→ელისაბეტის თვალთახედვით←
ზაფხულის მესამე თვე დაიწყო, თუმცა რატომღაც შუადღისას საშინელი სუსხი და წვიმა მოჰყვა,ამ პერიოდთან შედარებით ძალიან უცნაური ამინდია.
მთელი ორი კვირა აუზზე გავდიოდი, მეგობრებთან ერთად ან სახლის უკანა ეზოში,ახლა კიდევ ასეთი საშინელება ხდება.
ნუ რაც არის,არის.
ზედმეტად უსვამს ამინდი ჩემს ამჟამინდელ ხასიათს ხაზს, რადგანაც დილიდან მოწყენილი ვარ,ჰენრი მომენატრა, ის კიდევ მთელი ერთი წელია წასულია,ჰარი შემპირდა აგვისტოს შუა რიცხვებში წამიყვანდა მასთან, ვიდრე სკოლა არ დაიწყება, მაგრამ ჰენრი რამდენად შეძლებს ჩემთვის ყურადღების დათმობას არ ვიცი,ესეც მანაღვლიანებს.
მისი სახლის და სამსაურის ტელეფონის ნომრები ვიცი,სჯობს დავურეკო და ცოტა ვესაუბრო,სანამ ჰარი დაბრუნდება.ისიც ძალიან მენატრება მთელი დღის განმავლობაში,ყოველ ღამე ბრუნდება სახლში, რადგანაც ვერ მტოვებს მარტო,ვთვლი რომ ჩემი შიშების გამო,ამას ვაფასებ,რაც არ უნდა ნერვების მჭამელი ადამიანი იყოს,ის ყველანაირად ზრუნავს ჩემზე.
ტელეფონზე ჰენრის სამსაზურის ნიმერი ავკრიფე,ზარის გასვლის შემდეგ გოგონამ მიპასუხა.
-სტაილსის ოფისი, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-გამარჯობა,შეგიძლიათ ჰენრის დაუძახოთ,რა თქმა უნდა, მას თუ სცალია. უბრალოდ უთხარით,რომ ელისაბეტი ვარ.
-ელისაბეტ..ოუ,ახლავე.- ჩაიცინა გოგონამ და ორიოდე წამის დუმილის შემდეგ ისევ აიღეს ყურმილი.
-ელისაბეტ,საყვარელო.
-ჰენრი,ის შეცხადებული გოგო ვინ იყო?- სიცილნარევი ხმით ვკითხე.
-ჩემი ახლობელია,ჩემს კაბინეტში იყო და მან მითხრა შენზე.
-ძალიან უცნაური ხმა გაქვს, თითქოს ბედნიერი,ხდება რამე?
-რა თქმა უნდა,შენთან საუბრისას სულ ვბედნიერდები. დღეს ჰარის ვესაუბრე და მითხრა მალე წამოვალთო.
-ველოდები მაგ დღეს სულმოუთქმელად, ყოველდღე მენატრები.
-ელისაბეტ,მეც მასე ვარ, მაგრამ დრო საქმეში გამყავს,შენ რას აკეთებ?
-ბავშვებს ვნახულობ,ვირუჯები, წიგნს ვკითხულობ,ფილმებს ვუყურებ, ხანდახან ჰარის ვაბრაზებ და მეც ნელ-ნელა გამყავს დრო.- ჰენრის სიცილზე დიდზე გამეღიმა.
-ახლა ვფიქრობ,ჰარის ხომ არ გავუარო სამსახურში, მომწყინდა სახლში.
-გაუარე, მაგრამ არ გააბრაზო,იქ მაინც.
-გზაში დავფიქრდები.
-თუ თავისუფალი იქნება დამირეკეთ,თუნდაც საღამოს, სახლში.
-მაგაზე გგონია უარს გეტყვი?- ჩავიცინე და სარკეში ჩავიხედე, ნორმალურად გამოვიყურები გარეთ გასასვლელად, ამიტომაც აღარ დამჭირდება გამოცვლა.
-კარგი, მაშინ ველოდები თქვენს ზარს კიდევ,ახლა საქმეებს დავუბრუნდები.
-კარგი..- როცა გავთიშე ლუსი გავაფრთხილე, ჰარისთან მივდივარ მეთქი და გავედი.
ავტობუსში ავედი, ვინაიდან ადგილი არ იყო ფეხზე ვიდექი. მთელი გზა მოწყენილი ვიყურებოდი გარეთ,ამინდს ეტყობა რომ გაწვიმება უნდა,მე კიდევ მოსაცმელი არც კი წამომიღია,რა სულელი ვარ.
ვიდრე ჰარის ოფისის ჩასახვევში შევიდოდით ჭექა ქუხილის ხმა გაისმა,რაზეც მწარედ ჩამეცინა.
გაჩერებაზე ჩასვლისას ჰარის ოფისისკენ სირბილით წავედი,არ მინდა დავსველდე.
შენობაში შესულს მისაღებში ჰარი შემხვდა,როცა აქ დამინახა გაკვირვებულმა ამათვალიერა.
-ჯუნ, ყველაფერი რიგზეა?- დაბნეულმა ამათვალიერა, როდესაც ძლივს დავასდრულე ქოშინი გავუღიმე.
-გაწვიმდა და მოვრბოდი..- ღრმად ამოვისუნთქე, რაზეც თვალები აატრიალა.
-ჩემს ოთახში შედი,მალე მოვალ.
-კარგი.- რამოდენიმე თანამშრომელი მომესალმა,ამიტომაც მომღიმარმა ყველას ხელი დავუქნიე. ჰარის ოთახში შესვლისას დივანზე ჩამოვჯექი და ხელები მკლავებზე მოვისვი, აქ ისე თბილა, მთელ ტანში ჟრუანტელს მივლის.
-ჯუნ, მართლა ყველაფერი კარგად არის?- მალევე ისიც მოვიდა, წამოვდექი და მასთან ახლოს მივედი, თავი მკერდზე მივადე და ამოვიოხრე.
-უბრალოდ მომენატრე, თან სახლში ზედმეტად მოწყენილი ვიყავი.- თმაში შემიცურა თითები და ნაზად მომეფერა ზედ.
-ოუ..პატარავ,გასართობი ვერაფერი ნახე?-უარის ნიშნად გავაქნიე თავი და ავხედე.
-დღესაც გვიან ასრულებ სამუშაოს?
-ეს ჩემზეა დამოკიდებული.
-ჰენრის ვესაუბრე წამოსვლამდე, მითხრა რომ კიდევ დაგვერეკა საღამოს.
-აუცილებლად,- მომღიმარი დამყურებდა ზემოდან,რაზეც მეც მეღიმებოდა.- ესეიგი მოგენატრე?
-ჰო,არავინ მყავდა ისეთი ვისაც ნერვებს მოვუშლი.- გავეკრიჭე,რაზეც წარბი ამიწია და ნიკაპზე მომკიდა ხელი, ქვედა ტუჩზე იკბინა,ამ მოქმედებამ კიდევ რაღაცნაირად სურვილი გამიჩინა მისთვის მეკოცნა, ამიტომაც ფეხის წვერებზე ავიწიე და ეს გავაკეთე,წელზე მჭიდროდ შემომხვია ხელი,მეორეთი კი თმაზე ოდნავ მომქაჩა,რაზეც ჩუმი კვნესა აღმომხდა.
-პატარავ,ნუ აკეთებ ამას.
-რას..
-ნუ კვნესი.
-რატომ?- ოდნავ მაცდურად ვკითხე და სველ ტუჩზე ენა გადავიტარე.
-აქ არა, თუმცა სახლში აუცილებლად მოგხედავ.- თვალების ტრიალით გავიწიე და აივნის კართან მივედი.
-ისევ წვიმს,ვერ გავისეირნებთ.
-მანქანით წავიდეთ სადმე.
-კარგი..- ვიგრენი მისი მძიმე ამონასუნთი კისერთან,რაზეც გამეღიმა,უკნიდან მიმიხუტა,თან თითებზე ნაზად დამიწყო თამაში.
-პატარავ.
-გისმენ.
-ძალიან გაყინული თითები გაქვს.
-ვიცი,სიცივის გამო..მოსაცმელიც დამავიწყდა.
-მოდი,ეს ჩაიცვი.- მისკენ რომ მივბრუნდი თხელი პიჯაკი გაიხადა, შემდეგ კი მხრებზე მომაფარა,მეც ხელები გავყავი და ზედ დავიხედე, უზარმაზარი რაღაც არის.
-მადლობა.- მხოლოდ გამიღიმა და თავის სკამში ჩაჯდა,უკნიდან მივუახლოვდი,გრძელ კულულებში შევუცურე თითები და ფერება დავუწყე.
-ჩემს გასაწვალებლად ხარ აქ?
-არ გაწვალებ,თმაზე გეფერები.
-ვიცი, მაგრამ მაინც.
-თუ ასე თვლი შემიძლია გავჩერდე.
-როგორც გინდა,ჩემთვის სულ ერთია.- ჰარის სიტყვები დიდად არ მესიამოვნა, ამიტომაც გავუშვი თმებიდან ხელები.ამოიორა და კალმის წვალება დაიწყო.
-როგორც ჩანს არ გცალია, სჯობს წავიდე.- მეც ამოვიოხრე და მისგან გავიწიე, თუმცა ხელში მწვდა და თავისკენ მიმწია.
-მოიცადე, მოიცადე,ვინ გითხრა რომ წასვლის უფლება გაქვს?
-უკაცრავად?- როდესაც ფეხზე წამოდგა თავი ინექციით მაღლა ავწიე, ვინაიდან ჩემზე მაღალია,მისთვის თვალებში ჩახედვა მინდოდა.არაფერი უთქვამს წელზე მომხვია ხელები და მაგიდაზე შემომსვა.
-რას..- წინადადება არ დამასრულებინა,ტუჩებზე ამაფარა თითი.
-მამიკოს ნუ ეპასუხები.
-ჰარი, ეს სასაცილო არაა.
-და მეტყობა რომ რამე სასაცილოს ვაკეთებ?- ახლოს მოიწია, თუმცა სახე გავწიე.- მეორედ აღარ თქვა რომ შენთვის არ მცალია, ყოველთვის გამოვნახავ დროს,ჩემი პატარასათვის.- ხელი ბარძაყზე ამატარა, რაზეც გული ამიჩქარდა. თვალებში მწველი მზერით მიყურებდა.
-ჰარი,გაჩერდი,აქ ამისთვის არ მოვსულვარ.- ხელი გავაწევინე,შევატყვე რომ ეს დიდად არ ესიამოვნა.
-ჯუნ, რა გჭირს,გეწყინა თმაზე რომ არ შეგახებინე?
-არა,არ მწყენია, უბრალოდ ცოტა მოვიწყინე და შენ ხელებს მიფათურებ.
-ვცდილობ შვება მოგგვარო, მაგრამ თუ არ გინდა არ გაძალებ.- თმა გადამიწია ყურს უკან.- ვიცი ჰენრის ხარ შეჩვეული,მის გარეშე კი გიჭირს, მაგრამ მე ხომ შენთან ვარ, რატომ არ ცდილობ მეტად ბედნიერი იყო, ჩვენ ხომ სულ სხვანაირად ვართ ერთმანეთთან?- ჰარის სიტყვებზე ოდნავ გამეღიმა,თავი ავწიე და ავხედე,ხელები კისერზე შემოვხვიე, თან ზედ მოვეფერე.
-მომწონს ჩემს გამხიარულებას რომ ცდილობ, მაგრამ ამინდი ისეთია, ვერანაირად გავერთობი,მაიძულებს მოწყენილი ვიყო.
-წვიმაზე ვგიჟდები, როგორც ჩანს არ შეგიგრძვნია,რამდენად სასიამოვნოა ის ზაფხულში,ახურებულ კანზე გრილი წვეთები რომ გეცემა,მთელ სხეულში სასიამოვნოდ რომ გაჟრჟოლებს და ყველანაირად ცდილობ სახლამდე გზა გაწელო, რადგანაც მეტად იგრძნო ეს ყველაფერი.
-ნამდვილად არ ვიცი,წვიმა ასოცირდება ზედმეტად ნაცრისფერ დღესთან,მოწყენილობასთან და უმაქნისობასთან.
-არ გაგიგია ფრაზა,წვიმის დროს მზე პირს იბანსო?- ჰარის სიტყვებზე გამეღიმა.
-ერთხელ აუცილებლად ვცდი წვიმაში გასეირნებას.
-ძალიან კარგს იზამ,აი ნახავ, როგორ გესიამოვნება.- კიდევ ერთხელ,ნაზი კოცნა დამიტოვა ყელზე და გაიწია.
ESTÁS LEYENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.