→ელისაბეტის თვალთახედვით←
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ,რაც ის ვიღაცები ჩვენს სახლში შემოიჭრნენ.ჰენრიმ გადაწყვიტა დროებით მის მეორე ბინაში გადავსულიყავით, რომელიც ბაბუამისმა დაუტოვა. ამბობს ცოტახნით არაფერი უჭირსო. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ ახალ ბინას სანამ მივეჩვევი,ცოტა დრო დამჭირდება.
ზეინისგან ეს კვირები არაფერი მსმენია,ნეტავ,როგორ არის. ძალიან ვნერვიულობ მასზე,რადგანაც საშიშ ხალხთან უწევს ყოფნა. ნეტავ თუ ეშინია? ერთხელ ხომ მითხრა რომ ეშინოდა, თუმცა ეს გრძნობა საქმეზე ხელის აღებას ვერ აიძულებს.მთავარია მათ არაფერი დაუშაონ და უკვე აღარც ვნაღვლობ იმ ბანდის დაკავებას. გასულ ღამეს ის სიზმარში ვნახე, საავადმყოფოს სცენა ზედმეტად ღრმად დამელექა გონებაში,ის დღე მოსვენებას არ მაძლევს, იქნებ ჰარის დაველაპარაკო, რამდენჯერაც მას ვნახულობ თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ვიცი, ძალიან გაბრაზდება, მაგრამ ეს გრძნობა აღარ შემჭამს და როგორმე მოვგვარდები მასთან.
ჰარის როდისღა ვნახავ, ორი დღეა არ გამოჩენილა.
-საყვარელო,რაზე ჩაფიქრდი?- ჰენრის ხმა ჩამესმა, ღრმად ჩავისუნთქე და ავხედე.
-შენი აზრით ზეინი შეძლებს?
-უნდა შეძლოს, რადგანაც ასეა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული,ეს უნდა გააკეთოს.
-შენ მას შეხვდი?
-ჰო.
-როდის? მე რატომ არ მითხარი?
-აღარ ჩავთვალე საჭიროდ ისეთი დატვირთული დღეები გვქონდა.
-ჰენრი..ის ვიღაცები საიდან გიცნობენ?
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
-რატომ,ეს ხომ მეც მეხება.
-ელისაბეტ.- გაღიზიანევულმა გამომხედა. წამოვდექი და ოთახიდან გავედი გაბრაზებული.რატომ მიმალავს არ მესმის, ასეთი რა კავშირი ჰქონდა მათთან რომ ვერ იძახის. მთელი ბავშვობა მასთან გავატარე, გვერდიდან არ მშორდებოდა,არც ერთხელ შემინიშნავს რაიმე ისეთი. დავიღალე უკვე ამ ტყუილებით და დამალვებით.
სჯობს ჰარისთან წავიდე,ის მაინც მეტყვის რა ხდება.
-სად მიდიხარ?- როდესაც გასასვლელისკენ წავედი ჰენრი გამომყვა.
-სასეირნოდ.
-მარტო?
-ჰო.- ამოვიოხრე და გამოვედი.
რამოდენიმე მილი გამოვიარე ფეხით,ავტობუსის გაჩერებიდან ძალიან შორს არის ჩვენი სახლი,რა უაზრობაა.
ოც ნომერს გავყევი, თუმცა ჰარის ოფისამდე მისასვლელად გადაჯდომა მომიწია. გზა ძალიან დამღლელია, თანაც ასეთ ცხელ ამინდში, ირგვლივ ხალხის სუნი ირევა,საზიზღრობაა.მეტროთი რატომ არ ვსარგებლობ ხოლმე, მეთვითონ არ ვიცი.
როდესაც მის ოფისში შევედი შემოსასვლელში მყოფი მდივარი მომესალმა.
-ჰარი აქ არის?
-ჰო,შეხვედრაზეა.
-ოთახში დაველოდები.
-კარგი.- ჰარის კაბინეტში შევედი და მის სავარძელში მოვთავსდი.
მიყვარს აქ ყოფნა ყველგან მისი სურნელი ტრიალებს.
ვიდრე ველოდები დროის გაყვანის მიზნით პირველი უჯრა გამოვაღე, რაღაც ქაღალდები აწყვია. მეორე უჯრა გამოვწიე იქაც ქაღალდები ეწყო,როცა უნდა მიმეხურა რაღაცას მოვკარი თვალი. ფურცლების ქვეშ იდო. ნელა გამოვაძვრინე,როცა დავხედე გამეცინა.
-ეს რა არის.- სიცილით ვთქვი. ჩემი სურათია,როდის გადამიღო მძინარეს?- ოჰ,ჰარი..- სურათი უკან დავაბრუნე. უსაქმურად სკამზე დავიწყე ტრიალი, თუმცა დიდი დრო არც გასულა კარის სახელურის ხმა რომ გაისმა, ეგრევე წამოვდექი.
შიგნით შემოსულს დიდზე გაეღიმა.
-აქ საიდან აღმოჩნდი?- გამეცინა მასზე,მივირბინე და კისერზე მოვეხვიე, ეგრევე დაოხარა და მაკოცა.
-მომენატრე.
-პატარავ..-ხელახლა მაკოცა,იმ წამსვე ავყევი. საჯდომზე მომკიდა ხელი და ძლიერად მომიჭირა ზედ, ნელ-ნელა უკან მიბიძგა, რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი მაგიდას მივეყრდენი,ზემოდან შემომსვა, თუმცა ოდნავ გამოვიწიე.
-უნდა დაგელაპარაკო.
-ჯუნ..ჯერ ეს გავაკეთოთ, შემდეგ მითხარი,რაც გინდა.
-გთხოვ.. შეიძლება ამის მერე სურვილიც არ გქონდეს?
-მჰ.. ასეთი რა არის?
-ზეინის საავადმყოფოში მონახულების დღეს, მას ვაკოცე.. უფროსწორად ეს ორივემ გავაკეთეთ,არ ვიცი ეს როგორ მოხდა,თავს დამნაშავედ ვგრძნობ, აღარ შემეძლო დამემალა.- ჰარის სახე მაშინვე შეეცვალა,გუგები დაუწვრილდა მოულოდნელობისგან,რაც კოცნა ვახსენე ჩემგან ოდნავ გაიწია და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-გთხოვ, რამე მითხარი..- თვალებში შემომხედა,რაზეც ადგილზევე გავშრი, სუნთქვა შემეკრა და ხელის გულები გამიოფლიანდა.
-ეს რატომ გააკეთე?
-არ ვიცი, მართლა..
-თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ მე ნიკოლს ვაკოცე,ნუ მან მაკოცა, თუმცა წინააღმდეგობა არ გამიწევია.- ახლა ორმაგად შემეკრა სუნთქვა, ვისზე უფრო ვბრაზობ,საკუთარ თავზე თუ ჰარიზე. თვალი ავარიდე, რადგანაც გაუაზრებლად ამიცრემლიანდა.
-რატომ ტირი.
-არ ვტირი.- ქვედა ტუჩზე ძლიერად ვიკბინე.
-მოდი ჩემთან.- ოდნავ გავხედე, როდესაც მოიწია მაგრად ჩამიხუტა.
-ვიცი,მის მიმართ არაფერს გრძნობ,რასაც ჩემზე და ის კოცნაც უბრალოდ გაუაზრებლად მოხდა. ვიცი,მას მოსწონხარ და ვერ დამაჯერებ იმაში რომ პირველი მან არ გააკეთა ეს.
-ჰარი..
-ჩშ..ის ჩვენ გვჭირდება,გესმის?
-მაგრამ..
-ელისაბეტ, ორივემ დავაშავეთ ერთმანეთის მიმართ, მაპატიე თუ გაწყენინე და მეც გაპატიებ. ჩემო პატარავ,ამაზე აღარ ინერვიულო. მიხარია რომ მითხარი. თავი ავწიე და თვალებში შევხედე.
-ჰარი, მე..- არ დამაცადა თითი ამაფარა ტუჩებზე.
-არაა რამის თქმა საჭირო.- მოიწია და ათრთოლებულ ტუჩებზე მაკოცა, შემდეგ ისევ ჩამეხუტა.
-რაღაც მაინტერესებს..რაზეც ჰენრი არ მელაპარაკება.
-გისმენ.
-რა კავშირი აქვს მას იმ ბანდასთან?
-არ ვიცი.
-ჰარი..კარგი რა.
-პატარავ,რომც ვიცოდე,რადგანაც ჰენრი არ გელაპარაკება, ესეიგი ასეა საჭირო.
-ის მაინც მითხარი, რომ იცი..ნუ მატყუებ.
-ვიცი, მაგრამ შენივე უსაფრთხოების და კარგად ყოფნისთვის ასეა საჭირო.
-კარგი,გენდობით,თანაც ვიცი, აუცილებლად მეტყვის ჰენრი.
-არ აპირებ ტირილს?- უარის ნიშნად გავაქნიე თავი.
-კარგი მაშინ.- ჩემგან გაიწია და გაბრუნდა,როდესაც
კარს მიუახლოვდა მაგიდიდან
ჩამოვხტი. მოულოდნელად
გასაღები გადაატრიალა და მობრუნდა.
-მაგიდაზე!- დაბნეული ზედ შევხტი. მომღიმარი მომიახლოვდა,დაიხარა და ყელზე დამიწყო კოცნა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,მისი შეხების გამო მთელ სხეულში გამაჟრჟოლა.
-კარგი სურნელი გაქვს..- მოულოდნელად თმაზე დამყნოსა, გამეღიმა მასზე.სახე ავაწევინე და შევხედე.ლოყებზე ნაზად მოვეფერე, თვალები დაეხუჭა,შევნიშნე ტუჩებე ღიმილი შემოეპარა,მივიწიე და ვაკოცე.უბრალოდ ყურების დროს მითრთის სხეული,შეხებისას კი ორმაგად მიხურს და მუცელში სასიამოვნო გრძნობა მივლის. კაბა ნაზად ამიწია,ხელი საცვალში ჩამიყო, შემდეგ კი სველ ორგანოზე გადამატარა თითები. სუნთქვა გახშირებულმა ტუჩზე ვუკბუნე, ორივემ ერთდროულად ამოვიგმინეთ.
-მჰ..- მინდოდა თითები კულულებში შემეცურა, თუმცა თმა აწეული ჰქონდა. ვიდრე მეორე ხელით შარვლის შესაკრავს იხსნიდა, მანამდე თმის სამაგრი მოვაძრე,თმა სახეზე ჩამოგვრყარა.
-ასე მომწონს.- ამოვიბუტბუტე და ნაზად გადავუწიე უკან.წელზე შემომხვია ხელი და საჯდომით მისკენ მიმწია,დაბლა დაიხარა და მუცელზე მაკოცა, ქვემოთ ჩაუყვა, ბარძაყზე რამოდენიმე სველი კოცნა დამიტოვა, შემდეგ ფეხები გამაშლევინა და ახლა მეორე ფეხზე,მუხლიდან ბარძაყამდე სველი ტუჩების ამბორით ამოუყვა. სხეულში ღიტინის შეგრძნება სიამოვნებას შეერია,რის გამოც ფეხები ამიკანკალდა.
-ჰარი..- ამოვიკვნესე თუ არა ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
-უკან გადაიწიე,პატარავ.- უსიტყვოდ გავაკეთე,რაც მითრა,იდაყვებითა და ხელებით კარგად დავეყრდენი მაგიდას,ცალი ფეხი მაგიდაზე დამადებინა,ახლოს მოიწია და ტუჩები მომაბჯინა, ორგანოს ენა ნაზად გადაატარა რამოდენიმეჯერ, შემდეგ კი მოწოვა და ღრმად ამოიგმინა. მოზღვავებული სიამოვნების ადრენალინისგან ფეხებში ისეთმა გრძნობამ დამიარა, თითქოს შიგნიდან ჭიანჭველათა ჯოგი დარბოდა,ფეხსაცმლის შიგნიდან დავიწყე ფეხის თითების წვალება,ხან ძლიერ ვკეცავდი,ხან ვშლიდი. თავი უკან გადავწიე,მისი ყურება მეტად მაგიჟებს.
-აჰ..-ვეცადე ხმადაბლა ამომეკვნესა ეს ძალიან რთულია, თუმცა არ მინდა ჩემი ხმა გავიდეს ოთახიდან. ჰარი ისევ აწვალებდა ენით ჩემს სველ ორგანოს,კლიტორზე სწორ ან წრიულ მოძრაობებს აკეთებდა. ფეხი გაუაზრებლად შემოვადე მხარზე,მეორე ხელითაც ჩავაფრინდი თმაში და ძლიერად მოვქაჩე ჩემკენ იმის ნიშნად, რომ ეს მალე დაემთავრებინა,ორგანიზმი უკვე ითხოვს ამას, შიგნიდან ცეცხლი მიკიდია.
-ცოტაც!- ვეღარ გავუძელი და ოდნავ წამოვიყვირე,ჰარიმ ეგრეცე ამოაცურა ცალი ხელი და მკერდი ბიუსჰალტერიდან ამომიწია და მომიჭირა ზედ.- ჯანდაბა..- საკუთარი ხმა გაორებულად ჩამესმა ყურებში.თვალები ძლიერად დავხუჭე. აკანკალებული ფეხი მაგიდიდან ჩამიცურდა, მეორეთი კიდევ მთელი ძალით მოვიზიდე ჰარი. ეს უკვე პიკია..ეს ბოლოა.
-ასე..ასე..ვსო..- აკანკალებული,გამწყდარი ხმით ძლივს ამოვიკვნესე მთელ სხეულში დამაჟღჟოლა. ღრმად სუნთქვა დავიწყე. ნასიოვნები ვიდრე ვცდილობდი სული მომეთქვა,ჰარიმ სხეულზე დამიწყო კოცნა. მენჯიდან მუცლამდე ამოუყვა.
-დაიმშვიდე სხეული?- მომღიმარმა გავხედე,წამოვჯექი და ძლიერად შემოვეჭდე ფეხებით წელზე.
-მენატრებოდი.- ყურში ჩავჩურჩულე, ლოყები დაეჩხვკიტა ღიმილისგან,ჩემს ყურთან მოიწია,უნდოდა რაღაც ეთქვა, თუმცა ხმა გაუწყდა, რადგანაც შეხსნილი შარვალი ოდნავ ჩავუწიე და პენისზე შევეხე,ნაზად ავამოძრავე ხელი.
-ოჰ..მეც ძალიან მენატრებოდი..უშენოდ უკვე ერთი დღეც ვერ ვძლებ.- ჩუმად მიჩურჩულა, შემდეგ კი იქვე დამიწყო კოცნა. როდესაც ხელის მოძრაობა გავახშირე სუნთქვა შეეკრა,თავი ასწია და ოდნავ უკან გადასწია.
-ჯუნ..- ქვედა ტუჩზე იკბინა.
-პატარავ,მინდიხარ..
-მეც..- ზემოდან დაიხედა,ცერა თითი გადავატარე თავზე,რაზეც ღრმად ამოისუნთქა.
-ჩამოხტი მაგიდიდან.- ზემოდან ჩამომსვა თუ არა მისგან ზურგით დამაყენა. საჯდომი ოდნავ ავბზიკე, რაზეც სიცილით მომარტყა ხელი.მაგიდაზე მიმაყრდნო,ხელები ზედ დამაწყობინა და ოდნავ მომხარა.მალევე ვიგრძები, როგორ ამატარა ვაგინაზე გამაგრებული ერექცია, შემდეგ კი ჩემში შემოვიდა.
-აჰ..- როდესაც მოძრაობა დაიწყო სხეულში ხელახლა დამენთო ცეცხლი, თითქოს ჩამქრალი ნეკერჩხლიდან მეტად მოგიზგიზე კოცონი დაანთესო. ვგრძნობ,შიგნიდან პეპლების გაორმაგებულ ფრიალს, თითქოს გამოშვებას ითხოვენ, თუმცა ერთ სივრცეში არიან გამოკეტილნი. ჰარის თითოეული შეხება ჩემში ამდენ რაღაცას რანაირად იწვევს ერთდროულად.
-ამის დედაც!-უეცრად მარცხენა დუნდულაზე მწარედ მიჩქმიტა,რის გამოც წამოვიკივლე.
-ჰარი..-ხმამაღლა ამოვიკვნესე,რა წამსაც პირზე ამაფარა ხელი.
-ჩშ..პატარავ,ჭორიკნებს ნუ მივცემთ საბაბს ჩვენზე ილაპარაკონ.- ნაზად განაგრძო ჩემში მოძრაობა. ხელი ხელზე დავადე,რომლითაც პირზე ოდნავ მეჭიდებოდა.
-წამოდი..- მალევე გაჩერდა და დივნისკენ წამიყვანა,მანიშნა დაწექიო, თუმცა თავი გავაქნიე.
-შენ დაწექი.- წარბი ამიწია, თუმცა მაინც დაწვა,მის ზემოდან მოვთავსდი.
-როგორი დამჯერი მამიკო ხარ..- პენისზე გავეხახუნე,რაზეც ჩაეცინა.
-გინდა რომ აქვე გაკივლო?
-სიამოვნებით, თუმცა ხომ იცი,ჭორიკნები არიან ამ კარის მიღმა.
-ასეა..- ისევ ჩაიცინა. მისკენ დავიხარე და ტუჩებზე ვაკოცე,ამით კი მან დრო იხელთა და ხელახლა შემავსო, ამ ჯერად მე დავიწყე მოძრაობა. ვცდილობდი არ მეჩქარა,მასსავით ნაზად მექნა ყველაფერი, რადგანაც ამ მომენტში ეს ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა.
-ასე,ჩემო პატარავ..კარგია..- ენა ენაზე გადამატარა, პარალელურად საჯდომზე მეფრრებოდა.
-დამცავი არ მიკეთია,ჯუნ..როცა გეტყვი..- ტუჩებზე ავაფარე ხელი, მხოლოდ თავი დავუქნიე. მეორე პიკთან ძალიან ახლოს ვარ, ძლიერად დავეყრდენი მხრებზე და გავსწორდი. თავი უკან გადავწიე თუ არა,იმის მაგივრად რომ ჰაერი ჩამესუნთქა,თავბრუ დამეხვა...
-აიჰ...- ფრჩხილები მაგრად ჩავასე კანში,რაზეც შეიკურთხა.
-ამის..ჯუნ?
-მაპატიე..
-კარგად ხარ?
-ჰო..- თავისკენ ხელმეორედ დამხარა,ძლიერად გამაკავა და ბიძგები ააჩქარა. ვერც გავიაზრე ისე ამიკანკალდა ფეხები. პიკამდე ხელმეორედ მისვლამ სხეული მეტად ამითრთოლა, რის გამოც ჰარის თავი ჩამოვადე მხარზე,ამის მიუხედავად მოძრაობა არ შეუწყვიტავს.
-პატარავ..- თავს ძალა დავატანე,მისი დახმარებით მუხლებზე გადავაჯექი.
-ოჰ..შემდეგში დამცავი უნდა გავიკეთო..ასე რთულია.- ოხცრით თქვა.დივნის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო, რომ თავბრუს ხვევა შემიწყდეს.- კარგად ხარ?- ჩემკენ მოიწია და ლოყაზე მომადო ხელი.
-ჰო..ჰო..- გამეცინა და გავხედე,მივიწიე და მოვეხვიე. უკან გადაიწია ისევ.
-თავბრუ დაგეხვა?
-ჰო,ცოტათი.
-არადა სუსტად არ გამოიყურები, ალბათ დაიღალე.- ბოლო სიტყვა სიცილით თქვა,რაზეც ოდნავ მხარზე დავარტყი.
-ჩავიცვათ..- ჩავჩურჩულე და იქვე დავუტოვე კოცნა, თვალებდახუჭულს გაეღიმა. წამოვდექი, ჩემი ნივთები ავიღე და ნელ-ნელა დავიწყე გამზადება.
-პატარავ,გინდა მძღოლს დავურეკო?
-მოიცადე,დავფიქრდე..-გარეთ გავიხედე, თუმცა ეგრევე თავისკენ მიმატრიალა.
-გინდა,გინდა..- კომპანიის ტელეფონი აიღო,მაგიდის კიდეს ოდნავ ჩამოჯდა და მოიხარა.
-გამარჯობა,კევინ,მინდა ელისაბეტი მიიყვანო სახლში.- ყურმილის მეორე მხრიდან ხმა არ ისმოდა, თუმცა ჰარის მოჭუტულ თვალებს რომ შევხედე გამეღიმა,ტუჩებიც მომუწა და თავი დააქნია, თითქოს ჩემ გარდა ვინმე დაინახავდა ამას.
-კარგი,კევინ..- დაკიდა ყურმილი და გამომხედა.-სამრეცხაოდან გამოიყვანს მანქანას და მოვა.
-არაა პრობლემა, მანამდე შენთან ვიქნები..- დიდზე გავუღიმე და მისთვის მოულოდნელად ჩავეხუტე.
-შენს დანახვაზე ყველა დარდი მავიწყდება.- ვიდრე მის ყელში მქონდა ცხვირი ჩაყოფილი,ამოვიდუდღუნე.- ესაა მიზეზი იმის,თუ რატომ ვიყავი შედარებით მშვიდი ემოციურად, ბოლოს მომხდარიდან.
-ჩემო ცხოვრებავ..ამდები წლიანი ცხორებიდან, რამდენი ქალი მყოლია, თუმცა შენ ყველასგან განსხვავდები, ალბათ ესაა მიზეზი, რატომაც მომწონხარ.
-მხოლოდ ეს?
-ნუ..რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზიც ხარ, თუმცა ეს ფიზიკური სიამოვნებაა.
-ესე იგი, ჩემი შინაგანი სამყარო მოგწონს?
-მე ის მიყვარს, ძალიან სუფთა და წმინდაა ჩემთვის.
-ჰარი,შემთხვევით ამ წამს სიყვარულში ხომ არ გამომიტყდი?
-რა?არა..?
-ჰო..რა ვიცი,ხომ იცი,მთავარი პირობა,არ უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.- ცხვირი ავიბზუე და ჰაერი ღრმად გამოვუშვი პირიდან.
-და შენ? ამ სიტყვებით რაიმე მსგავსი იგულისხმე?- როცა პასუხი უნდა გამეცა ტელეფონმა დარეკა,უცებ აიღო ყურმილი.
-მადლობა,სინდი.- უთხრა მისაღებში მჯდომ მდივანს და გაუთიშა.- მძღოლი მოვიდა.
-კარგი.- შევბრუნდი და კარისკენ წავედი, როდესაც გამოვაღე კარი ისევ დაიხურა.
-უიჰ..რას აკეთებ.- ოდნავ გავხედე.
-კითხვაზე მიპასუხე.
-თითქმის,მაგრამ ჩემს ნათქვამზე იფიქრე.ცოტა თავსატეხი არ გაწყენდა.- გავუღიმე და კარი გავაღე, ვიდრე გაოცებული იდგა და მიყურებდა მოცინარი გავედი კაბინეტიდან.
მძღოლი გარეთ მელოდებოდა, ამიტომაც აღარ ვალოდინე და სწრაფად გავედი.
KAMU SEDANG MEMBACA
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fiksi Penggemarფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.