თავი ოცდამეთორმეტე

358 33 31
                                    

→ელისაბეტის თვალთახედვით←
სახლში მისვლისას პირდაპირ სამზარეულოში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი,ლუსინდამ გამომხედა და სახე შეეცვალა.
-საყვარელო,რა გჭირს?
-ლუსი, ქუჩაში წავიქეცი.
-როგორ?- მომიახლოვდა და თავი ამაწევინა.
-თავბრუ დამეხვა და ფეხი წამოვკარი რაღაცას. ლუსი,ვიტამინებს რომ აღარ ვსვამ ამის ბრალი ხომ არაა?
-ხშირად მოგდის ასე?
-არა.. დღეს დამემართა.
-მაშინ დაიწყე ისევ დალევა, ოღონდ ჯერ ექიმთან მიდი,იქნებ შეგიცვალოს და უფრო მსუბუქი დოზა მოგცეს.
-ჰენრის არ ვუთხრათ რა.
-აბა ისე,როგორ?
-არ ვიცი.. კარგი საღამოს დაველაპარაკები.
-კარგი.ნაჭამი ხარ?
-ჰო,ვჭამე უკვე.
წადი მაშინ დავალებები მოამზადე,მე უნდა დავალაგო.- თავი დავუქნიე და ოთახში ავედი.

დავალებებთან ერთად ძილი ისე მომერია და ჩამეძინა ვერც გავიაზრე. ვიღაცის ფერებამ გამომაფხიზლა, თვალები გავახილე თუ არა ჰენრი დამხვდა.
-გამარჯობა..
-გამარჯობა.
-რომელი საათია?
-ათი.- წამოვჯექი და თვალები მოვისრისე.
-ჩამძინებია კითხვისას.- გამეცინა. მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე.
-მომენატრე,ჰენრი.
-მეც,ჩემო საყვარელო.- თავზე მომეფერა.- შენთან საუბარი მინდოდა რაღაცაზე, მაგრამ თუ დასვენება გინდა დაიძინე.
-არა.. ვეღარ დავიძინებ, მითხარი რაც გინდა.
-უბრალოდ მეშინია ამის შემდეგ არ შემიზიზღო.
-ჰენრი,მაშინებ.
-ჩვენს მშობლებს ეხება ეს. ჩვენი მამები ერთ დროს ბიზნეს პარტნიორები იყვნენ.
-ვიცი,ეს ნათქვამი გაქვს.
-თუმცა..ეს პარნტიორობა დიდ მტრობაში გადაიზარდა. მე ჯორჯის მეგობარი გავხდი,უკვე აღარ ვიცოდი, რომელი მხარე ამერჩია,მამა თუ მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი.
-ჰენრი,თემა საით მიგყავს,არ მესმის.
-მამაჩემის დაკვეთით იმ ღამეს, შენი მშობლები დახოცეს,მანქანაში პედლები გადაჭრეს..
-ჰენრი,რას იძახი..- შოკირებულმა ამოვილუღლუღე, თვალები იმ წამსვე ამიცრემლიანდა.- შენ მითხარი უბედური შემთხვევა იყოო,ამდენი წელი მატყუებდი? იცოდი და სურვილიც არ გაგჩენია სიმართლე გეთქვა?- ჩემკენ მოიწია, თუმცა უკან ჩავიწიე.- არ შემეხო..მატყუარა ხარ.
-შენზე მეურვეობა მივიღე..არ შემეძლო შენი ასე მარტივად გაშვება.
-არ მჯერა..არ მჯერა..სიზმარია ეს ყველაფერი..- თავი მუხლებში ჩავრგე და ხმამაღლა ავტირდი.
-ჰარის უნდოდა დაგლაპარაკებოდა, თუმცა ჩემით თქმა ვარჩიე..- თავი ნელა ავწიე მაღლა.- ვიცი ახლა ცუდად გრძნობ თავს.. მაგრამ..
-ჰარიმ იცოდა?- იმედგაცრუება ვიგრძენი.- თუმცა,რა თქმა უნდა..- ამოვილუღლუღე.
-მან ეს კვირებია,რაც გაიგო.
-მანაც დამიმალა..ყველა მატყუებდით? ჩემი ორი ძვირფასი ადამიანი თვალებში მიყურებდა და..ჩემთვის მნიშვნელოვან ამბავს მიმალავდა..ისინი ხომ ჩემი მშობლები იყვნენ.. ღმერთო, მამაშენს ამიტომაც ვძულვარ? - სიმწრისგან ჩამეცინა.
-ელისაბეტ..
-გადი,ჰენრი.
-მომისმინე.
-კიდევ რამე არ ვიცი? თუ არა,დამტოვე მარტო.
-ხომ იცი, ძალიან მიყვარხარ,მეშინოდა ამ დროის განმავლობაში სიმართლის გამო არ დამეკარგე.
-ზეინი საქმესთან ახლოს არის, ამიტომაც გადაწყვიტე ახლა თქმა,არა? კაი დრო აგირჩევია..ახლა კი დამტოვე..- ამოვისლულუნე და ისევ მუხლებში ჩავრგე თავი.
როდესაც კარი გაიხურა ხმამაღლა დავიწყე ტირილი.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें