თავი მეოცე

453 28 4
                                    

→რამოდენიმე დღით ადრე←
→ 15.09.1989←

→ჰენრის თვალთახედვით←

-ნახვამდის, მისტერ სტაილს.- დამემშვიდობა რამოდენიმე თანამშრომელი,რომლებიც უკვე მიდიოდნენ სახლში, მხოლოდ მე და ლილიანი ვართ, რადგანაც საბუთები საღამოსკენ მოვიტოვე,ახლა კიდევ მიწევს აქ ჯდომა.
-ცოტაც დარჩა,ეს ორი ფურცელია,- მითხრა მან და ჩემთან ახლოს მოვიდა.- შეხედეთ,ეს თქვენი ძველი კლიენტის წერილია.- რაღაც ფურცელი დამიდო წინ, როდესაც გადავხედე, თვალები ავატრიალე.
-შეგიძლია მოაშორო, აღარ ვაპირებ მასთან საქმის დაჭერას.- მხოლოდ თავი დამიქნია და გაწევა რომ დააპირა ხელში წავწვდი.
-მოიცადე..- წამოვდექი და უფრო მივუახლოვდი.
-რა..- დაბნეულმა ამოილაპარაკა. მივიწიე და ტუჩებზე დავეწაფე,იმ წამსვე ამყვა,მაგიდაზე შემოვსვი და თითები თმაში ავუხლართე.
პერანგის ღილები ოდნავ ჩამიხსნა,რაზეც ჩუმად ამოვიგმინე.
-მისტერ სტაილს..- ხმამაღლა ამოიკვნესა, როდესაც ყელზე მოვწოვე კანი, ნელ-ნელა ლავიწებამდე ჩავედი და მკერდზე ძლიერად მოვუჭირე ხელი,რაზეც კიდევ ამოიკვნესა.
უეცრად კარის გაღების ხმა გავიგონე,როცა გავიხედე ჯულია ჰაერში შეხტა.
-ღმერთო ჩემო..- თვალები გაუფართოვდა, როდესაც ორივე ასე დაგვინახა.- ბოდიში.- დაბნეულმა გაიხურა კარი და წავიდა,იმ წამსვე გამოვიწიე ლილიანისგან და მას გავყევი.
-მოიცადე..ჯულია.- დავეწიე და მაჯაში მოვკიდე ხელი.
-არ შემეხო..- უხეშად გაიწია ჩემგან.
-შენ ხომ წახვედი,აქ რა გინდოდა.
-ჩანთა დამრჩა შენს ოთახში სანამ წავიდოდი,ამის გამო მოვბრუნდი და ნეტავ რა მინდოდა, ხვალ ისედაც აქ უნდა მოვსულიყავი!
-მაპატიე რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენე.
-უბრალოდ დაივიწყე.- როცა ისევ დააპირა წასვლა კიდევ მოვკიდე ხელი..
-ნუ მეხები მეთქი!
-და რატომ,ასე რამ გაგაღიზიანა?
-რა?
-რატომ გაღიზიანდი ასე,ლილიანთან რომ დამინახე? ეს გადარდებს?
-მადარდებს? სერიოზულად..? უბრალოდ ის..ის შენი თანაშემწეა..ეს..ის..- დაბნეული ცდილობდა რაღაც ეთქვა.
-თანამშრომელთან წევხარ!
-მერე რა,ვალდებული ვარ რამე აგიხსნა?
-რა თქმა უნდა,არა..უბრალოდ დაივიწყე, კარგი?
-მისმინე..
-არა,ჰენრი..აქ მეტი სალაპარაკო არაფერია,ეს შენი საქმეა რას გააკეთებ,მე ვინ მეკითხება. უბრალოდ წავალ.
-კარგი..- როცა გატრიალდა სახეზე მოვისვი ხელი, იქამდე ვუყურებდი, ვიდრე საერთოდ თვალის არეალს არ გასცდა.
-ჯანდაბა!- დავიყვირე და უკან შევბრუნდი.
-მეც წავალ.-თქვა ლილიანმა და თავისი მოსაცმელი აიღო, მხოლოდ თავი დავუქნიე.
ოფისი ყველაზე ბოლოს მე დავტოვე, სახლში მისვლისას ოთახში ავედი და დავწექი.
მაინცდამაინც იმ მომენტში მოვიდა,როცა არც კი ველოდი..ასე ძალიან რატომ განრისხდა.
ის უხერხულ სიტუაციაში იყო,ამის გამო განვიცდი,თუმცა მისი საქციელი ერთიანად მაბნევს და მაბრაზებს. ისე მესაუბრებოდა, თითქოს ვუღალატე და დიდი ხნის ურთიერთობა ამით დავანგრიე. რა სულელია!
წამოვდექი და ტელეფონთან მივედი,ეგრევე მასთან გადავრეკე.
-გისმენთ.- ყურმილის იქით მისი ხმა მომესმა, წამით ხმა გამიწყდა, უკვე აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
-ამ.. ჰენრი ვარ.
-გისმენ.
-უბრალოდ მაინტერესებდა, ხომ მშვიდობით მიხვედი სახლში.
-ჰო,ახლა უნდა წავიდე.- ყურმილი დაკიდა. ხმამაღლა ამოვიოხრე და ისევ საწოლზე ჩამოვჯექი.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Where stories live. Discover now