თავი ორმოცდამეხუთე

529 30 28
                                    

→ორი თვის შემდეგ←
→ელისაბეტის თვალთახედვით←

ახალი სამსახურისთვის ისევ მოვწყდი ჩემს ქალაქს და ასე ვთქვათ ახალი ფურცლიდან დავიწყე, ჩემი თითქმის სამ წლიანი გამოცდილებით,ეს ნამდვილად დამეხმარა არ ვიცი,რამდენად გავძლებ, მაგრამ უმოქმედობა მკლავს,ისედაც საკმაოდ დიდი ხანი ვიჯექი სახლში და ეს მომბეზრდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მენატრება,ვინც ლონდონში დავტოვე. ჰენრიმ კი მითხრა ჩამოგაკითხავ ხოლმეო, თუმცა ჯულის გამო ვერ მოახერხა,არც ვბრაზობ ამაზე, ფეხმძიმე ცოლი ჰყავს და იმითაც ვკმაყოფილდები ყოველდღე რომ მირეკავს და მკითხულობს. ახალი წელიც უბრალოდ გავატარე,ტელევიზიის წვეულებაზე წასვლას სახლში ყოფნა ვამჯობინე,იმ ადამიანთან ერთად ვინც ჩემთან ერთად აღნიშვნა ისურვა.
-მჰ.. რომელი საათია..- ფიქრებიდან ჩემს გვერდით მწოლიარემ გამომიყვანა.
-პირველი დაიწყო.
-მაშინ შუადღე მშვიდობისა..- მომღიმარი მოიწია,საბანი ოდნავ ასწია და სანახევროდ ჩემს ზემოდან მოთავსდა,თან ყელში ჩამირგო თავი.
-რა იყო..- თმაზე წავეთამაშე.
-კარგია რომ ისვენებ დღეს.- იქვე დამიწყო კოცნა, თვალები მიმეხუჭა სიამოვნებისგან. ნელ-ნელა შიშველ მკერდზე გადაინაცვლა და საბნის ქვეშ ჩაძვრა.
ოდნავ ჰაერში შევხტი, როდესაც მუცელზე ჩამასო კბილები,ტკივილისგან ამოვილვნესე.
-არ მიდიხარ?
-მაგდებ?- ისევ მიკბინა.
-არა..უბრალოდ..- თმაში შევუცურე თითები.- ჯანდაბა კარგია..- ბარძაყებზე კოცნისას მთელ სხეულში დამაჟრჟოლა,ფეხებს შორის კი სისველე ვიგრძენი.
მისი ამონასუნთქი ზუსტად იქ ვიგრძენი,რომელი ნაწილიც მას ყველაზე მეტად ითხოვს. უეცრად მთელ ოთახში აუტანელი ზარის ხმა გაისმა,რის გამოც თვალები დავაჭყიტე,ჰარიმ კი თავი სავნის ქვეშ ასწია.
-გირეკავენ?- დახშობილი ჰაერის გამო ძლივს გავიგონე მისი ხმა,სწრაფად შევკარი ფეხები და საწოლის კიდესთან მივცოცდი.
-ჰენრია..- ამოვილაპარაკე და სწრაფად ვუპასუხე.- გისმენ, ჰენრი.
-ელისაბეტ, შეგიძლია ლონდონში ჩამოხვიდე?
-ხო მშვიდობაა?
-არ ვიცი..ჯულიას მშობიარობა დაეწყო, თუმცა ექიმები არ იძახიან, როდის შეძლებენ სამშობიაროდ გაყვანას. ვერ ვხვდები რა ხდება..
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება,ყველა ქალი პირდაპირ არ მშობიარობს,როცა სითხეს ღვრის..ნუ არიან გამონაკლისებიც.
-ვერ ვწყნარდები..
-კარგი,ახლავე ჩავიცვამ და ბილეთებს ვიყიდი,პირველივე  მატარებელს გამოვყვები.
-მადლობა..- მხოლოდ ესღა ამოილუღლუღა და გათიშა.
ჰარის გავხედე,საბანწამოფარებული იჯდა და ტუჩებ გადმობურცული მიყურებდა.
-ვერ მოვასწრებთ ხომ?- მხოლოდ თავი გავაქნიე,წამოვხტი და ტანსაცმელს დავავლე ხელი.
სადგურზე მისვლისას პირდაპირ სალაროსთან მივირბინე.
-გამარჯობა,ორი ბილეთი მინდა ლონდონამდე.
-გამარჯობა,ბილეთები ლონდონამდე სამწუხაროდ აღარ გვაქვს.
-რა?
-დიახ..
-ეს ძალიან მნიშვნელოვანია,სადაცაა დეიდა გავხდები, უნდა წავიდე სასწრაფოდ,ვერაფრით დაგვეხმარებით?
-სამწუხაროდ ვერა.. მატარებელი ნახევარ საათში გადის,თუ დაელოდებით შესაძლოა გათავისუფლდეს ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია შემოგთავაზოთ ლონდონამდე მიმავალი მატარებელი.
-ნახევარ დაათში გადის და მოვასწრებთ ბილეთის გამოწერას?
-დიახ,ამას მხოლოდ ხუთი წუთი უნდა.
-კარგი! აქ ვარ..დაველოდები!- მტკიცედ განვუცხადე ქალბატონს, დაბნეული მიმზერდა, ალბათ ფიქრობდა ეს გიჟი ვინ არისო, თუმცა ლონდონში,სამშობიაროში ყველაზე დაბნეული და მარტოსული ადამიანი დაიარება,ის კი ჩემი გამზრდელია,ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ვერ დავტოვებ, როგორმე უნდა მივუსწრო, ვიდრე დარდისგან გული წაუვა.
წამებიც კი,რომელიც ყოველთვის ასე სწრაფად გადის ხოლმე, ისე ნელა მიზოზინობს გონება მებინდება. ჰარი ცდილობს დამამშვიდოს, ბოლომდე ვერ ხვდება ასე ძალიან რატომ ვნერვიულობ.
-ჯული მშობიარობს..ჰენრიც ორმაგად ემოციურ მდგომარეობაშია, არავინ ჰყავს,ვინც გაამხნევებს,ეტყვის რომ მალე მამა გახდება და სულ ტყუილად დარდობდა რაიმეზე.. არ მინდა დავაგვიანო.
-რომც ასე იყოს, ხომ იცი, რომ ის გაგიგებს.
-მაგრამ მე ვიგრძნობ თავს ცუდად..
-კარგი, კარგი..- მჭიდროდ მომეხვია.
-ქალბატონო, ბილეთი გათავისუფლდა..-გოგონას ხმაზე სწრაფად მოვშორდი ჰარის.
-ორი..
-არა.. მხოლოდ ერთია.
-რა..
-გნებავთ?- ჰარის გავხედე,მან მხოლოდ თავი დამიქნია.
-კი..იყოს.-პირადობა და ფული მივაწოდე,ბილეთი კი სწრაფადვე გამოწერა.
-შენ რას იზამ?- ვკითხე ჰარის.
-ერთი სადგურით ადრე ჩამოვალ.
-იქნებ შენ ჩასულიყავი,შენი ძმა არის მაინც.. უფრო გაამხნევებ.
-ელისაბეტ,ეს შენ უფრო გინდოდა, ჩემზე ნუ ღელავ..
-ლონდონამდე აღარ არის ბილეთები? რა საშინელებაა, როდიდან ხდება ასე,სულ თავისუფალია ხოლმე ადგილები.. ფეხზე მაინც რომ დავდგე?- ვიღაც ქალის წუწუნზე გამეღიმა,უცებ ჩემი თავი წაემოვიდგინე რამოდენიმე წუთის წინ მეც მასე ვიყავი.
-იქნებ უფროსს დაელაპარაკოთ, ერთი საათის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი ვაჟი ავტოავარიაში მოყვა.. როგორ ვერ უნდა ჩავიდე მასთან?- ეს ქალი დაახლოებით ორმოცდაათი წლის მაინც იქნება,ხმასა და ნაკვეთებზე ეტყობა,თუ როგორ ნერვიულობს.
-ქალბატონო,შეუძლებელია.- იმედგაცრუებულმა დაუვარცხნელ თმაში მოიკიდა ხელები და ჩუმი ქვითინით გაბრუნდა. ხელზე ძალიან ლამაზი სამკაული უკეთია,ფრჩხილებიც ლამაზად აქვს,ეტყობა უყვარს თავის მოვლა, თუმცა ახლა? როდესაც შვილზე გაიგო, გაიმეტებდა მოსაწესრიგებლად დროს? როგორი ძლიერია დედის სიყვარული, შეუძლია ადამიანი წამებში მოტეხოს და უსუსურ არსებად აქციოს.
-მატარებელი ხუთ წუთში მოვა..- ჰარიმ ჩუმად მითხრა ყურში. ქალისთვის თვალი არ მომიშორებია, ჩემი ჩანთა მივაწოდე ჰარის და სალაროსთან მივედი.
-ბილეთს ვაბრუნებ.
-უკაცრავად?
-იმ ქალმატონზე უნდა გამოწეროთ, ჩემი პირადობოთ ვერ გავუშვებ..- გოგონა უფრო დაიბნა, თუმცა არ მივაქციე ყურადღება. უცნობ ქალბატონთან მივედი.
-ელისაბეტ..- ჰარის ხმა მომესმა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე.
-ქალბატონო,მატარებელი მალე მოვა,სალაროში კიდევ ბილეთი გათავისუფლდა..
-მართლა?
-დიახ..იჩქარეთ,შვილს სჭირდება თქვენი თანადგომა.- უსიტყვოდ მიირბინა სალაროსთან.
-რა ქენი..- ჰარი შოკირებული მიყურებდა.
-არ გესმოდა?
-ჰო.. მაგრამ.
-ის დედაა,ახლა ძალიან უჭირს, შვილთან მიიჩქარის.. შეგვიძლია ჩვენ ერთი გაჩერებით ადრე ჩავიდეთ და სულ ოდნავ დავაგვიანოთ..ჰენრი დაგველოდება,მისი შვილი კიდევ შესაძლოა სიკვდილს ებრძოდეს, დედა აქ ასე მშვიდად ვერ დაიცდის.- ნერციულად დავიწყე თითების წვალება, თვალები ამემღვრა, როდესაც სახე ამაწევინა მაღლა.- მე..მე ხომ დედა ვერ გავხდები..- ამოვიოხრე და ხელები დაბლა დავუშვი. ჰარის არაფერი უთქვამს,ცრემლები მომწმინდა და გულში ჩამიკრა.
-ძვირფასო..-უკნიდან ხმა მომესმა, ამიტომაც მივიხედე.- სალაროსთან მითხრეს რომ თქვენ დააბრუნეთ ბილეთი, უღრმესი მადლობა.. ღმერთი ამ სიკეთეს აუცილობლად დაგიფასებთ..ორივეს.- მე და ჰარის მომღიმარმა შემოგვხედა.
-ნუ იდარდებ იმაზე, რომ შეიძლება ვერ დაფეხმძიმდე.. მაგრამ დედობა ყოველთვის შეგიძლია. მაგალითი კი ვარ მე და კიდევ უამრავი ქალი,რომელიც უნაყოფო საშვილოსნოს გამო იტანჯება,მთავარია,როგორი ადამიანი გყავს გვერდით, მასთან ერთად ყვეაფერს შეძლებ.- თითი ჰარისკენ გაიშვირა,რომელიც წამითაც არ მიშვებდა ხელს.
-დიდი მადლობა გამხნევებისთვის..- აცრემლისნებულმა ხელი ხელზე დავადე.- თქვენი მატარებელი უკვე მოვიდა.. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თქვენს შვილს.- მადლიერად დამიქნია თავი და ორივეს დაგვემშვიდობა. მისი წასვლის შემდეგ კიდევ ხელახლა ავქვითინდი.
-პატარავ..- თავზე კოცნა დამიწყო ჰარიმ. ცოტა რომ დამამშვიდა იქვე ჩამომსვა, თვითონ კი ბილეთების საყიდლად წავიდა.
იმ ქალის სიტყვებიდან გამომდინარე  შემიძლია ვიფიქრო, რომ ზუსტად იცის,რასაც ვგრძნობ.  შენ გააჩენ თუ უბრალოდ სხვაზე აიღებ პასუხისმგებლობას და მასზე იზრუნებ, მაინც დედა ხდები და ისევე განიცდი მის ყველა გრძნობას, როგორც სხვა ყველა.

Kamu telah mencapai bab terakhir yang dipublikasikan.

⏰ Terakhir diperbarui: Feb 05, 2022 ⏰

Tambahkan cerita ini ke Perpustakaan untuk mendapatkan notifikasi saat ada bab baru!

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang