პ.ს.გილოცავთ ჰარის დაბადების დღეს🥰🥳
_________________________________________
ორ წამიანი კოცნის შემდეგ,როცა ჯუნისგან გამოვიწიე,ოთახში ჰენრი შემოვიდა და შუქი აანთო.
-პატარა სანათის შუქზე რატომ სხედხართ?
-შუქის ანთება არ გაგვხსენებია.
-მოიცადე,ელისაბეტ,სახეზე რა გჭირს?
-ჰენრი..- დაიწყო ანერვიულებულმა.
-მასწავლებელმა გაარტყა ხელი.
-რა? როგორ თუ ხელი დაგარტყა?!- ჰენრის თვალები დაუწვრილდა სიბრაზისგან. ვინაიდან ელისაბეტი ზედმეტად ანერვიულებული იყო და ყოველი ხმის ამოღებაზე სლუკუნებდა,მე ავუხსენი მომხდარზე.
-სკოლაში ხუთასამდე მოსწავლე მაინც იქნება და ვინც არ მოუსმენს ყველას სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს და ხელით შეეხოს? მგონი ჯორჯს სკოლა იმისთვის არ დაუფინანსებია,რომ ასეთი უვიცი მასწავლებლები მუშაობდნენ!
-რა?- დაბნეულმა ამოილაპარაკა ჯუნმა.
-წლების წინ უნდა დახურულიყო ეს სკოლა, რადგანაც საკმარისი ბიუჯეტი არ ჰქონდა,მამაშენმა კი დააფინანსა, რადგანაც თვითონაც იქ სწავლობდა, შემდეგ კი შენს გამო,არ უნდოდა სკოლა შეგეცვალა, რთულია,როცა ახალი მოსწავლე ხარ..
-აი რატომაც დამითხოვეს ორი კვირით..
-ჰო, მშიშარა ნაბიჭვრები არიან.- როცა ეს წამოიძახა ჰენრიმ პირზე აიფარა ხელი,ჯუნმა ჩუმად ჩაიცინა,წამოდგა და მაგრად მოეხვია.
-ჩემი გოგონა.. გპირდები ხვალ დილითვე მივალ სკოლაში.
-ჰარიც წამოვა.
-რა?
-მანაც მითხრა რომ მისვლას აპირებდა.- ჰენრიმ გამომხედა და მხოლოდ თავი დამიქნია.→ელისაბეტის თვალთახედვით←
როცა ჰენრის ვესაუბრე დღევანდელზე და ეს ტვირთი მომეხსნა,მშვიდად დაწოლა შევძელი დასაძინებლად, თუმცა ერთი ფაქტორი არ მასვენებდა ყველაზე მეტად,რასაც ახლა დავუკვირდი და არა იმ მომენტში. რატომ მაკოცა ჰარიმ ტუჩებზე,ნუთუ იმ მომენტში იმდენად გათიშული ვიყავი, რომ ეს ვერ გავაცნობიერე? არც არის გამორიცხული,კრისის გამო უფრო ვიყავი აღელვებული ვიდრე საკუთარი თავის. ახლა იმის გამო ვეღარ ვიძინებ, რომ მან მაკოცა, ერთი კვირის წინ მემუქრებოდა, ნორმალურად თუ არ დაველაპარაკებოდი გამამწარებდა, მაგრამ დღეს რა მოუვიდა,ნუთუ ასე მარტივად მოლბა ჩემთან მიმართებაში ან უბრალოდ კარგი მსახიობია და თვალთმაქცობს. ერთი მხრივ მესიამოვნა წუთიერი დაახლოება, მაგრამ რომ ვიცი,როგორიც არის,ისევ მაღიზიანებს.იქნებ მომენტით ისარგებლა,ბევრად სუსტი გამოვჩნდი მის თვალში, როცა ჩავეხუტე და ჩემი ამბავი მოვუყევი, შემდეგ მაკოცა და ალბათ მანიპულაციასაც შეეცდება.
ESTÁS LEYENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.