თავი ოცდამეჩვიდმეტე

347 31 18
                                    

→ერთი თვის შემდეგ←
როდესაც მოსაღამოვდა გარეთ გასეირნება ვამჯობინე შინ ჯდომას უსაქმურად. არ ვიცი სად წავიდე, თუმცა უბრალოდ ინტუიციას და ფეხებს მივენდობი.
ჩემი ძველი ქალაქის დაუღალავად დათვალიერება დავიწყე. სიარულისას იმ შენობებს ვავლებდი თვალს,რომელიც იმდენჯერ მაქვს ნანახი სათვალავი აერევა ადამიანს.
ნუთუ საბოლოოდ ვაპირებ დაბრუნებას აქ,რუტინულად. სამსახურიდან უკვე წამოვედი ახლა ველი, როდის გათავისუფლება ადგილი, რომ სასურველ ადგილს ჩავებღაუჭო და ეს შანსი ხელიდან არ გავუშვა. ვიცი,ახალი ტელევიზიაც გამიშვებს საზღვარგარეთ, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც ჩემი წინა სამსახური აკეთებდა ამას. ერთ-ერთ მუზეუმს ჩავუარე თუ არა გავჩერდი, რაღაც უცხოს მოვკარი თვალი,აქ რაღაც ახალი მაღაზია ყოფილა,მსგავი სხვაგანაც შევნიშნე, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია. მაღაზია სახელად "შენი სახლი" საინტერესოდ გამოიყურებოდა,კარს გარშემო ბუშტები ჰქონდა შემორტყმული. კარი შევაღე და შიგნით შევედი,იმ წამსვე გამომხედეს იქ მომუშავე პერსონალმა.
-გამარჯობა,ქალბატონო.
-გამარჯობა.
-დღეს ჩვენი ფილიალი გაიხსნა, ამიტომაც ნება მომეცით ტკბილეულით გაგიმასპინძლდეთ.- მითხრა და კალათი მომაწოდა,იქიდან ორი ცალი შოკოლადი ამოვიღე და მეც გავუღიმე.
-ყველას ასე ხვდებით?
-დიახ.
-საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაა?
-დიახ,დაათვალიერებთ?- თავი დავუქნიე და დავიწყე სიარული ერთი მხრიდან მეორეზე, გზადაგზა რაღაც პროდუქციებს მოვკიდე ხელი, კონსულტანტის მოტანილ კალათში ჩავაწყე და სალაროსთან დავდექი.
-უკვე რამოდენიმე თვეა,რაც ჩვენმა კომპანიამ ამუშავება დაიწყო,ადრეც იყო პატარ-პატარა ფილიალები, მაგრამ უფროსი არ არეკლამებდა,ახლა ტელევიზიაშიც შეგხვდებათ.
-ვინაა უფროსი?
-ალბათ გაგონილი გექნებათ, სტაილსების კომპანია.
-ჰარი სტაილსი?
-დიახ..- დაბნეულმა ამოილაპარაკა.
ნუთუ..ჰარიმ გააკეთა ის რაც სურდა,სულ გაიძახდა, რაღაც განსხვავებული მინდა გავაკეთოო და აი,მან ეს შეძლო,თავის სურვილს მიაღწია,თანაც რამოდენიმე ფილიალი ჰქონია უკვე. რთული მისახვედრი არცაა ის რომ არის უფროსი, რადგანაც ჰენრის რომ იყოს,ამის შესახებ მეტყოდა.
-წარმატებებს გისურვებთ.-ვუთხარი გოგონებს და იქიდან წამოვედი.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან გამიხარდა ეს ამბავი.
ნივთებიანად სიარული რომ მომბეზრდა უკან,სახლისაკენ დავიძარი.
შინ დაბრუნებულს რამოდენიმე შემოსული შეტყობინება დამხვდა, ერთ-ერთი ჩემი შესაძლო ახალი უფროსისგან იყო, ხვალ დილით მიხბარებს თავისთან.
-ღმერთო ჩემო...ადგილი აქვთ...ადგილი ააქვთ.- კივილი დავიწყე და სწრაფად დავიწყე იმ ნივთების დალაგება,რაც ვიყიდე, შემდეგ კი სააბაზანოში გავედი და წყალი გდავივლე.
-როგორ მიხარია..- ამოვილუღლუღე და საწოლში ბედნიერი შევწექი.
თვალებ დახუჭული ვიწექი და ველოდებოდი, როდის ჩამეძინებოდა, თუმცა ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, ალბათ ჯერ თერთმეტი საათია,მე კიდევ თავს ვაიძულებ დავიძინო.
უეცრად ტელეფონის ხმა გაისმა,ჯანდაბა,ვინ უნდა იყოს!
წამოვდექი და კიბეებზე ჩავირბინე,რა ცუდია საძინებელში რომ არ არ მაქვს გადატანილი,ახლა ასე ბოდიალი მიწევს.
-გისმენთ!- ყურმილში დაუფიქრებლი გაღიზიანებით ამოვილაპარაკე.
-ელისაბეტ, როგორ ხარ?- ჰარის ხმის გაგონებისას უფრო გავღიზიანდი.
-რომელი საათია სტაილს?
-თერთმეტი,რა იყო,გეძინა?
-ვიძინებდი.
-კარგი,უცებ გეტყვი.
-გისმენ.
-ალბათ იცი,ორ თვეში ჰენრის ქორწილია, რაღაც საკითხებია,რაც შენთან ერთად უნდა განვიხილო,როგორც მისი წვეულების ორგანიზატორმა, ამიტომაც,იქნებ ხვალ, საღამოს სავახშმოდ წავსულიყავით.
-მეტი ვერაფერი მოიფიქრე ამის სათქმელად?
-უკაცრავად?
-ხვალ არ მცალია,მაგაზე სალაპარაკოდ კიდევ, როგორც უკვე აღვნიშნე ორი თვეა წინ,მოესწრება რომელიმე თავისუფალ დროს.
-ელისაბეტ,ბავშვურ საქციელებს მოეშვი.
-ვახშმის გარეშე ვერ ვისაუბრებთ?
-მე არ მსურს მასე, ზრდასრული ადამიანებივით მინდა წავიდეთ სადმე.
-და მე რატომ არ მეკითხები მინდა თუ არა.
-კარგი,ელისაბეტ, აღარ მოგაცდენ,დაიძინე,შენთან საუბარს აზრი არ აქვს,ბავშვზე უარესი ხარ, ადრე უფრო სერიოზული იყავი, ვიდრე ახლა,ნახვამდის!- თვითონ გამითიშა,რაზეც გაოგნებულმა დავხედე ყურმილს.
-ოხ,სტაილს,შენი სიჯიუტე და მართლა ბავშვურობა გამაგიჟებს.- ტეელფონში ისე ჩავყვირე თითქოს გაიგებდა.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora