თავი მეთექვსმეტე

651 29 8
                                    

→ელისაბეტის თვალთახედვით←
ჯულიასთან და ჰენრისთან გატარებული არაჩვეულებრივი საღამოს შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგანაც ჰენრიმ ნება მომცა თავის საქმეში დავხმარებოდი. ეს ძალიან სასიამოვნოა,როცა ძვირფასი ადამიანი გენდობა და რაღაც რჩევას გეკითხება, მიუხედავად იმისა, რომ ჰენრის არაერთი მსგავსი საქმე იდეალურად აქვს შესრულებული,მაინც თავის პატარა დამხმარესთან მოვიდა.
როგორც შემპირდა ხვალ მთელი დღე ჩემთან ერთად იქნება,ჰარიც არსად ჩანს, იმედია მალე მოაგვარებს საქმეს,რომ ჩამოვიდეს, რაღაცნაირად მომენატრა, ამდენი ხანი მისგან შორს არ ვყოფილვარ და ეს უცნაური გრძნობაა.

-ჰენრი,დავიძინებ კარგი? ძალიან მოვითენთე.
-კარგი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან სუსტად ხარ, რატომ?
-არ ვარ..
-საყვარელო,საჭმელს ნორმალურად ვერ ჭამ,მადა არ გაქვს.მგონი სჯობს ხვალ ექიმთან წაგიყვანო.
-ჰენრი, კარგი რა..ნუ გააფუჭებ დღევანდელ საღამოს..
-ხოდა ამიტომაც ხვალ წაგიყვან,შეპასუხების გარეშე.
-აუ..- ბუზღუნით ავედი საძინებელში. დაღლილობისგან ვერც გავიაზრე ისე ჩამეძინა.

***
-როცა გაიღვიძებს გამოკვლევაზე მიმყავს,ამ ბოლო დროს არ მომწონს,სახეზე ფერიც არ ადევს.- ჩამესმოდა ჰენრის ბუზღუნი,რამაც გამომაფხიზლა. ვის ელაპარაკება?
-ჯულია, კარგი ექიმი მჭირდება ვინმე.აქაური ხარ და გეცოდინება..- ღმერთო ჩემო,ოღონდ ეს არა..
საწოლიდან წამოვდექი და მასთან გავედი.
-რა კარგია რომ გაიღვიძე.
-შენმა წუწუნმა გამაღვიძა,ჰენრი..
-მისტერ კოლინსი?- უეცრად ყურმილში ჩასძახა ჯულიას.- კარგი,მადლობა..- მალევე გაუთიშა და გამომხედა, რაღაც უნდა ეთქვა, თუმცა კარის ხმამ შეაფერხა,ორივემ მეორე მხარეს გავიხედეთ, მოულოდნელად გრძელთმიანი,კულულა ადამიანი გამოცხადდა, მოულოდნელობისგან დავიკივლე.
-ჰარიი..- რაღაცნაირად გამიხარდა მისი აქ დანახვა,ის მოაგვარებს ყველაფერს,ჰენრის გადააფიქრებინებს ჩემს გამოკვლევაზე წაყვანას. ეგრევე მასთან მივირბინე და ზედ შემოვეხვიე,იმ წუთასვე ჩანთა გაუვარდა ხელიდან.- ჰენრის ჩემი წაყვანა უნდა კლინიკაში, გთხოვ მიშველე.- მუდარის თვალებით გავხედე.
-რა გჭირს?
-ძალიან დასუსტებულია,საჭმელსაც არ ჭამს.
-ჰმ..- ჰარიმ ლოყაზე მომისვა ხელი,მომენტალურად თვალები მიმეხუჭა,რაზეც წარმოვიდგინე, როგორ ჩაეღიმა.
-სჯობს ვუთხრათ, ხომ?
-რა..- მისმა სიტყვებმა შემაკრთო.
-რა უნდა მითხრათ?- ჰენრის რომ გავხედე მკაცრი მზერით იყურებოდა, რაზეც ჰარის ავხედე.
-სანამ წამოვიდოდით,ჯუნი საავადმყოფოში იწვა.ბავშვებთან ერთად პარკში იყო და საშიშ ატრაქციონზე შეეშინდა,როგორც თვითონ მითხრა,თავს იკავებდა თქმისგან,რადგანაც ვერავინ ჩაიყვანდა მარტო მას, ამიტომაც გაჩერებისას ცუდად გახდა და გონება დაკარგა.- ჰარის პირღია ვუყურებდი.
-და ამის შესახებ მიმალავდით?! გაგიჟდით ორივე ხომ?- ჰენრიმ ტონს აუწია,ახლა მას გავხედე შეშინებული მზერით. წამით წარმოვიდგინე,როგორ შეიძლებოდა ენერვიულა რომ გაეგო სინამდვილეში რაც მოხდა. მთელ სხეულში არასასიამოვნოდ გამცრა,ხელი ძლიერად ჩავჭიდე ჰარის და ღრმად დავიწყე სუნთქვა.
-ბავშვი ცუდად არის..და ის არ უნდა წავიყვანო ექიმთან?- ჰენრი მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელიგულებში მოითავდა.
-ის სუსტად არის,მართალია,უნდა წავიყვანოთ.- მათი საუბარი ბუნდოვნად ჩამესმოდა, რადგანაც საკუთარი გულის ცემა მიბინდავდა ყველაფერს.
-ელისაბეტ..- ჰენრის ავხედე და იმწამსვე თვალები ამიცრემლიანდა.
-გთხოვ,არ გაბრაზდე..არ იყო ჩემი ბრალი.. უბრალოდ ძალიან შემეშინდა..გთხოვ..- ტირილი ამიტყდა,რაზეც თვალები გაუფართოვდა.
-საყვარელო,როდის იყო მე გეჩხუბებოდი რამეზე..ჩშშ..- ამოილუღლუღა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. მაისურზე ჩავებღაუჭე და ყელში ჩავურგე თავი.
-გთხოვ, უბრალოდ თავი დავიზღვიოთ.- თმაზე ნაზად მომეფერა, შემდეგ კი იქვე მაკოცა.
-კარგი..
-ყველაფერი რიგზეა?- ჰარის ხმა მომესმა უკნიდან,ახლა მას გავხედე.
-ჰო..- მსუბუქად დავუქნიე თავი და ჰენრისგან გავიწიე.
-შხაპს მივიღებ და წავიდეთ..- იქაურობას გამოვეცალე და მოსამზადებლად ოთახში შევედი.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя