თავი ორმოცდამესამე

297 29 7
                                    

-ესეიგი,ეს არის შენი ლექტორი?- დიდი ხნის ყურების შემდეგ მკითხა.
-ჰო.
-ჩინელია?
-არა,კორეელი.- თვალები გაუფართოვდა და ტუჩები გააგანიერა.
-უი.. ვერასდროს ვარჩევ ერთმანეთისგან და რა ვქნა..
-არაუშავს.- გავიცინე და ვეცადე ალბომი ამეღო, თუმცა გამაჩერა.
-მინდა ვნახო შენი ფოტოებიც.
-ხომ იცი?
-ესენი არა.- ამოვიოხრე. უფრო კომფორტულად მოკალათდა იატაკზე და გადაშალა ალბომი,ვერ ვხვდები რატომ ზის იქ, რამოდენიმეჯერ გადმოჯდომა ვთხოვე, თუმცა მაინც ისეა.
-სადილზე რას შეჭამთ?- დედა შემოვიდა ოთახში,ელისაბეტმა მე ამომხედა.
-ჰენრი და ჯულია რასაც გადაწყვეტენ.
-პიცა?
-ჰო,იყოს.- მხოლოდ თავი დამიქნია. ელისაბეტმა ფოტოების თვალიერება გააგრძელა, უეცრად სურათს წააწყდა,სადაც დედას ბიუსტჰალტერი მიკეთია და სულელოვით ვიკრიჭები.
-ღმერთო..როგორი საყვარელი ხარ.- მოცინარმა ამოილაპარაკა.
-ძალიან.- ჩემს ოხვრას არ მიაქცია ყურადღება ისევ განაგრძო.
-ჩემი შეყვარებული ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილა..
-შეყვარებული?
-ჰო..
-მგონი მე შენი საქმრო ვარ და არა შეყვარებული.- მომღიმარმა ამომხედა, დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
-მიყვარხარ!- ჩუმად ვუთხარი,რაზეც ხითხითი დაიწყო.
-მეც ძალიან.
-პიცა მზად არის, უსაქმურებო.- ამჯერად ჩვენი იდილია ჰენრიმ დაარღვია.- ელისაბეტ,გაცივდები მანდ!
-ჰენრი..- ბუზღუნით წამოდგა,რაზეც თვალები გამიფართოვდა.
-მე რომ გადმოჯდომა გთხოვე რატომ არ ადექი?
-რა..?- ორივემ დაბნეულმა გამომხედა.
-არაფერი.- ღრმად ჩავისუნთქე და მათზე პირველი შევედი სამზარეულოში.
-ელისაბეტი ისევ ჩემი პატარა გოგოა, ამიტომაც მეტად მიჯერებს.- თავმომწონედ თქვა ჰენრიმ. მკვლელი მზერით გავხედე,მან კიდევ რამის წვენი ამოასხა ცხვირიდან ისე გაეცინა.
-ძალიან მოვითენთე, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ცოტახანს დივანზე დავწვები.- შეწუხებული ხმითა და მზერით შემოგვხედა ჯულიამ,მისი ქმარი სწრაფად კონცეტრირდა.
-ჰენრი,დამშვიდდი,უბრალოდ დაისვენებს და უკეთ იქნება, თქვენ მიირთვით,მე გავყვები მას.- ელისაბეტმა ხელი შემოხვია წელზე და ჯულიასთან ერთად გავიდა. მომღიმარმა გავაყოლე თვალი.
-ჰარი, ძალიან ბედნიერი ჩანხარ,რა ხდება?- დედამ ეჭვნარევი ხმით მკითხა.
-უბრალოდ ჩემს რძალზე დავფიქრდი,მუცელში მოუსვენარი ჰენრი უზის.- ჩემმა ძმამ მხარზე გამკრა სიცილით ხელი.
-ვითომ? მე კიდევ ვიფიქრე,ელისაბეტს უყურებს თქო.
-და ასეც რომ იყოს,მერე რა?
-ყოველთვის ჯიუტი იყავი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ,თქვენი ურთიერთობა არასწორი მიმაჩნია.
-დედა, არც ერთი აღარაა ბავშვი,თავად გადაწყვეტენ,რას და როგორ იზამენ.
-ელისაბეტი ადრე ბავშვი იყო, თუმცა რა? ახლაც მასეა, არ მემის მასში ასეთი რა ნახე.- ჰენრის სიტყვების მიუხედავად მაინც მე გამომხედა.
-ზუსტად მისი ბავშვური და უდარდელი ხასიათი მიყვარს მასში დედა, მეც მსგავსად მაგრძნობინებს თავს,რაც კომფორტს მიქმნის,ეს მსიამოვნებს. ვხვდები, ბევრისთვის მოსაწონი არაა ჩემზე ბევრად პატარასთან რომ ვარ, თუმცა ეს არ მადარდებს.
-ესეიგი ერთად ხართ?- მის კითხვაზე უპასუხოდ წამოვდექი და გაღიზიანებულმა დავდე წვენის ჭიქა.
სახლი მეორე გასასვლელიდან დავტოვე.
-ჰარი, კარგი რა.
-რით ვერ შეეგუა ამ ფაქტს?
-ის უბრალოდ ღელავს.
-კი არ ღელავს,ის არ მოსწონს, იცი მიზეზი?
-ჰარი..
-მამას გამო, იმ ნაბიჭვრის გამო,რომელიც ელისაბეტის სასამართლოს გამო ლპება საკანში.
-ხომ იცი,ეგრე არაა.
-აბა მაშინ რატომ არ ეგუება ამ ფაქტს?
-აქ რას აკეთებთ?- გოგოების ხმა რომ გავიგე ჰენრისთან საუბარი შევწყვიტე.
-მე უნდა წავიდე,წამომყვები?- ელისაბეტმა დაბნეულმა დამიქნია თავი.
-მოხდა რამე?
-არა,ჯული.- ქმარი უკნიდან მოეხვია და მუცელზე ფერება დაუწყო. ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ ელისაბეტს მოვკიდე ხელი და მანქანისკენ წავიყვანე. კარი გავუღე ის კი უხმოდ ჩაჯდა.
-დღეს ცოტა გაღიზიანებული მეჩვენები, გინდა ამაზე საუბარი?
-ახლა არა, პატარავ, კარგი?
-კარგი..- როდესაც მანქანა ტრასაზე გავიყვანე მისი თბილი ხელი ვიგრძენი ჩემსაზე. უსიტყვოდაც კი შეუძლია ჩემი დამშვიდება, უბრალო შეხებითაც კი. მთელი ყურადღება ამ მომენტზე გადმოვიტანე, ყველა ნეგატიური ფიქრი გვერდით გადავწიე, დროებით მაინც.
-სახლში წაგიყვანო?
-შენ სადაც წახვალ იქ მინდა მეც.
-მე..ცოტახანს ქალაქიდან მინდა გასვლა.
-მაშინ მეც წამოვალ.
-კარგი.- გზად სახლში გავიარე,უცებ ავიღე დიდი ზურგჩანთა, რომელიც ყოველთვის მზად გვაქვს მე და ჰენრის,როცა უცებ მოგვინდება
სათევზაოდ ან უბრალოდ განსატვირთად გასვლა სადმე. ეს დიდი ხანია არ გვიქნია, უფრო სწორად წლებია,ახლა კიდევ ზუსტად ამის ხასიათზე ვარ. ამასთან ერთად პლედები და რაღაც საჭმელი ჩავაწყე დიდ პარკში.
-ასეთი ჰენრისაც აქვს..
-ჰო..ახლა დაგვჭირდება ეს..გამომართვი.- ჩემი ქუდი და კაშნე მივაწოდე, რადგანაც არ შესცივდეს.
ხელი ისევ ჩამკიდა და არ გაუწევია მთელი გზა,ნაზად მეფერებოდა ზედ,თან რაღაც მუსიკას ღიღინებდა,მეც შეძლებისდაგვარად მისით ვმშვიდდებოდი. 
-არ იყავი ვალდებული წამოსულიყავი ამხელა გზაზე.
-ჰო, თუმცა მე ეს მინდოდა.- გამეღიმა. მისი ხელი ტუჩებთან მივიზიდე და ნაზად ვეამბორე. როდესაც ქალაქს გავცდით, დაახლოებით ნახევარ საათში იმ ტყის ზონისკენ გადავუხვიე,რომელი მხარეც საპიკნიკოდ უსაფრთხოა.
-ტყეში მოვდიოდით?
-ჰო.. გადაიფიქრე?
-არა..
-ნუ გეშინია,ეს დაცული ზონაა, არაფერი შეგვჭამს.- გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა.
-ახლა მივხვდი ეს ჩანთა რატომაც გინდოდა. ჰენრიმ ერთხელ მითხრა დანიშნულება, თუმცა ახლა რატომღაც დამავიწყდა,სანამ აქ არ მოვედით.
-რა გითხრა ჰენრიმ?
-როცა ორივეს რთული პერიოდი გქონდათ ერთად დადიოდით სათევზაოდ,კარავს შლიდით და საუბრობდით.
-ჰო, მაგრამ ახლა მდინარესთან არ ვართ.
გასაგებია.
-გინდა ჩემი დაჭერილი თევზი გასინჯო?
-სიამოვნებით,მალე შეძლებ დაჭერას?
-არ ვიცი,ახლა ზამთარია,შევძლებ ამას?
-ვცადოთ,დაგეხმარები.- ჩავიცინე,ჩემკენ მოვიზიდე და ვაკოცე.
-მანქანასთან ახლოს მინდა ვიყოთ, მაშინ მანქანით ჩავიდეთ იქამდე.- ბედნიერი სახით გამომხედა,გული სასიამოვნოდ ამიჩქარდა. მდინარესთან ხუთ წუთში მივედით მანქანით. დანარჩენი გზა ფეხით გავიარეთ,ჯერ შუა დღის სამი საათი ხდება, ყველაფერს მოვასწრებთ.
ანკესი მოვამზადე თუ არა ლოდონი დავუწყე, როდის წამოეგება თევზი მას.
-ჰარი, დღეს დილით ბედნიერი იყავი, ასე უცებ რა შეიცვალა?- ელისაბეტმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ძლივს ამოიბუტბუტა,თან მკლავზე მომეხუტა.- ჯულიმ მითხრა, რომ დედაშენი ჩემსა და შენს ურთიერთობაზე ეჭვობს რაღაცას,ამის გამო?
-დაახლოებით.
-ჩემი აზრით, როდესაც გვნახავს ახლოდან,როგორი ბედნიერი ვართ ერთად, პატარ-პატარა დაბრკოლებების მიუხედავად, მიხვდება, რომ სულ ტყუილად ღელავდა და წინააღმდეგი იყო ამის.
-ჩემო პატარავ..- ხელი მხარზე მოვხვიე და გულში ჩავიკარი.
-ვიდრე ასე მშვიდად ვიყავით ანკესზე კონტროლი დავკარგე,რის გამოც ელისაბეტი ოდნავ უხეშად გავწიე.
-წამოეგო..მოიცადე...- სწრაფად დავიწყე მისი ამოყვანა,სულ მალე კი მოფართხალე არსება ხელებში მყავდა.
-ღმერთო..- ჯუნს გავხედე, გაოცებული უყურებდა,თვალები აემღვრა და ხელები აუკანკალდა,ნაზად მოაშორა კაუჭი, რომელსაც ძლიერ არ დაუშავებია პატარა თევზი.
-გთხოვ,გავუშვათ.- გავუღიმე,უსუსური არსება მივაწოდე, უფრო აკანკალდა, ამიტომაც სწრაფად დააბრუნა წყალში.
-შენ არ ითხოვე?
-ჰო.. მაგრამ, ძალიან შემეცოდა.
-მოდი ჩემთან.- სიცილით მოვიზიდე და ჩავეხუტე.
-ტყუილად გაწვალე..
-არაფერია, გაყინული საჭმელი შევწვათ.- უკან დავბრუნდით,მანქანასთან,ოდნავ მოშორებით კარავი გავშალე და კოცონიც დავანთე.
-დღეს უცნაური დღეა,დილით კარგად ვიყავი,მერე ხასიათი გამიფუჭდა,ახლა კიდევ..არ ვიცი, რაღაცნაირად ვარ,გაურკვევლობაში.- ხის ჩხირზე წამოვაცვი ნახევრად გამღვალი ქათმის კოტლეტი.
-ჩვენი დაშორების შემდეგ დიდი ხანი ვიყავი ასე, უცნაურად გაურკვევლობაში.
-მეც.- მის პასუხზე გავხედე,თავი ორმაგად დამნაშავედ ვიგრძენი. მას რაც შეიძლება მალე უნდა ვუთხრა ბავშვზე,არ მინდა ვუმალავდე, მაგრამ მეშინია..ეს ძალიან ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ვალდებული ვარ ეს გავაკეთო.
-სწავლა ერთადერთი რამ იყო,რაც ენერგიისგან მცლიდა, თუმცა დღე ისე არ გავიდოდა, რომ არ მეფიქრა ყველაფერზე. მოსიარულე არარაობა ვიყავი.- ბოლო სიტყვებზე ჩაიცინა, თუმცა ეს ის სიცილი არ იყო ასე ძალიან რომ მიყვარს მასში.- ბევრს ვფიქრობდი,ცხელ გულზე გაბრაზებულმა კი, ჩვენი ჩხუბი სულ შენ დაგაბრალე,გადანაშაულებდი ტყუულში,დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე,მეც დამნაშავე ვიყავი, თუმცა იმ მომენტში ყველაფერი სხვაგვარად მეგონა. დამნაშავე ვიყავი იმაში რომ ზედმეტად ვიყავი გამოძიებაში ჩაფლული და მიჭირდა ირგვლივ მიმოხედვა. - ოხვრით ჩარგო თავი მუხლებში.
-იმ მომენტში მე უფრო ვიქცეოდი პატარა ბავშვივით ვიდრე შენ.
-ჰო,გეთანხმები.- სიცილით გამომხედა ჯერ მე, შემდეგ კი კოტლეტს.
-კინაღამ დაიწვა.- გამოვწიე და ახალი წამოვაცვი.
მხოლოდ თითო ნაჭერი შევჭამეთ. ჩვენი კოცონით გამთბარ ტერიტორიაზე ბოლომდე გავშალეთ ერთი პლედი,მეორე კი ზურგზებმოვიხვიეთ.
დუმილი ჩამოწვა, თუმცა არა უხერხული. ელისაბეტს რომ გავხედე, მივხვდი,ზედმეტად იყო ვარსკვლავებით გატაცებული, ამიტომაც არ შევაწუხე.
როგორც ზამთარს ახასიათებს,შვიდი საათის შემდეგ საკმაოდ ჩამობნელდა,ცეცლმაც ნელ-ნელა შეწყვიტა თბობა და ქრობა დაიწყო.
ფრთხილად წამოვდექი,ფიჩხები დავუმატე კოცონს და ხელახლა ავაგიზგიზე, საკმაოდ მშრალი ბალახი და ხის ნაწილებია,მათი ტკაცუნი კიდევ მართლა სასიამოვნო მოსასმენია.უეცარმა მხარზე კოცნამ გამომიყვანა ფიქრებიდან,რეალობაში დამაბრუნა.
-ძალიან ლამაზი ღამეა.
-ჰო ასეა.- უფრო ახლოს მოიწია და ყელზე მაკოცა,სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა სხეულში.
-პატარავ.. შენთან საუბარი მინდა.
-კარგი..- თვალებში ჩავხედე თუ არა ღიმილი ვერ შევიკავე.
-ჰარი, თუ გინდამოდი დღეს არ ვისაუბროთ ნეგატიურ თემაზე,რაც უფრო გაგიფუჭებს ხასიათს,აქ დასამშვიდებლად გინდოდა წამოსვლა, ამიტომაც ეს საუბარი გადავდოთ. ყოველთვის მოგისმენ,ხომ იცი.
-მოდი ჩემთან.- ახლოს მოვიზიდე და ჩავიხუტე.ისევ პლედზე გადავწექი,ამჯერად მისი მზერა ჩემზე იყო მობყრობილი.
-ერთხელ კრისმა რა მითხრა იცი?
-არა,რა გითხრა?
-როდესაც მამაკაცი ცუდ გუნებაზეა, როგორც ახლა შენ ხარ, მხოლოდ ერთ რაღაცას გამოჰყავს მდგომარეობიდან.
-და რა არის ეგ?- ვიდრე ამ სიტყვებს ბოლომდე გავიაზრებდი, მისი ხელი ჩემს შარვალში აღმოჩნდა, უცნაური გრძნობის გამო მთელ სხეულში გამაჟრჟოლა.
-ოუჰ..
-რა ვაჟიშვილივით გაიკვირე?
-უბრალოდ არ ველოდი.- ჩავიცინე. ხელი რომ აამოძრავა თვალები დამეხუჭა.
-გინდა ვცადოთ?- ყელზე მაკოცა ნაზად, შემდეგ კი ტუჩებზე გადმოინაცვლა.
-აქ ხომ ცივა.
-აქ არა, მაგრამ ცეცხლისგან შორს კი.- შარვალი ოდნავ ჩამიწია, როდესაც ოდნავ წინ წამოიწია თვალები ნელა გავაყოლე მის ქმედებას.
-ოჰ..- თვალები ხელახლა დამეხუჭა, როდესაც მისი შეხება ვიგრძენი. ნაზად განაგრძობდა ყველაფერს,სისველესთან ერთად საშინლად აღვიგზენი. თმაში შევუცურე ნაზად თითები,სახეზე ჩამოყრილი რამოდენიმე ნაწილი უკან გადავუწიე. როდესაც შევხედე სიამოვნება ვერ დავმალე.
-მაგიჟებ!
-ეს კარგია.- მუხლებზე დადგა და შარვლის შესაკრავი გაიხსნა,საცვალთან ერთად გაიხადა და იქვე კუთხეში დააგდო.ცალი ბარძაყი მეორე მხარეს გადმომადო და ჩემს ზემოდან მოთავსდა, ხელი ბარძაყზე დავადე,იმ წამსვე ვიგრძენი,თუ როგორ მოხვდა ახურებულ კანზე სიცივე, პატარა წინწკლებივით დაუარა ტაომ.
მეორე ხელი წელზე მოვხვიე და ოდნავ წინ წამოვიწიე,რა წამსაც ტუჩებზე დამეწაფა.  ბეჭებზე მოფარებული პლედი ავიღე და წელს ქვემოთ შემოვახვიე, უეცრად გაჩერდა და ზემოდან დამხედა.
-ახლა შენ მაგიჟებ..- კვნესით ამოილაპარაკა და ისევ უკან გადამაწვინა.

***
-ეს გამომართვი.- კარავში შესვლისას უკვე გაშლილი საძილე ტომარა მას გავუწოდე.
-ეს რა არის..
-საძილე ტომარა,ჩაწექი შიგნით.
-არა..
-გაიყინები.
-ვერ ჩავწვები,გავაფრენ კიდეც..- დაიჯღანა და ხელები გადაიჯვარედინა.- შენ ჩაწექი.
-და შენ ასე იყო?
-ოუ..- ვიდრე წუწუნს დაიწყებდა ტუჩზე ავაფარე თითი.
-მანქანაში დავიძინოთ.- დაბნეულმა შემომხედა. კარავიდან გასვლისას ცეცხლი ჩავაქრე, შემდეგ კი მანქანის კარი გამოვაღე,წინა სავარძელი კი უკან გადავუწიე, მომღიმარი ჩაჯდა პლედ მოხვეული,მის გვერდით ჩავჯექი იმავე გავიმეორე.
-მგონი აქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით..- როდესაც შიგნიდან ჩავჯეტე ჩუმად ამოილაპარაკა. უკანა სავარძელის შუქი ჩავრთე და მას გავხედე.
-ჯუნ..
-გისმენ.
-მამაკაცს სექსი თუ არ უშველის მაშინ რა ხდება,არ გითხრა?
-რა?- თავი წინ წამოსწია ეგრევე. მივხვდი არ ესიამოვნა ჩემი კითხვა და ალბათ გულში მლანძღავს თუ ასე იყო რატომ აქამდე არ თქვიო.
-ნუ ღელავ,მე ეს მომეწონა, ამ სიცივეშიც კი ზედმეტად სასიამოვნო იყო.- გულრწფელად ვუთხარი და ლოყაზე მოვეფერე,წარბი ამიწია და თავი ისევ დადო.
-თუ მამაკაცს ეგეც არ შველის ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროს,ნუ..უფრო სწორად ფსიქიატრთან..- მხრები აიჩეჩა და ტუჩზე იკბინა რომ არ გაეცინა, თუმცა თავად ნამდვილად ვერ გავუძელი მის პასუხს და გულიანად ავხარხარდი,მალევე მანაც ვერ შეიკავა,ჩემზე ხმამაღლა მგონი ის იცინოდა. ზედმეტად დიდ ხანს გაგრძელდლდა ეს სიამოვნება,ორჯერ შევწყვიტე, მაგრამ ხელახლა ამიტყდა სიცილი,არ ვიცი ამაში ასეთი სასაცილო რა ვნახე, სასიამოვნო რომ იყო და დღევანდელი დღის ყველა ნეგატიური მომენტი გადაფარა, ეს ნამდვილად ცხადია.
გამოვტყდები და მეორე ჯერზე ძალითაც კი დავიწყე სიცილი,რადგანაც ვხვდებოდი ჯუნი ვერ გაუძლებდა და ამყვებოდა,მისი კისკისის და შეკავების მცდელობის ყურება მეტად მომწონდა,ხასიათს მიუმჯობესებდა.
შუქი მის გამო არ ჩავაქრე,არ მინდა შეეშინდეს, ამიტომაც მის ჩაძინებას დაველოდები.
ჩუმი გმიმვა გავიგონე, ესეიგი უკვე ტკბილად ჩათვლიმა, თვალები მოვადუნე, მიუხედავად იმისა, რომ არ მეძინება უნდა ვცადო.

_________________________________________

ესეც ახალი თავი.

ვეცდები შემდეგი დროულად დავდო.😁💕

მიყვარხართ!😍

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora