თავი მეხუთე

727 33 6
                                    

→ორი კვირის შემდეგ←
დილით ადრიანად გამომეღვიძა, საკუთარი თავი მაოცებს,სკოლის დღეებში ვკვდები,ისე მეძინება, თუმცა შაბათ-კვირას იმაზე ადრე მეღვიძება ვიდრე საჭიროა. ვეცადე დამეძინა, თუმცა არაფერი გამომივიდა, ამიტომაც ისევ ადგომა გადავწყვიტე,მომშივდა.
თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი,ლუსი სამზარეულოში ფუსფუსებდა,ტოსტებს ამზადებდა.
-დილამშვიდობისა.- უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა, ამიტომაც გავიხედე,მის გაოფლილ სახესა და სამოსზე სახე დავმანჭე.
-როგორ ხარ,ლუსი.- ცალკე მიესალმა მას,ისევ ფრანგული აქცენტით.
-მადლობა,მისტერ სტაილს,კარგად.- პასუხი დაუბრუნა ლუსიმ და ტოსტში ჩადო პური.
-ყავას გამიმზადებ?- ზუსტად იმ მზერით გახედა,რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს.
-რა თქმა უნდა.- ლუსიმ მადუღარა აიღო, თუმცა როცა ონკანი მოუშვა წყალი არ წამოსულა,რაზეც წუწუნი დაიწყო.
-ბედის ირონია..- სიცილით ვთქვი და ჰარის გავხედე.
-არაუშავს, სამსახურში დავლევ.
-სამსახურში გადაივლებ წყალს?- რიცა ეს ვუთხარი წარბი ასწია მაღლა.
-მაპატიეთ, მისტერ სტაილს.
-არაფერია,ამაზე არ ინერვიულო.- მხარზე ხელი დაადო ლუსის,რაზეც ქალმა ამრეზად ახედა,არაფერი თქვა ისე გავიდა.
-ტყუილად ცდილობ..
-რა?
-ლუსისთან არ გამოგივა.
-რას ვცდილობ,ჯუნ?
-ძალიან კარგად იცი, ეფლირტავები შენზე ბევრად უფროს ქალს.
-ვეფლირტავები?
-დიახ.
-საყვარელო,შენ ჩემი ფლირტი არ გინახავს, თორემ ამას არ იტყოდი.
-შენი გაშიფვრა იმაზე ადვილია, ვიდრე გგონია.- ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა, თუმცა ამ დროს ჰენრი შემოვიდა,დამცინავმა შევხედე,თავის ძმასთან მივედი და ჩავეხუტე.
-რა მოხდა,ელისაბეტ?
-წუხელ, ღამე არ მინახავხარ,მომენატრე..
-საყვარელო..- ჩაიცინა და ისიც მომეხვია.
-დღეს კრისი უნდა ვნახო.
-რომელ საათზე მოხვალ?
-არ ვიცი.
-არ დააგვიანო, კარგი?
-კარგი.

→ჰარის თვალთახედვით←
სახლიდან პირდაპირ ნიკოლთან წავედი,როცა დამინახა გაუკვირდა,არ მელოდა.
-საშხაპე მჭირდება.
-იცი საითაც არის.- გამიღიმა და კარი დახურა. სწრაფად შევედი სააბაზანოში. ცხელი წყალი ძალიან მესიამოვნა. როცა უკვე ვასრულებდი,კარის ხმა მომესმა.
-ნიკოლ.
-ჰო,მე ვარ,- ჩაიცინა და კაბინაში შემოვიდა.- ძალიან მომენატრე..- ამოილაპარაკა და მხარზე მაკოცა.
-ახლა არ ვარ ხასიათზე.
-მე შენ მომენატრე..- ამოილაპარაკა და ხელები მომხვია, მკერდზე დამაწყო და მთლიანად მომეკრო.
-შხაპისთვის მადლობა,ახლა სამსახურში უნდა წავიდე.
-გეცლება დღეს, რომ გამოგიარო?
-დაგირეკავ თუ რამე.
-კარგი,საყვარელო.- ჩაიცინა და გაიწია. სწრაფად გავმშრალდი, გავემზადე,მერე კი წავედი.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz