თავი ოცდამეხუთე

421 33 18
                                    

დიდი ხნის განმავლობაში ვიჯექი დივანზე და არეული ფიქრებით გართულმა ვერც გავიაზრე ისე გახდა შუაღამის სამი საათი. ოხვრით წამოვდექი,კიბეებზე ასვლისას ისევ ჰარის ოთახისკენ წავედი,როცა შევიხედე შევნიშნე ოთახში პატარა პეპლის სანათი ჰქონდათ ანთებული, ჩემი ძმის ანარეკლი კიდევ აშკარად ჩანდა,როგორ ეფრებოდა მძინარე ელისაბეტს თმაზე.
-ყველაფერი რიგზეა..არაფერზე ინერვიულო..- გასაგონი ჩურჩულით ბუტბუტებდა, თითქოს თან მას ეუბნებოდა,თან თავისთვის გაიძახდა.
ფეხაკრებით გამოვეცალე იქურობას, ნამდვილად არ მაქვს იმის ენერგია, რომ ამაღამ დაველაპარაკო მათ,არც ვაპირებ ჩემი ძმის დასმას და მორალის წაკითხვას,ის მაინც თავის ჯიუტ აზრზე იქნება, მაგრამ ჩემსას მაინც მივახვედრებ.

***
შემდეგი დღის დილით, როდესაც სამზარეულოში გამოუძინებელი ყავას ვიკეთებდი გამოსაფხიზებლად,ჰარი შემოვიდა,თვალში პირველი კისერზე მოხვეული პირსახოცი მომხვდა, თვალები ავატრიალე.
-ჰარი.
-გისმენ,ჰენრი.- უცნაურად მომღიმარმა ამოილაპარაკა და ცივი წყალი დალია.
-დიდი ხანია,რაც ელისაბეტთან რომანი გაქვს?- ჩემს ნათქვამზე სრულიად უემოციო სახით გამომხედა.
-მერე?
-მერე? ჰარი,სრულიად საღ გონებაზე ხარ?
-რა მოხდა უფროსო ძამიკო,უნდა განმსაჯო ახლა მასთან ურთიერთობის გამო?
-რა მარტივად საუბრობ,ის ხომ ბავშვია, ჩემი მეურვე,როცა ამაზე დაიწყე ფიქრი წამითაც არ გაგხსენებივარ?
-ჰენრი,ვიცოდი ძალიან გაბრაზდებოდი, მაგრამ..
-არავითარი, მაგრამ! - შევუღრინე,მისი არაფრისმთქმელი სახე უკვე ნერვებს მიშლის.- გენდობოდი,ჰარი,შენ კიდევ მისი მიამიტობით ისარგებლე.
-მე არაფრით მისარგებლია, მინდა გითხრა,რაც ჩვენ ორს შორის ხდება, ჯუნის სურვილიც არის, არასდროს დამიძალებია რაიმე მისთვის, ჩემთან თავს კარგად გრძნობს.
-როგორ საუბრობ ასე უტიფრად? მოდი მარტივად გეტყვი,ისედაც ვიცი, შენთან საუბარს აზრი არ აქვს. მას შეეშვი,არ მაინტერესებს რა გქონდათ და რა არა,ის ჯერ ჩვიდმეტი წლის არის,თანაც ჩემი მეურვეობის ქვეშ,არ მოგცემ უფლებას  გამოიყენო და გულნატკენი მიატოვო.
-ჰენრი..
-გაჩუმდი,ჰარი. გთხოვ,მისგან თავი შორს დაიჭირე, აღარ შეხვდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სასამართლოში განვაცხადებ, არასრულწლოვან გოგონასთან ურთიერთობის გამო,დამიჯერე,წარბსაც არ შევხრი ისე გაგიკეთებ ამას. გიმეორებ,მას ჩამოშორდი.
-იმაზე რატომ არ ფიქრობ, ჩემთან კარგად რომ გრძნობს თავს?
-და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს?კოდევ ერთი წელი, ექვსი თვე თუ? აპირებ მასთან ერთად უბრალო რომანიდან საპასუხისმგებლო ურთიერთობაში გადასვლას? სრულწლოვანი რომ გახდება შეითავ მას ცოლად? საერთოდ გიყვარს?- ხმა ვერ ამოიღო, თუმცა რა უნდა ეთქვა, ხომ ვიცი,მართალი ვარ.- რა თქმა უნდა,არა,ჰარი,ელისაბეტი შენი გასართობია მხოლოდ, ამიტომაც შეეშვი და წადი.
-ამაზე ესაუბრე მას, შემდეგ კიდევ ვნახოთ რას იტყვის,იმედია მის ნდობას და სიყვარულს არ დაკარგავ ჩემი მისგან ჩამოშორების გამო.
-შენს სახლში წადი, ამიერიდან ელისაბეტი შენთვის აღარავინაა.არ მაიძულო ის შენს გამო დავსაჯო,ისედაც დამეკარგა ორივესდამი ნდობა,უარეს ნუ იზამ.- ზურგი ვაქციე და იქიდან გამოვედი.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora