→ელისაბეტის თვალთახედვით←
-ჰარი, სად ხარ..-ამოვილაპარაკე ჩუმად და თვალები ნელა გავახილე, ვიგრძენი, როგორ გამიკეთა ვიღაცამ ნემსი,რის გამოც სახე გვერდით მივაბრუნე. სკამზე,სადაც ზეინი იჯდა, ვიდრე დავიძინებდი,ახლა სხვა ვიღაც იყო.
-ელისაბეტ.- ჩემი სახელი ჩუმად წარმოსთქვა ჰენრიმ და ახლოს მოიწია.
-აქ რას აკეთებ.
-ზეინმა დამირეკა.
-ოჰ..- ისევ ექთანს გავხედე,ნემსი ნაზად მომაშორა და სპირტიანი ბამბა დამადო ზედ.
-საღამოს სახლში წახვალ,არ ინერვიულო.
-მადლობა..- ქალს გავუღიმე ოდნავ, მანაც იმავე გაიმეორა.
-ძალიან მხნე და ამტანი გოგონა ყოფილხარ.
-რას გულისხმობთ?- მან ჰენრის გახედა, წამიერად შეკრთა.ახლა მეც გავხედე მას.
-რა ხდება..რამე არ ვიცი?
-არაფერი ხდება,დამშვიდდი.- ექთანი წამოჯდომაში დამეხმარა, შემდეგ კი გავიდა.
-ლუსინდამ წვნიანი მოამზადა შენთვის.
-დადე და მერე შევჭამ.
-ისევ გაბრაზებული ხარ?
-ძალიან მარტივად ჟღერს სიტყვა ბრაზი.
-საყვარელო,შენი ნერვიულობა არ შეიძლება, სახლში ვისაუბროთ დასვენებულ გუნებაზე.
-აღარაფერზე ვაპირებ საუბარს,ჰენრი,სახლშიც არ მოვდივარ. შენი და ჰარის ნახვა არ მინდა, არამცთუ ცხოვრება.
-ნუთუ ასე შეგძულდი..მესმის შენი,მეც გამიჭირდებოდა იმ ადამიანთან ერთად ყოფნა,ვინც ყველაზე დიდი ამბავი დამიმალა..ის მაინც მითხარი რას აპირებ,სად დარჩები, ხომ იცი,არავის ვენდობი უკვე.
-მაქვს რამოდენიმე შემოთავაზება.
-ზეინთან? ნუთუ იმ ადამიანთან ერთად შეძლებ ცხოვრებას, რომელმაც გაგაუპატიურა?- წამიერად სუნთქვა შემეკრა, თვალები ამიცრემლიანდა,რის გამოც გავიხედე.
-თქვენგან განსხვავებით მას სინდისი მაინც გააჩნია, სიმართლის თქმის არ ეშინია.-ამოიოხრა და ფეხებთან საწოლზე ჩამოჯდა.
-ჩემი დანახვა არ გინდა, მაგრამ ჰარიმ რაღა დააშავა,მას ხომ მე ვთხოვე არაფერი ეთქვა? მას ხომ უყვარხარ..თანაც წეღან მის სახელს გაიძახდი და არა მარტო წეღან, კიდევ რამოდენიმეჯერ ამოილაპარაკე ძილისას. ვიცი,ახლა აღელვებული ხარ, დამშვიდება გჭირდება.
-მართალია, ამიტომაც დამტოვე.-ისე ვუთხარი, არც შემიხედავს მისთვის.
-კარგი.- შუბლზე მაკოცა და წამოდგა
-გთხოვთ, მისი ნახვა მინდა.- კარიდან კრისის ხმა გაისმა,ჰენრიმ გამომხედა.
-შემოდი.- უთხრა მას. კრისის დანახვაზე რატომღაც ყველანაირი ემოცია მომერია,როცა მოვიდა ჩემკენ მოვიზიდე,ჩავეხუტე და ავტირდი.
-სკოლაში რომ არ მოხვედი ვინერვიულე,ჰენრის დაურეკავს, დირექტორი გააფრთხილა.
-კრის, ძალიან ცუდად ვარ.
-რა ხდება, მომიყევი..რა თქმა უნდა, ეს თუ გინდა..- თავი დავუქნიე და უფლება მივეცი ჩამომჯდარიყო, თუმცა მაინც არ მომშორებია გვერდიდან,ახლოს იყო და ისე ვყავდი მიხუტებული.
-ჩემი მშობლების მკვლელი გავიგე ვინც არის..- ამოვისლუკუნე და თვალები დავხუჭე დასამშვიდებლად.
VOCÊ ESTÁ LENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.