→ორი კვირის შემდეგ←
→ელისაბეტის თვალთახედვით←
თითქმის მაისის თვეც მიიწურა, სულ რაღაც სამ კვირაში ჩემი დაბადების დღე მოდის, პერიოდი,რომელიც არ მიყვარს. ყველაზე მძიმე დღე, რისი გადაგორებაც ყოველთვის მარტოობაში მინდა,თუმცა ამის საშუალებას არავინ მაძლევს.
ამას ვაფასებ,ჰენრი,ლუსინდა,კრისი,
დევიდი და ახლა უკვე ჰარიც,მათთვის ძვირფასი ვარ,ცდილობენ უბედური მომენტები დამავიწყონ. სიმართლე ვთქვა,წინა წელს ჰარიმ ნაწილობრივ ეს შეძლო,სანთლები ჩავაქრე და ვინატრე თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომა. სასაცილოა,ნეტავ ამ წელს რას ჩავიფიქრებ,დინოზავრების ნახვას თუ უკეთეს ცხოვრებას. როგორ დავივიწყო ის დღე,როდესაც ვიღაცებმა გამიტაცეს და ჩემზე ძალა იხმარეს? არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ტკივილი მძიმედ და ღრმად იბუდებს ჩემში,რაც ყოველთვის მახსენებს თავს.
ის ადამიანი ხომ ჩემს გვერდით არის,ვინც ყველაზე ცუდად დამამახსოვრა საკუთარი სახე. შეჩვევის მიუხედავად,როცა მას ვუყურებ თვალწინ მიდგება ის მომენტი და მისი სიტყვები, რომ ისიც მსხვერპლია. არ ვიტყვი რომ არ მჯერა მისი, მაგრამ მიჭირს პატიება, ვფიქრობ ყველა ასე იქნებოდა.არ ვიცი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჰარისთან გატარებული დღეები მახსენდება,ეს თითქმის სულ ხდება, მაგრამ თავდაპირველი გამოჩენის პერიოდი სულ სხვაა. ყველაზე უხეში შეხვედრა, მომაბეზრებელი ირონიული ღიმილი და გამაღიზიანებელი საუბარი, ყოველდღე ერთი სული მქონდა მისთვის ნერვები მომეშალა,რაიმე მწარე მეთქვა მისი სიგველის შემდეგ, თუმცა, რატომღაც ამ ყველაფრის მიუხედავად, ისეთი დამპალი არ აღმოჩენილა,როგორადაც ვთვლიდი. ჩვენი პირველი კოცნა ყველაზე ამაღელვებელი იყო,სკოლიდან გამოგდების შემდეგ.
იმ დღეს ჰარი ყველაზე გამგებიანად მომიდგა, ვიდრე ლუსინდა ან ჰენრი, ალბათ მე მგონია ასე, მაგრამ ის სულ სხვანაირი იყო. მეშინოდა ჰენრისთვის რაიმეს თქმა, მაგრამ მან ითავსა ყველაფრის მოყოლა,ის არის ადამიანი, რომელსაც ვუთხარი,რაც მოხდა დაბადების დღის შემდეგ,მან კი უბრალოდ დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა. ეს მე მაქვს უცნაური კარმა, ჩემი "დამხმარე" ზეინი აღმოჩნდა,მან ხომ არც იცის ამის შესახებ.
![](https://img.wattpad.com/cover/255560275-288-k24689.jpg)
CZYTASZ
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanfictionფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.