დილით გაღვიძებისას გულის რევის შეგრძნება მომაწვა, პირდაპირ საპირფარეშოში გავედი და უნიტაზთან ჩავიმუხლე. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ასე ვიყავი და ველოდებოდი, როდის ამოვიღებდი გუშინდელ სასმელს, თუმცა ამაოდ. წამოვდექი და სახეზე ცივი წყალი შევისხი,ეს ნამდვილად მესიამოვნა.
გამშრალების შემდეგ ოთახში დავბრუნდი და ახლა შევნიშნე მძინარე ჰარი. გვერდით მივუწექი ისევ და მძინარეს დავუწყე ყურება.
გუშინდელი საღამოს შემდეგ მეტად მშვიდად ვგრძნობ თავს,აშკარაა, მასთან საუბარი მჭირდებოდა.
ჩუნი ოხვრით წამოვჯექი და ინსტიქტურად თითების გრეხა დავიწყე,რა წამსაც ბეჭედს წავლაზე ხელი.
-ოჰ..- მომენტალურად გახსენების შემდეგ თვალები გამიფართოვდა,ეს მართლა მოხდა..ჯანდაბა!
-პატარავ..- ჰარის გაოცებულმა გავხედე,ისიც წამოჯდა.- ყველაფერი რიგზეა?
-ჰარი,ჩვენ..- ენის ბორძიკით ამოვილაპარაკე,არ დამაარულებინა,ახლოს მოიწია და მაკოცა. ხელი ჩამკიდა და ზედ მომეფერა.
-ჩემი ცოლი ხარ,პატარავ..- ახლა ყელზე გადაინაცვლა.
-მაგრამ..
-მაგრამ რა?
-ორივე ნასვამი ვიყავით..
-ამას ნანობ?
-არ ვიცი..ეს ასე უცებ რატომ გადაწყდა.
-ასე იყო საჭირო და მაგიტომ.- მისკენ მივიწიე და ჯერ კიდევ შოკში მყოფმა თავი მხარზე დავადე,მომეხვია და ნაზად ფერება დამიწყო.
მახსოვს, როგორ დაგვწერა ჯვარი ბიძამისმა,ბეჭედი რომ მაჩუქა,ჰარისთვის რომ გამეკეთებინა.. მაგრამ მაინც ერთი უბრალო სიზმარი მგონია.
-ყველაფერი რიგზეა?
-ჰო..- მომღიმარმა ავხედე.-მაგრამ ეს უნდა ვუთხრათ სხვებს..ხომ?
-ჰო, ოღონდ ჰენრი და ჯული რომ დაბრუნდებიან თაფლობის თვიდან მერე..ხომ არ გამოტოვებენ ამ ამბავს.
-ჰო.. მაგრამ იქამდე ერთი თვეა კიდევ..
-არაუშავს.
-კარგი..
ჩემკენ დაიხარა და ტუჩებზე დამიწყო კოცნა,მის შეხებაზე გავინაბე. ხელი წელზე შემხვია და ნაზად გადამაწვინა საწოლზე.→ჰენრის თვალთახედვით←
დილით სასტუმროდან მე და ჯული შინ დავბრუნდით, მთელი ღამე გულის რევის სპაზმები ჰქონდა, ნორმალურად არ სძინებია, თუმცა ვიდრე გავემგზავრებით ცოტად გამოიზინებს, მანამდე საჭირო ნივთებს ჩავაწყობ ჩანთაში.
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგანაც ძვირფასი ადამიანი მყავს გვერდით, რომელიც ჩვენს შვილს ატარებს მუცლით.
ვიდრე ფიქრებით გართული ვალაგებდი ნივთებს კარზე ზარის ხმა გაისმა. ქვემოთ ჩავედი, გავაღე თუ არა ბიძაჩემი დამხვდა.
-გამარჯობა,ჰენრი.
-ძია..შემოდი.
-ჰენრი,რაღაცაზე უნდა დაველაპარაკო, ვინაიდან ჰარი შინ აღარ დამხვდა.
-დაჯექი, ანერვიულებული ჩანხარ. მოხდა რამე?
-ვფიქრობ,კი..- დივანზე დავსხედით,როცა ღრმად ჩაისუნთქა გამომხედა.
-ქორწინების ნებართვა,რომელიც შენი და ჯულიას დასაქორწინებლად მივიღე,იყო მხოლოდ ათ საათიანი..
-ჰო..მერე?
-გუშინ ჰარი იყო ჩემთან მოსული..
-ღმერთო ჩემო,რა გითხრა?
-მთხოვა ის და ელისაბეტი დამექორწინებინა.- მის სიტტვებზე თვალები გამიფართოვდა,შოკირებისგან პირი შევხსენი.
-რა გააკეთა?
-ჰენრი,გოგონაც არ იყო წინააღმდეგი,სამივე ნასვამი ვიყავით,მეც არ მახსოვდა რომ აღარ მქუნდა უფლება,ხოდა..
-მათ იქორწინეს,თამაც ისე რომ არავინ იცოდა, მითუმეტეს ნასვამზე?
-ჰო.. ოღონდ არა ოფიციალურად..არ არიან ცოლ-ქმარი,ვერ ითვლებიან. იუსტიციაში მოვიტანე მათი ხელმოწერილი საბუთი,ვირწმუნე ნასვამზე არ მომხდარა ეს თქო, მაგრამ იმის თქმა მომიწია, რომ ასაკის გამო გონებიდან ამომივარდა, ის ფაქტი, ათ საათიანი ნებართვა რომ მქონდა მხოლოდ.
-ჰარი მაგიჟებს...შემომაკვდება ერთ დღეს.
-გთხოვ შენ დაელაპარაკე,მის გიჟ ხასიათს შენ უფრო იცნობ.
-შენი ბეჭედი მიეცი მას?- თითზე იმ წამსვე შევნიშნე, რადგანაც ყოველთვის უკეთია ხოლმე ის კონკრეტული ბეჭედი.
-ჰო.. მაგრამ მაგას არ ვნაღვლობ.. ძალიან დასწყდებათ გული..
-ჭკუას ისწავლიან!
-ჰარის მართლა უყვარს ის გოგონა? კი გაბრწყინებული თვალებით მთხოვა, მაგრამ..
-რაც მაგათ გამოიარეს იმის შემდეგ ეყვარებათ ერთმანეთი აბა რა იქნება.- ამოვიოხრე და ჰარის ნომერი ავკრიფე, როდესაც დავურეკე მალევე მიპასუხა.
-გისმენ,ძმაო..
-სასწრაფოდ უნდა გნახო, ვიდრე გავემგზავრებით.
-რამე მოხდა?
-კი, მოხდა.
-კარგი,მოვალ ცოტახანში.- მას გავუთიშე და სახეზე მოვისვი ხელი.
-თუ ახლაც გადაწყვეტენ არ მაქვს პრობლემა, ოფიციალურად დაქორწინდნენ, მაგრამ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ..- ამოვიოხრე და მას გავხედე.
-ჰო,რა თქმა უნდა.
KAMU SEDANG MEMBACA
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fiksi Penggemarფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.