თავი ოცდამეთხუთმეტე

348 28 20
                                    

ხალხნო,მინდა აქვე განვაცხადო, რადგანაც არ ვიცი ქვემოთ რამდენი წაიკითხავთ.
მოკლედ ახალი თავის წერისას მივხვდი რომ საფინალო ვერანაირად გამოვიდოდა, რადგან დარჩა რაღები,რასაც ასე ერთ თავში ვერ ჩავატევ, უფროსწორად კი შეიძლება, მაგრამ ძალიან უაზრო გამოვა. ამიტომაც რამოდენიმე თავით გადაიწევს ფინალი, რომ ისეთი გამოვიდეს,როგორსაც ვფიქრობდი წერის დასაწყისში.
_______________________________________
→ხუთი წლის შემდეგ←
→1997 წელი←

ცხოვრება ზედმეტად უცნაური რამ არის,ერთ წუთს თუ გგონია რომ ყველაფერი რიგზეა,შესაძლოა
ყველაფერი შემობრუნდეს ისე მოულოდნელად,რომ არც ელოდები. ამის მიუხედავად არ უნდა დაკარგო იმედი,წინ უნდა იარო და ყოველი დაცემისას წამოდგე და ცრემლები
მოიწმინდო. ადამიანებს ხშირად ვკარგავთ,უბედური შემთხვევებით თუ ისე, პირადი უთანხმოების გამო, მაგრამ მაინც ყველაფერი წინაა თუ შენ ეს ნამდვილად გსურს.
არ ვამბობ იმას, რომ მარტივად გადასატანია ყველაფერი, მითუმეტეს,რაც უფრო ვიზრდებით პრობლემებსაც მეტად ვაწყდებით, მაგრამ ზუსტად ამას აქვს ხიბლი,ყოველი დღის უჩვეულო დაბროლებებს უნდა ავერიდოთ. საკუთარი თავი შეძლებისდაგვარად გავახაროთ და დავტკბეთ იმით,რაც გაგვაჩნია.

***
-მოგესალმებით, მინდა
ყველაზე გასაოცარი ამბავი გაცნობოთ. ალბათ ყველამ იცით,ბატონი ტაიჩი, აზიელი ბიზნესმენი, რომელიც ფუძემდებელია ზუსტად იმ პარკის,რომლის წინაც ახლა  ვდგავარ. დღეს პარკის დაარსებიდან ხუთი წელი სრულდება, გარდაცვლილი ქალიშვილის საპატივცემულოდ,ბატონი ტაიჩი მართავს წვეულებას, სადაც ყველას შეეძლება მოსვლა და გართობა,რა თქმა უნდა,უფასოდ. გასაოცარია,არა?
ამასთან ერთად მოგახსენებთ, ჩვენი ბიზნესმენის მიერ წამოწყებული ახალი პროექტიც ძალიან მალე დასრულდება,მისი მოწოდებული ინფორმაციით ობოლთა თავშესაფარი შენდება,სადაც ბავშვები ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნებიან,მათ არ მოაკლდებათ სათანადო განათლების მიღება და სკოლაში სიარული.
-მოიცადე..- დაიძახა ოპერატორმა.
-რა მოხდა..
-სანამ კამერა გამეთიშა..სწრაფად დაასრულე.- მის ნათქვამზე წარბები შევკარი.
-ჩემო ძვირფასებო,ზუსტად თვის ბოლოს, არ გამოტოვოთ ტაიჩის წვეულება,გისურვებთ კარგ გართობას. მე ელისაბეტ ჯუნ სმიტი ვარ, ტელეკომპანია მექანიკური ტელემაუწყებლობა.- ჩემს ფრაზას რომ ვასრულებ სახე მეცვლება იმ წამსვე.
-რომ არ მომწონს?
-ძალიან კარგია,ახლა ამას დავამონტაჟებ, წამოხვალ?
-არა.. ცოტახანს აქ ვიქნები.
-ხომ იცი, ამაღამ უკან ვბრუნდებით.
-ვიცი,მანამდე მოვალ.- თავი დამიქნია და წავიდა.
უკან მივიხედე,ამ პარკში წლებია არ ვყოფილვარ, როგორი უცნაური გრძნობაა ახლა აქ დგომა.
შიგნით შევედი და სულელივით გამეღიმა,იქაურობის დათვალიერება დავიწყე,დიდი ხანია აქ არ მოვსულვარ და რაღაცები შეუცვლიათ.
რეპორტაჟისთვის რომ არ გამოვეშვი უფროსს ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ მოვაღწევდი აქამდე. ყოჩაღ,ჰენრი, ძალიან კარგი პროექტი გაგიკეთებია.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora