გინახავთ შეყვარებული ადამიანი? მათი თვალები, როგორი გაბრწყინებულია,ხალხის ბრბოშიც კი შეგეძლებათ გამორჩევა, რადგანაც სულ სხვანაირი მზერა აქვთ ან მე აღვიქვამ ამას ასე, რადგანაც ძალიან აჟიტირებული ვარ.
კარზე ზარის ხმა გაისმა,რის გამოც ჰაერში შევხტი,კრისმა უცნაურად შემომხედა.
-ელისაბეტ,ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი!
-ნუ სულელობ,მიდი კარი გააღე!- წარბი ამიწია იმ წამსვე.
-შენი სახლია!- თვალები ავატრიალე.
კარი რომ გავაღე ჰარის ოფისის მძღოლი დამხვდა.
-გამარჯობა..- დაბნეული მივესალმე.
-მისტერ სტაილსი გელოდებათ მანქანაში, მასთან წაყოლას გთხოვთ.- ტანზე დავიხედე,პიჟამა და ჩუტები მეცვა.
-უნდა გამოვიცვალო,მალე გამოვალ.
-კარგი.- თავი დამიქნია და გაბრუნდა.- სწრაფად ავირბინე ოთახში, პირველივე შემხვედრი შარვალი და ზედა გამოვიღე გარდერობიდან.
-სად მიდიხარ?- მკითხა კრისმა, მკერდზე ავიფარე ხელები და ბღვერით გავხედე.
-დებილო,რა ჩუმად შემოიპარე.
-ჰარი უნდა ნახო?
-კი.
-რატომ.
-ქორწილისთვის ერთად ვემზადებით, ხომ იცი.
-მე რა ვქნა მარტო?
-არ ვიცი..- ამოვიოხრე და ფეხსაცმელიც სწრაფად ჩავიცვი.
-სუნამო..- ოხვრით შევისხურე და სარკეში თმა გავისწორე.
კრისს მხარზე დავარტყი და სირბილი გავვარდი გარეთ მანქანამდე,ჰარიმ კარი გამიღო შიგნიდან,ჩავჯექი თუ არა მოვეხვიე.
-მომენატრე..- ამოვილაპარაკე და ლოყაზე ვაკოცე, უკმაყოფილოდ შემომხედა.ლოყაზე მომკიდა ხელი,ტუჩებზე დააპიირა კოცნა,თუმცა სახე გავუწიე.
-აქ არა,სირცხვილია!- ამოიოხრა და გასწორდა.
-სად მივდივართ?
-მოლში,შენი ტაბსაცმელი უნდა ავარჩიოთ.
-ოუ..ეგ საერთოდ აღარ მახსოვდა.
-სამაგიეროდ შენი წუწუნი ჰენრისთან მე დამამახსოვრდა.- გავიკრიჭე,რაზეც ჩაიცინა.
მძღოლმა დიდ მოლთან გაგვიჩერა მანქანა, სწრაფად გადავედი მანქანიდან, მაგრამ არ ვიცი რატომ ვჩქარობ.
-დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ხარ.
-ენერგიით სავსე ვარ.
-ძალიან კარგი..- მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა,მის მოქმედებაზე გული უცნაურად ამიჩქარდა. თითები მივაჭდე და ისე ჩავკიდე, თითქოს ვინმე მართმევდა მის თავს.
ერთი მაღაზიიდან მეორეში დავიწყეთ სიარული, კაბებს ზედაპირულად ვარჩევდი, რადგანაც ისეთი არც ერთი აღმოჩნდა,როგორიც მინდოდა ყოფილიყო.
-იქნებ მეც კლასიკური შარვალი და პიჯაკი ჩავიცვა?
-მოგიხდება ძალიან.- წამით ათვალიერების შემდეგ მითხრა.
-ყველას კაბა თუ ეცვა?
-შენ განსხვავებული იქნები.- მოიწია და შუბლზე მაკოცა, მომღიმარი ლოყაზე მოვეფერე,კოცნა ისევ რომ დააპირა ტუჩებზე მივადე ხელი.
-ხალხმრავალ ადგილებში გიყვარს კოცნა?
-მერე რა..
-აქ ბავშვებიც დადიან, ასე რომ. არ იყოს არ მინდა სხვის თვალში ცუდად გამოვჩნდეთ.
-ოჰ..მე რომ შენი ტუჩები მინდა რა გავაკეთო?- სიცილით ავატრიალე თვალები და სხვა მაღაზიაში შევიყვანე. არც შარვლის არჩევა აღმოჩნდა მარტივი, რამოდენიმე სტილის შევიტანე გასახდელში და თითოეულის მოზომვა დავიწყე.
-ეს მომწონს.- ოდნავ ფართე ტოტიან შარვალზე გავძახე ჰარის,კარი გავაღე თუ არა ძლიერმა ხელმა ისევ უკან მიბიძგა,გასახდელში მიხურულ კარზე მიმაყრდნო და მოწყვეტით დამეწაფა ტუჩებე.
-ჰარი..- ამოვილუღლუღე კოცნის შორის.
-აქ ხომ არავინ არის.- კისერზე მაკოცა და ზემოდან დამხედა.
YOU ARE READING
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanfictionფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.