თავად დამისვამდა გვერდით, მაგრამ ახლა?
ოფისიდან მაღაზიაში გავიარე, სასუსნავები ვიყიდე და სახლში წავედი. ჩემდა გასაკვირად შესასვლელთან ჩამომჯდარი დავინახე ჯულია,მანაც მალევე შემამჩნია და წამოდგა.შევატყე რომ ნამტირალევი იყო.
-ჯულია, კარგად ხარ?- მხოლოდ უარის ნიშნად გააქნია თავი.
-დაიჩის ქალიშვილი გარდაიცვალა..- თვალები ხელახლა აემღვრა,ხელი პირზე აიფარა ემოციების შესაკავებლად.სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი,იქვე მივყარე პარკები და მთელი ძალით ჩავიხუტე.
-დაიჩიმ დამირეკა რამოდენიმე კვირის წინ..მთხოვა ის მენახა..სულ მასთან ვიყავი პროექტიდან გასვლის მიუხედავად. მეთამაშებოდა,მიყვებოდა თავის ოცნებებზე..წუხელ კი..-ხელახლა ატირდა და ხელები ძლიერად შემომხვია წელზე.
-მშვიდად..მშვიდად.. შიგნით შევიდეთ..
-არა..არა.. მაპატიე რომ ასე უეცრად მოვედი, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ ვერ დაგიკავშირდი..
-საბოდიშო არაფერია,წამოდი.- სახლში შევიყვანე და ცივი წყალი მივუტანე დასამშვიდებლად.
-ის ძალიან ავად იყო,არა?
-ჰო..დაიჩი წარმომიდგენია, გაგიჟებული იქნება..- ხმამაღლა ამოიოხრა.- სიმართლე გითხრა,მათმა მოსამსახურემ დამირეკა და მთხოვა შენთვის მეცნობა..გაუხარდება თუ მიხვალ.
-რა თქმა უნდა, ერთად წავიდეთ.
-დარწმუნებული ხარ? იცის რომ ერთად აღარ ვმუშაობთ.
-მერე რა..არ ვაპირებ იქ შენს მარტო გაშვებას.
-ხვალ წავიდეთ მაშინ.
-კარგი,წაგიყვანო სახლში?
-ჰო თუ არ შეგაწუხებ. ჩემი მშობლები ამ დილით წავიდნენ ქალაქგარეთ, ბებიასთან, ნეტავ მე რატომ არ გავყევი? - ამოიოხრა.
-გეშინია მარტო?
-არ ვიცი..
-დარჩი აქ უხერხულად თუ არ იგრძნობ თავს.
-მადლობა დიდი.
-რისთვის?
-ერთი შეხედვით ეს არაფერია, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მადლობა რომ მხარში მიდგახარ.
-რის მადლობა,ამაზე არც კი იფიქრო.- ლოყაზე მოვეფერე ნაზად.
-ისე.. შეიძლება ახლა უადგილოა, მაგრამ ფილმის ყურებას ვაპირებდი,თუ გინდა ჩავრთოთ რამე,ყურადღებას გადაიტან სხვა რამეზე.
-კარგი..- თავი დავუქნიე, შემდეგ კი გარეთ დაყრილი პროდუქტები შინ შემოვიტანე.
რაღაც ძველი ფილმი ჩავრთეთ,კომედია, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩის ქალიშვილზე და ჯულიაზე ვფიქობ. გოგონასთან გატარებულმა დრომ მასზე იმდენად იმოქმედა ჩახუტებისას მთელი სხეული უცახცახებდა. მისკენ გავიხედე, უკვე დამშვიდებულია, თვალები ოდნავ დასიებული აქვს ტირილისგან, თუმცა მაინც ისეთი მშვენიერია. უეცრად გამოიხედა ჩემკენ,როცა შემამჩნია ვუყურებდი,გამიღიმა.
-მოხდა რამე?
-არა.. არაფერი.- მეც გავუღიმე და გავიხედე.

VOCÊ ESTÁ LENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.