თავი ოცდამეთერთმეტე

433 32 19
                                    

→ზეინის თვალთახედვით←
მთელი თვე ენდისთან ერთად გავატარე კალიფორნიაში, თავის ახალ კონტრაბანდის პარტნიორებს შეხვდა და ხელშეკრულება დადეს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად იმუშავებდნენ,მოგებულ წილს კი შუაზე გაიყიბდნენ. ენდი სიტყვა ძუნწი აღმოჩნდა,ზედმეტს არასდროს ლაპარაკობს,მისგან ინფორმაციის გაგება გამიჭირდა, ამიტომაც შევეშვი,არ მინდოდა რაიმე ეეჭვა,თანაც ერთ თვეში სასამართლო ჩატარდება,სადაც თავის შვილს გაასამართლებენ,მას კი მოსამართლის ნახვა უნდა, რომ გამოაშვებინოს,ყველა ვარიანტში მე ეს არ მაწყობს,სრული სამხილის გარეშე კიდევ მისი დაკავების უფლება არ მაქვს.
ამაღამ წვეულებაზე მივდივართ,იმედი მაქვს დალევს, რადგანაც ყველაზე სიტყვა ძუნწი ადამიანიც კი იდგამს ენას რამოდენიმე კარგი ალკოჰოლური ჭიქის მიღების შემდეგ.
საქმის მიუხედავად დღე არ გავა ელისაბეტზე რომ არ ვიფიქრო.ნეტავ ახლა როგორ არის,რას აკეთებს..იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ახლა შეიძლება ჰარის მკლავებში იყოს მოქცეული.ვიცი, ყველაზე უაზრო რამ არის მასზე ეჭვიანობა, თუმცა მისი სხვასთან წარმოდგენა შიგნიდან უცნაურად მჭამს,ისიც ვიცი, ის ჩემი არასდროს იქნება და ამ საქმის შემდეგ პირობა უნდა შევუსრულო,მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა გავქრე და ის შავი ლაქა თან წავიღო,რაც ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია. შესაძლოა ჩემს გარეშეც იგივე ტკივილი გადაეტანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მე არ უნდა გამეკეთებინა მისთვის.
როგორ მენატრება მისი ტუჩები ვერც კი აღვწერ,არ ვიცი ასე მოულოდნელად და უეცრად რანაირად შევეჩვიე ამ პატარა გოგონას, თუმცა აშკარაა ჩემი მთელი გონება მან მოიცვა.ყველაზე უცნაური ისაა, რომ ყოველთვის, მე და ჰარის ერთნაირი ქალები გვიზიდავდა,პატარა ასაკში, დაახლოებით ოცდაორიდან ოცდახუთამდე ჩვენზე დიდები, შემდეგ ნელ-ნელა თანატოლებში ვიპოვეთ ხიბლი,ის კიდევ ძალიან მომთხოვნი იყო,ბოლო დონის მეძავიც რომ ყოფილიყო მის ქალს სხვა არ უნდა შეხებოდა,მე დასათმობადაც კი არ მაქვს საქმე.
იქნებ დავურეკო, მომენატრა მისი ხმა. ოხვრით მივედი ტელეფონთან,ყურმილი ავიღე და ძლივს დამახსოვრებული ნომერი ავკრიფე. რამოდენიმე ზარის შემდეგ ახალ გაღვიძებულმა, ბოხმა ხმამ გაიჟღერა.
-გისმენთ.
-ჰარი..
-ზეინ.
-როგორ ხარ?
-მშვენივრად,ამ დილაუთენია რამ დაგარეკინა?
-ისე, უბრალოდ, მინდოდა ელისაბეტი მომეკითხა.
-ახლა მას სძინავს.- ალბათ მოგწყვიტე მის მზერას.
-ჰარი..ვინ არის.- მოულოდნელად მისი ხმა გაისმა.
-ზეინი.
-მართლა? როგორ არის?
-გამომართვი..- დაიძახა ჰარიმ, მალევე კი ისევ ელისაბეტის ხმა გავიგონე.
-როგორ ხარ,ზეინ.
-კარგად,შენ?
-მეც კარგად,დილა მშვენივრად დაიწყო, მიხარია რომ დარეკე.
-შენი ხმის გაგონება მინდოდა უბრალოდ.
-სად ხარ?- ჩემი ნათქვამი დააიგნორა,მეც აღარ მივაქციე ყურადღება.
-ქვემო კალიფორნია,ენსენადაში.
-საქმეზე ხარ?
-ჰო, ჯერჯერობით დასასვენებლად ვერ მოვიცალე.
-არ გაწყენდა ცოტახანს ყველაფრისგან დასვენება.
-ჰო, მაგრამ არ შემიძლია,დროს ვერ დავკარგავ ამაში. კარგი,ახლა უნდა წავიდე, თუ მოვახერხებ დაგირეკავ ისევ.
-კარგი,ნახვამდის..- ყურმილი დავკიდე და ამოვიოხრე.
***
დროს აქ მალე გაიყვან, თანაც "ბოსთან" ერთად. ისე მოსაღამოვდა ვერ ვიგრძენი, კლუბში წასასვლელად უკვე მზად ვარ,ხმის ჩამწერი მოწყობილობაც დავიმაგრე  პერანგის ქვეშ,როგორც კი ავალაპარაკებ დამჭირდება სამხილად. იქ მისულებს ბევრი ნაცნობი არ დაგვხვედრია, მხოლოდ ისინი,ვისთანაც ახალ საქმეში ჩაერთო. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დიდად აზრზე არ იყვნენ რას აკეთებენ.
-აბა,ჩვენს საქმეს გაუმარჯოს,იმედი მაქვს თქვენი უფროსი მალე შეძლებს დავრუნებას ქალაქში, აუცილებლად ვინახულებ.- თქვა ენდიმ და სასმელი ბოლომდე გადაკრა. უნდა შევეცადო და ბევრი არ დავლიო,უკეთესიც იქნება საერთოდ არ დავლიო, მაგრამ ეს რამდენად მოხერხდება არ ვიცი.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora