თავი ოცდამეცხრე

389 31 23
                                    

→ზეინის თვალთახედვით←
საავადმყოფოს საწოლზე ვწევარ და ვფიქრობ ყველაფერზე, ვცდილობ კარგად ავწონ-დავწონო მომხდარი,რადგანაც ახლა მეტად საყურადღებო მომენტია.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულო ეს საქმე და შემდეგ ერთ თვიან შვებულებას ავიღებ,ცოტახანს ყველაფრისგან გადავიკარგები,რათა დავივიწყო ჩემი ამ დრომდე ჩადენილი საქმეები.
ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა ამას,არ ვამბობ რომ უდანაშაულოები,ელისაბეტს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ,რაც მათ გაუკეთეს და რაც მე მომიწია მექნა, საშინელებაა.
ამ ყველაფრიდან ყველაზე მეტად იმას განვიცდი,პატარა უმწეო გოგოზე რომ ვიხმარე ძალა. ძალიან რთული იყო ჩემთვის,ყოველ ღამე ვფიქრობდი,როგორ იყო ის, შემდეგ კი შევხვდი მას. მისი მცდელობა, რომ ჩემთან დიალოგი გამოუვიდეს მახარებს, პირველი რამოდენიმე თვე ჩემი ეშინოდა, თუმცა სიტუაციასთან შეგუება მოუწია. მისი ტუჩების შეხებას ახლაც კი ვგრძნობ..

კაკუნის ხმაზე ვფხიზლდები, კარი იღება და იმ სილუეტს ვხედავ,ვისაც არ ველოდი.
-ზეინ,გავიგე,რაც მოხდა.- თქვა მან მკაცრი ტონით და შემოვიდა.
-უკვე?
-არ დაგირეკავს.- მითხრა ენდიმ და იქვე სკამზე ჩამოჯდა.- რატომ გამოყევი მას,ის გავაფრთხილე, რომ სტაილსებს მე მივხედავდი.
-არ ვიცოდი რა ჰქონდა გეგმაში, მანამდე,სანამ არ დამიბარეს.მათ თქვეს, რომ ბრძანება გაეცით.
-სულელები არიან. პოლიცია უფლებას არ მაძლევს ისინი ვნახო ან დაველაპარაკო,სასამართლომაც გასცა ბრძანება უფლებები შეეზღუდათ.
-ახლა რა უნდა ვქნათ?
-მთავარია ახლა აქედან გამოაღწიო,შენც არ დაგიჭირონ.
-კლაკრმა მესროლა,არ ვიცი რაზე ფიქრობდა. მისი შეჩერება მინდოდა, რომ რაიმე სისულელე არ ჩაედინა, ამისათვის ბოდიშს გიხდით.
-საბოდიშო არაფერია. შეიძლება ჯონსონი ჩემი შვილია, თუმცა ის მუდამ ჩემი სიტყვის საპირისპიროდ იქცეოდა, ამიტომაც ჩამოვაშორე სტაილსების საქმეს.
-დიახ.
-ახლა უნდა წავიდე, როგორღაც მოვახერხო მასთან დაკავშირება.- თავი დავუქნიე. ბანდის მთავარი ლიდერი ჩემს სანახავად მოვიდა,თავისი ნაბიჭვრით დიდად ვერ ამაყობს, მაგრამ ჯონსონის გამოყვანას ეცდება, მანამდე უნდა მოვასწრო ყველაფრის გარკვევა თუ რა ხდება, შესაძლოა გაიგოს ჩემი ვინაობა,მას თუ დაუკავშირდა ცუდად წავა საქმე და ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz