თავი ოცდამეთექვსმეტე

335 28 11
                                    

გარეთ წვიმა დაიწყო, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ უკვე დროა უკან დავბრუნდე. მაჯის საათს დავხედე,ხუთი საათი დაწყებულა, ალბათ ჯულია მოვიდოდა თავის დაქალთან ერთად,მეც დავუძახე ერთ ჩემს თანამშრომელს, ალბათ მოვა ისიც. ტაქსით ერთ-ერთ რესტორანში გავიარე,სადაც ნამდვილად ვიცი კარგ კერძებს ამზადებენ. რაღაცები შევუკვეთე, რისი მომზადებაც ნამდვილად დამეზარება,სალათების თავი არ მაქვს,პიცას კიდევ მე მივხედავ იმდენად მიყვარს,სხვას ვერ გავაკეთებინებ.
დატოვებული შეკვეთისა და მისამართის შემდეგ სახლში წავედი, ჩემდა საბედნიეროდ შინ დაბრუნებიდან ნახევარი საათის მერე მოვიდნენ გოგონებიც.
-გილოცავ დაბადების დღეს,ჩემო ლამაზო.- მითხრა ჯულიმ და გადამეხვია.
-მადლობა.- თბილად გავუღიმე და შევიპატიჟე სტუმრები.
-იმედია გახსოვს ჩემი მეგობარი,ჯოზი.- კიდევ ერთხელ მივესალმე და მისი მოლოცვაც მივიღე.
-ჩემით არაფრის კეთება არ დამიწყია,იცოდეთ რომ რესტორანში შევუკვეთე.
-მაგაზეც რატომ წუხდები,გოგონები ვართ მაინც ბევრი რა უნდა გვინდოდეს.
-მაინც,იყოს რა,საჭმელია, ყოველთვის საჭირო იქნება.- ამაზე გაიცინა და მხრები აიჩეჩა.
პიცის მზადება დავიწყე,ჯულია კიდევ თავისი გეგმების შესახებ მიყვებოდა ყველაფერს,როგორი კაბა უნდა,ქორწილი,თაფლობის თვე.
-ქორწილამდე მუცელი ალბათ საკმარისად გამეზრდება.- თქვა მომღიმარმა.
-ძალიან ლამაზი იქნები, მაგრამ თუ მუცელი გაგეზრდება,კაბის შეკერვა როგორ მოესწრება?
-ორი კვირით ადრე მაინც დავიწყებ ამაზე ზრუნვას,თუ არადა ერთ-ერთი ისე მაინც მექნება არჩეული, რომ რამე იყოს და უცებ ვიყიდო.
-ღმერთო,ჯულია.- სიცილით გავხედე.
-შენ რას შვრები, შეყვარებული არ გყავს?- მკითხა ჯოზიმ.
-არა,თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ,არ მინდა ქაოსი. ჯერ-ჯერობით ასე ვამჯობინებ ყოფნას.
-როგორც ჩანს ქაოსური ურთიერთობა გქონდა წარსულში, ამიტომაც გგონია მასე.- მის ნათქვამზე ძეხვს დანა უხეშად დავუსვი,საჭრელ დაფაზე ხმაურიანად დატკაცუნდა.
-ეს დანა მგონი ბლაგვდება.- თავი ვიმართლე და ორივეს ავხედე,ჯული შეწუხებული სახით მიყურებდა, ყველაზე მეტად ეს არ მიყვარს.- ღვინო კიდევ გინდა?- ჯოზის ვკითხე მას შემდეგ,რაც ჩემი ჭიქა გამოვცალე.
-არა, ჯერჯერობით.- თავი დავუქნიე.
პიცისთვის გამზადებული ცომი ღუმელში შევდე.
-საღამოსკენ ბიჭებს დავუძახოთ არ გინდა?- მკითხა ჯულიმ.- კრისი,დევიდი,ჰენრი.- შოკოლადი ჩაიგდო პირში და მომღიმარმა გამომხედა.
-კარგი,არაა პრობლემა, რომ მითხარი გოგონებიო მაგიტომ აღარ ვუთხარი მათ. დავურეკავ ახლა და საღამოსკენ საჭმელიც გვექნება.- თავი დამიქნია.
მისაღებში გავედი, ტელეფონი ავიღე და კრისს დავურეკე.
-გისმენთ.
-კრის,მე ვარ.
-ელისაბეტ.. რომ გირეკავ სად ხარ?
-ხომ იცი,სასაფლაოზე ვიყავი..
-აა,ჰო.. აღარ მახსოვდა უცებ.
-მისმინე,დევიდთან ერთად არ გინდა მოხვიდე? პატარა წვეულება გვაქვს.
-ღმერთო ჩემო..წვეულებაო. აბა რას ვიზამ, აუცილებლად მოვალ.- მის ხმაში ბედნიერრბა ვიგრძენი,რამაც დიდზე გამაღიმა.
-გელოდებით საღამოსკენ,შვიდზე ან რვაზე,როცა გინდათ.
-კარგი,კარგი..- მალევე გავუთიშე. მიუხედავად იმისა, რომ დევიდს ისიც ეტყოდა,მე მაინც დავურეკე.
-გისმენ,ელ..
-დევიდ..როგორ ხარ?
-კარგად,ძვირფასო,შენ?
-მეც, არამიშავს. მისმინე, წეღან კრისსაც ველაპარაკე და დიდი ალბათობით ისიც დაგირეკავს.შვიდ ან რვა საათზე,როცა გადაწყვეტთ,გამოიარეთ ჩემთან,პატარა წვეულება მაქვს.
-ოჰ..რა თქმა უნდა,მოვალ.- მოცინარმა ამოილაპარაკა.- მანამდე პატარა პრესკონფერენცია მაქვს ჩასატარებელი,თუ შემაგვიანდა არ გეწყინოს, ვეცდები დროულად მოვიდე.
-არა,კაცო..არ აჩქარდე, როცა მოახერხებ მოდი.
-კარგი,შეხვედრამდე მაშინ.- გავუთიშე თუ არა,გოგონები მოვიდნენ, მათთან ერთად ჩემი კოლეგა, სინდიც იყო, როდის მოვიდა ვერც გავიგე.
-ჰეი.. გილოცავ დაბადების დღეს.- მომღიმარი გადამეხვია და საჩუქარი მომაწოდა.
-მადლობა, მიხარია აქ რომ ხარ.- გამიღიმა დიდზე და ჩამოჯდა.
-ჰენრის მე დავურეკავ,ჩემს ვიტამინებსაც დავაბარებ, საღამოს უნდა დავლიო და..- თავი დავუქნიე. მან ეგრევე გადაურეკა, მალევე კი ყურმილი მომაწოდა.
-ჰენრი..ჯულის სახიდან გამომდინარე რაღაც ხდება ხომ?
-არა..ისეთი არაფერი,ჩემს მანქანას ჯიპმა დაარტყა და ახლა სახელოსნოში უნდა წავიდე,ჰარის ველოდები.
-ქალაქში არ ხარ?
-არა, მაგრამ აუცილებლად მოვალ,როცა მოვგვარდები.
-რითი წამოხვალ.
-ჩემი ძმა წამომიყვანს, ხომ იცი,ტაქსებით მგზავრობა არ მიყვარს.
-კარგი,იცოდე მოდი,თორემ ხმას არ გაგცემ.- ჯულის მომღიმარმა გავხედე,მასაც გაეცინა ჩემს მანიპულირებაზე.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Where stories live. Discover now