თავი მეთხუთმეტე

588 30 13
                                    

→ელისაბეტის თვალთახედვით ←
გაღვიძებისას მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი, ოთახში შუქი ავანთე და საათს შევხედე, დილის შვიდი საათი ხდებოდა. წამოვდექი,რაც ტანზე მეცვა იმით ჩავირბინე ქვემოთ,სამზარეულოში შევედი,მაცოვრიდან წვენი გამოვიღე და სკამზე ჩამოვჯექი.მაგიდაზე ორცხობილები იდო, მოთენთილმა ავიღე და ჭამა დავიწყე.
-ელისაბეტ. -ჰარის ხმა მომესმა უკნიდან,როცა გავხედე სახე გაოფლილი ჰქონდა.
-სავარჯიშოდ იყავი გასული?
-კი,უკანა ეზოში,მარტო ვერ დაგტოვებდი,- მის ნათქვამზე გამეღიმა.- როგორ გრძნობ თავს?
-ბევრი მეძინა და ცოტა მოთენთილი ვარ.
-არაუშავს,გადაგივლის საჭმელს რომ შეჭამ.- მაცივრიდან რაღაცები გადმოაწყო,სენდვიჩის გამზადება დაიწყო.
-ჯერ ეს ჭამე,მერე ტკბილეული.- თეფშით დამიდო წინ ლორიანი სენდვიჩი.
-ესეიგი ხვალ ჰენრისთან მივდივართ.
-ჰო,ასეა.
-ნეტავ ახლა რას შვრება?
-ჰმ.. ალბათ ოფისში ზის და წუწუნებს, რადგანაც ბევრ საბუთზე აქვს ხელი მოსაწერი.- გამეცინა მასზე,წარმოვიდგინე და ძალიან მესაყვარლა ეგ მომენტი.
-სამსახურში მიდიხარ დღეს?
-არა,ლუსი არაა,მარტო ვერ დაგტოვებ.
-კარგად ვარ, ამის გამო საქმე არ გადადო.
-ყველაფერი რიგზეა,ამაზე არ იფიქრო.უბრალოდ ახლა შხაპი უნდა მივიღო.
-კარგი.- ვიდრე ის გასული იყო ჩემი სენდვიჩი ბოლომდე შევჭამე,რა დროსაც ტელეფობმა რეკვა დაიწყო.
-გისმენთ..
-ელისაბეტ, როგორ ხარ.
-ჰენრი..ასე ადრე რამ გაგაღვიძა?
-ეგ კითხვა მაქვს მეც შენთან.
-უბრალოდ ვეღარ დავიძინე და ავდექი.
-რას შვრებით?
-არაფერს, წეღან ჰარიმ სენდვიჩი გამიკეთა და თვითონ საბანაოდ გავიდა.
-მგონი მარტო დარჩენა გჭირდებოდათ თქვენ, ასეთი მზრუნველი რომ გამხდარიყავით ერთმანეთთან.- უეცრად ყურმილიდან ვიღაც ქალის ხმა მომესმა,რომელიც მას ესალმებოდა.
-მანდ ვინმეა?
-ჰო, ჩემი თანამშრომელი.
-ოუ, კარგი..
-ელისაბეტ,ახლა უნდა წავიდე სამსახურში, საღამოს კიდევ დავრეკავ.
-საღამომდე..- როცა გათიშა იქვე დივანზე ჩამოვჯექი.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Where stories live. Discover now