გაღვიძებისას შევნიშნე რომ ჩემს ოთახში სულაც არ ვიყავი. დაბნეულმა თვალი ნელა მოვავლე აქაურობას,ჰარი შევნიშნე,ფანჯარასთან იდგა, თითქოს ღამის პეიზაჟს უყურებდა,ისე ჰქონდა ქუჩისკენ მზერა მიბყრობილი, უეცრად კარი გაიღო,რაზეც მანაც გამოიხედა,რომ დამინახა უკვე მეღვიძა ექიმთან ერთად მომიახლოვდა.
-როგორ გრძნობ თავს,ელისაბეტ?- მკითხა ექიმმა.
-კარგად..
-დარწმუნებული ხარ? სახეზე ადამიანური ფერი ჯერაც არ გადევს.- არაფერი მითქვამს მისთვის,როცა წვეთოვანი გამისწორა გავიდა.
-დაცვა მელაპარაკა და მითხრა ვიღაცას გაურბოდაო.- ახლაღა ამოიღო ჰარიმ ხმა,რომ ავხედე ცალი ხელი მუცელზე ჰქონდა შემოხვეული მეორე ზემოდან დაყრდნობილი და ტუჩებს ნერვიულად იზელდა.- პატარავ..ვინ იყო.
-არ ვიცი..- ამოვილუღლუღე.
-ვინც..
-არა..არ ვიცი.. სხვანაირი ხმა ჰქონდა..
-ხმა? სახე არ დაგინახავს?
-არა..- ვერ გავბედე იმის თქმა,რომ თითოეული კარგად მახსოვს,მათი მუქარის ჯერ კიდევ მეშინია,ისინი შესაძლოა რაღაც ბანდა იყვნენ, მაგრამ ერთის გამხელით სხვები გამოძვრნენ,არ ვიცი..ასე რომ მოხდეს და ჩემს გამო ჰარის,ჰენრის ან კრისს პრობლემები შევუქმნა?
-კარგი..- ქვედა ტუჩზე ვიკბინე,ვცდილობ ტირილი შევიკავო.
-პატარავ, დამშვიდდი,მე შენთან ვარ.- ამოილაპარაკა და გვერდით მომიჯდა,ლოყაზე ნაზად ფერება დამიწყო.
-თავბრუ მეხვევა..
-დაბალი წნევა გაქვს, ნერვიულობის გამო იცის.
-ჰენრის ხომ არ ეტყვი?
-არა,ეს რომ მოვუყვე მთელი ისტორია უნდა გაიგოს,ეს ხომ არ გინდა.- უარის ნიშნად გავაქნიე თავი.
-არადა დღეს ვიყიდე ამერიკის ბილეთები, ზეგ რომ წავსულიყავით.
-წავიდეთ, გთხოვ..
-პატარავ,სუსტად ხარ.
-ორ დღეში კარგად ვიქნები,არ გადადო ბილეთები,ჰენრისთან მინდა.
-მჰ.. კარგი.- რომელ ხელზეც წვეთოვანი მეკეთა,იმ მხარეს გადავბრუნდი,ჰარი ჯერ კიდევ მეფერებოდა,რამაც ძილის შებრუნება გამიადვილა.→ჰარის თვალთახედვით←
როდესაც საავადმყოფოდან დამირეკეს და ჯუნის ამბავი მითხრეს,იმ წამსვე წამოვედი შეხვედრიდან,იმაზეც არ დავფიქრებულვარ,ძვირიან კლიენტს რომ დავკარგავდი, რადგანაც პროექტი ბოლომდე არ განმიხილავს მასთან, მხოლოდ თანაშემწე დავუტოვე,რომელმაც ზედაპირულად იცოდა,ღრმა დეტალები კიდევ ჩემი შესათავაზებელი გახლდათ.
ჯუნის ისევ ვიღაც დაესხა თავს,მას კიდევ ვერანაირად გამოვტყუე თუ ვინ შეიძლება იყოს,გარეგნობა მაინც რომ აღწეროს, თუმცა ეშინია. ჩვენი პირველი საუბრისას მან მითხრა,არ მინდა რაიმე დაუშავონ ჩემს საყვარელ ადამიანებსო,რის გამოც არაფერს ამბობს მათზე, მაგრამ როცა ზეინი ჩამოვა შვეიცარიიდან, აუცილებლად შევახვედრებ მას,ის FBI-ის აგენტია,რამდენიმე საქმე წარმატებით გახსნა,რის გამოც ფედერალი გახდა, მხოლოდ მას თუ ვანდობ ამ საქმეს.
როდესაც ელისაბეტს ჩაეძინა საწოლიდან წამოვდექი,ისევ ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე,ეს რატომღაც მამშვიდებს,მანქანებით აწრიალებული,ღამის ლამპებით განათებული ქუჩების ყურება. მთელი ღამე მესმოდა ელისაბედის ჩუმი კვნესა, რაზეც სულ გავხედავდი, ხომ არ გაეღვიძა მეთქი.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Фанфикფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.