თავი მეთერთმეტე

603 31 4
                                    

→რამოდენიმე დღის შემდეგ←
სახლის უკანა ეზოში,სადაც დიდი აუზი უდგას ჰენრის,  დავრეკეთ მე და ლუსიმ რომ მთლიანად გაეწმინდათ,როცა ბიჭები მოვიდნენ და საქმე დაიწყეს ოთახში ავირბინე, გასარუჯად მზადება დავიწყე.
საცურაო კოსტიუმი,ზეთი და საჭიროების შემთხვევაში სათვალეც ავიღე. ამ მხარეს საერთოდ არ ჩანს სამეზობლო, ამიტომაც ჩვეულებრივ, მოურიდებლად შემიძლია ტანტალი ისე, როგორც მინდა.როდესაც ფანჯრიდან გადავიხედე წყლით ავსებდნენ აუზს,მომღიმარმა ავკრიფე ყველაფერი და ოთახი დავტოვე.
-ლუსი,ეზოში გამოხვალ?
-ჰო.- როცა წიგნი აიღო ჩამეცინა,სულ ასე აკეთებს. შეზლონგზე მოკალათდება,ქოლგას ამოეფარება რომ არ დაეწვას თავისი ლამაზი ქათქათა კანი,გადაშლის წიგნს და წაიკითხავს,შესაძლოა ხმამაღლაც დაიწყოს, რომ მეც გამაგონოს,ნუ ასე მაშინ აკეთებდა, როცა თორმეტი-ცამეტი წლის ვიყავი.
როდესაც აუზი წყლით აავსეს ლუსიმ საფასური გადაიხადა, შემდეგ კი გასარუჯად გავედი.

→ჰენრის თვალთახედვით←
-აჰ.. პატარავ, ისეთი კარგი ხარ!- ვვოხრავ და მთელი ძალით ვეხეთქები ჩემს თანაშემწეს ფეხებშუა,რესტორნის საპირფარეშოში.
-მისტერ სტაილს..- ჩემს სახელს ხმამაღლა კივის და პიკს აღწევს, რამოდენიმე წუთში მეც ვათავებ,რის გამოც თავი უკან გადავწიე და ღრმად ამოვისუნთქე ჰაერი.
-ყოველჯერზე მაოცებთ..- ჩაიცინა და ყელზე მაკოცა.
-სჯობას გავიდეთ, ალბათ მერის შვილი მოვიდა უკვე.- თავი დამიქნია,სწრაფად მოვწესრიგდით და ბართან შეკვეთილი სასმელით დავუბრუნდი მაგიდასთან.
-მისტერ სტაილს,გაიცანით ჩემი ქალიშვილი,ჯულია რუდერი.- მერიმ თავისი ქალიშვილი წარმიდგინა,გოგონას შემხედვარე კიდევ წამით გავშტერდი.
-სასიამოვნოა..- გონს მოგების შემდეგ სიცილნარევი სახით ოდნავ გავაქნიე თავი და ხელი ჩამოვართვი.
-ჩემთვისაც,მისტერ სტაილს.
-უბრალოდ ჰენრი დამიძახე.
-კარგი.- მაგიდას ჩვეულ მივუსხედით,ჯულიას თვალს ვერ ვწყვეტდი,ასე მიშტერებისაც მრცხვენია,ჩემზე რამე ცუდი არ იფიქროს. მერი დედაჩემის კლასელი იყო,როგორც ისინი მიყვებოდნენ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ,ახლა კიდევ მოსალაპარაკებლად მოვიწვიე, შემთხვევით შეხვედრისას მითხრა და განვიხილეთ რომ შვილი ჰყავდა,ბიზნესის განხრით განათლება მიღებილი, შევთანხმდით რომ საუბრით გადავწყვეტდი საქმეში ჩავრთავდი თუ არა თავის შვილს.
ჯულია,მეტრა სამოცდახუთი მაინც იქნება სიმაღლეში, გამხდარი და შავგვრემანი გოგონა,მუქი წაბლისფერი თვალებით, ლამაზი გამოხედვით,ახლაც მიყურებს.
-ჰენრი,ახლა რა პროექტზე მუშაობთ?
-ჯერჯერობით არანაირი პროექტი არ მაქვს შედგენილი,მარტო ვარ აქ ჩემს თანაშემწესთან ერთად.- ლილიანზე ვანიშნე,ერთმანეთს ღიმილიანი მზერით დაუკრეს ოდნავ თავი.
-ჩემი დოსიე მოგიტანეთ,გადაავლეთ მოგვიანებით თვალი,სწორად ჩავთვალე რომ მომეტანა ეს.
-აუცილებლად გადავხედავ, ახლა ცოტაოდენი მომიყევი შენზე.
-ოცდასამი წლის ვარ, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მაქვს,გამოგიტყდებით სერიოზულ ბიზნესში არასდროს ჩავრთულვარ, მხოლოდ სასწავლო პროგრამებსა და პრეზენტაციებზე. ტუტორი ვიყავი ორი წელი,სტუდენტებს ლექციებს ვუტარებდი და ახლაც, ხანდახან, როცა რაიმე მნიშვნელოვანი დღეა საყოველთაო თემებს განვიხილავ.
-ძალიან საინტერესოა, უნივერსიტეტში მეც ვიყავი ტუტორი, თუმცა იმდენად არ იყო ეგ ჩემი საქმე რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი მყავდა.- სიცილით ვთქვი და ღვინო მოვსვი.
მათთან ერთად შუადღის სამამდე გავატარე დრო, მთელი ორი საათი დაუღლელად ვსაუბრობდით.
-დოსიეს გადახედვის შემდეგ დაგიკავშირდები.
-კარგი,მიატერ.. უფროსწორად,ჰენრი.- ოდნავ დაბნეულმა თქვა, ვიდრე მანქანაში ჩაჯდებოდა ხელი დამშვიდობების სახით კიდევ ერთხელ ჩამოვართვი.
სახლში დაბრუნების შემდეგ ჰარისთან დავრეკე,უკვე ერთი კვირა გავიდა რაც არ მინახავს ისინი.
-გისმენთ.
-ჰაროლდ.
-ოჰ,ჰენრი.
-რას შვრები,ძმაო?
-ოფისში ვარ, წეღან ვიყავი შენთან, ყველაფერი რიგზეა.
-ძალიანაც კარგი,ელისაბეტი ხომ კარგად არის?
-ჰმ..ის შესანიშმავადაა.- ჩაიცინა ,რაზეც თვალები ავატრიალე.
-იმედი მაქვს ნერვებს არ უშლი,ბავშვია..
-ჩვენ უკვე მოვგვარდით, მაგრამ ხანდახან თვითონ მაბრაზებს!- სიცილი ამიტყდა, რაზეც ახლა მან ამოიგმინა.
-ენატრები,წუხელ შენს ოთახში ეძინა.
-ოუ..ხომ იცი,მას კოშმარები აწუხებს ხანდახან. მთხოვა რომ როცა ასე იქნებოდა ჩემს ოთახში დაიძინებდა.
-ეს ჩემთვის არ უთქვამს.. კარგი, გავითვალისწინებ.
-ჰარი, მადლობა რომ მასზე ზრუნავ.
-სამადლობელი არაფერია.
-კარგი,ახლა მას დავურეკავ.
-მიდი,მეტი შენთვის არ მცალია.- სიცილით თქვა და მალევე გათიშა.
ელისაბეტთან როცა გადავრეკე ლუსინდამ მიპასუხა,მითხრა რომ მეგობრებთან ერთად იყო პარკში გასული,ეს ფაქტი ძალიან მესიამოვნა, როგორც ჩანს აღარაა ჩაკეტილი სახლში და ცდილობს გაერთოს.
უსაქმურობისგან მოთენთილს გამახსენდა ჯულიას დოსიე,სწრაფად ავიღე და გადავშალე.
"ჯულია ელეანორ რუდერი, ოცდასამი წლის, ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით მიღებული მაღალი ხარისხის განათლება. ორ წლიან საუნივერსიტეტო პროგრამაში გაწევრიანებული ტუტორი."
ეს ყველაფერი თავისი უნივერსიტეტის რექტორისა და დეკანის შედგენილია, ვინაიდან არსად აქვს ნამუშევარი, ვერცერთი ოფისი დაუწერდა სხვა დოსიეს.
ვფიქრობ უნდა მივცე შანსი,რა თქმა უნდა,გოგონას ასეთი დახასიათებისათვის,ის ძალიან ლამაზია, თუმცა ოფისში ნამდვილად არ მჭირდება ლამაზი,გაუნათლებელი თანამშრომელი.
ტელეფონი ხელახლა ავიღე და რუდერებთან დავრეკე.
-გისმენთ.- ნაცნობი ხმის გაჟღერებაზე გამეღიმა.
-კიდევ ერთხელ მოგესალმები,ჯულია.
-ჰენრი..
-გადავხედე შენს დოსიეს და ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანხარ.
-დიდი მადლობა,მისტერ..კიარადა,ჰენრი.
-არაუშავს,მალე შეეჩვევი შენობით მომართვას..- ჩავიცინე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე.- ხვალ თუ გცალია შევხვდეთ,ოფისს დაგათვალიერებინებ.
-სიამოვნებით,რომელ საათზე?
-სამზე.
-კარგი,მისამართი?
-მოგაკითხავ.
-კარგი,მაშინ ხვალამდე.
-ხვალამდე,ჯულია.- ამოვილაპარაკე და ყურმილი დავკიდე.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora