თავი მეორე

658 37 4
                                    

ბიჭებთან ერთად პარკში წავედი,სასუსნავები რომ დაგვიმთავრდა და სალაპარაკოც ამოგვეწურა, სახლში წასვლა გადავწყვიტე. ჰენრი ალბათ უკვე შინ იქნება,მას არ უყვარს ჩემი გვიან დაბრუნდა სახლში, ზედმეტად ნერვიულობს რამე არ შემემთხვას.
-კარგი,ახლა უნდა წავიდე.
-კარგი,ხვალ გნახავთ სკოლაში.
-ხვალამდე.- ორივეს დავემშვიდობე და სახლის გზაზე წავედი. ეზოსთან მანქანა დამხვდა,რომელშიც რამოდენიმე საათის წინ ის კულულა ჩაჯდა. კარზე დავაკაკუნე,ჰენრიმ გამიღო,როცა დამინახა დიდზე გაეღიმა.
-დროულად მოხვედი.
-იცი..დღეს ვიღაც ტიპს შევეჯახე მაღაზიაში, ზუსტად ასეთი მანქანა ჰყავდა..- ჰენრის ვუთხარი და ვანიშნე,ჩაიცინა და ხელი მომხვია მხარზე.
-შენ სულ ვიღაცას ეჯახები,ცოტა ფრთხილად უნდა იყო.
-გეთანხმები.- გავუღიმე და მისაღებ ოთახში გავყევი.
-გაიცანი,ეს ნიკოლია.- დივანზე მჯდომი ქალბატონი გამაცნო, ქერათმიანი,სადა შავი კაბითა და წითელი ტუჩსაცხით.
-გამარჯობა,მე ელისაბეტი ვარ.- მან ხელი ჩამომართვა და გამიღიმა.
-სწორად ახლა ვსაუბრობდით შენზე.- ჰენრის მოცინარმა გავხედე.
-ნიკოლი ჩემი ძმის მეგობარია.- მითხრა ჰენრიმ.
-შენი ძმა?
-ჰო,ჰარი.. ალბათ არ გახსოვს.
-ჰო.. ალბათ.
-ჩემზე საუბრობთ?- უეცრად კარში ნაცნობი ადამიანი შემოვიდა.
-ჰო, ჰარი, გახსოვს ელისაბეტი?
-ის პატარა ბავშვი, ფუშფუშა ვარდისფერ კაბაში?
-ჰო, ოღონდ ამჯერად დაქალებულია.-ჰენრი მომეხვია და თავზე მაკოცა,მისი მკლავებიდან ისევ უცნობს გავხედე, რომელიც ასე ძალიან მეცნობოდა და ახლა გასაგებია რატომაც. ის თავის მეგობარს ამოუდგა გვერდში და მასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე, ძალიან ახლოს.
-ალბათ გშია,ლუსიმ შენი საყვარელი წვნიანი მოამზადა.
-არ მშია, ბავშვებთან ერთად იმდენი ვჭამე..
-კარგი,მაშინ ჩამოჯექი.- ჰენრის გვერდით დავჯექი და ნიკოლს გავხედე,ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული,ცალი ხელი თავის მუხლზე ედო,მეორე კი –ჰარისაზე, უეცრად ჩემი მზერა შეამჩნია და დაბნეულმა შემომხედა.
-რამე მოხდა?
-ძალიან ლამაზი სამაჯური გიკეთიათ ხელზე.- გავეკრიჭე,რაზეც ჩაიცინა.
-დედასგან მაქვს სამახსოვროდ.- მის ნათქვამზე გამეღიმა და ხელი ყელზე მოვიკიდე,დედასგან მეც მქონდა დატოვებული სამახსოვროდ საჩუქარი,ჩემს ათი წლის იუბილეზე..
მითხრა, რომ მის ბავშვობაში ბებიას ჰქონდა მიცემული,მან კიდევ თავისი საყვარელი ნივთი მე დამიტოვა.
-წყალს დავლევ..- ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა ხმა, თუმცა მსუბუქი ჩახველებით დავტოვე სტუმრები.
-ყველაფერი რიგზეა?- ჰენრის ხმა მომესმა, მხრები ავიჩეჩე მხოლოდ.
-ელისაბეტ..- მომიახლოვდა და მისკენ მიმაბრუნა.
-არაფერია.. უბრალოდ დედა გამახსენდა.-. ოდნავ მომღიმარმა, ამღვრეული თვალებით ავხედე,ყელსაბამი მაისურიდან ამოვაძვრინე და მუჭაში მოვიქციე.
-დამშვიდდი,საყვარელო.- გამიღიმა და ლოყებზე მომეფერა.
-ჰენრი,მივდივართ..- სამზარეულოში ნიკოლი შემოვიდა.
-ახლავე მოვალ.- გასძახა მათ.
ის რომ გავიდა ზემოდან დამხედა და ცხვირზე გამეთამაშა.
-რომ დავბრუნდები, აცრემლიანებული აღარ დამხვდე, თორემ მეწყინება.
-კარგი..კარგი.- ის მათ გასაცილებლად გავიდა,ცრემლები კარგად შევიმშრალე და წყალი დავლიე.
სტუმრების წასვლის შემდეგ სკოლის წიგნები ავიღე,ჰენრი მომიჯდა და დღევანდელი მათემატიკის მასალა ამიხსნა,დავაკებები ერთად შევასრულეთ, შემდეგ კი სამსახურში წასვლა მოუწია. კარგია ლუსი რომ სახლშია, მარტო ყოფნა არ მიყვარს, უფრო სწორად მეშინია.
-ლუსი,რას კითხულობ?- გვერდით მივუჯექი,მან კი რაღაც ძველი დროის ისტორიული წიგნი მაჩვენა. ის ინგლისურად კარგად ვერ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია ლონდონში ცხოვრობს, უპირატესობას ფრანგულს ანიჭებს.
-ჭამა ხომ არ გინდა?
-არა, ლუსი,არ მშია,- გავიღიმე,წიგნი გადადო და გამომხედა.- აღარ მოგაცდენ, გააგრძელე კითხვა.- წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი.
ცოტახანის წოლის შემდეგ მომბეზრდა და ისევ ქვემოთ ჩავედი, სენდვიჩი გავიკეთე და ტელევიზორი ჩავრთე. ტომი და ჯერი დავიჭირე ერთ-ერთ არხზე,ამიტომაც ამას ჩავუჯექი. ხუთი წლის ბავშვივით ვკისკისებდი კატისა და თაგვის გაუჩერებელ დავაზე,როცა სახლის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ.
-ჰენრი ვარ.
-დღეს მოხვალ?
-კი, ოღონდ გვიან. რას შვრები,მოიწყინე?
-არა,მულტფილმს ვუყურებ.
-ჰო,კარგია. რამე წამოგიღო?
-არა,მადლობა,ყველაფერია სახლში.
-მაშინ ახლა წავალ,საქმეებს მივხედავ.
-მიდი.- მას როცა ვესაუბრები სულ მეღიმება ხოლმე, ძალიან თბილია ჩემს მიმართ, ხშირად კი ვაბრაზებ, თუმცა ისეც არა, რომ დამსაჯოს. ის არც იმსახურებს ჩემგან ნერვების აშლას, უბრალოდ ვმხიარულობ,ამას რომ ატყობს მყვება და ისიც მაჯავრებს, მოკლედ მასთან არ მოიწყენ.
ჰენრიმ რომ გათიშა ცოტახანში კარი გასაღებით გააღო ვიღაცამ. მე და ლუსი სახლში ვართ,ჰენრი ჯერ არ მოვიდოდა,ვინ არის?
ნელი ნაბიჯით დავიძარი ,მისაღები ოთახის კართან დავდექი,უნდა გამეხედა, როდესაც ჰარიმ შემოადგა ფეხი,მოულოდნელობისგან წამოვიკივლე,რაზეც ჰაერში შეხტა.
-რა მოხდა!
-ღმერთო ჩემო, როგორ შემაშინე.- შევუბღვირე,რაზეც წარბი ამიწია, ალბათ ჰენრიმ მისცა გასაღები.
-რატომ არ გძინავს,ბავშვო?- ამრეზად ამათვალიერა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-მე შენი ბავშვი არ ვარ.
-ეგ არც მითქვამს.
-შენთვის დაიტოვე ეგ ირონია,ჰარი.- მისი სახელი გამოკვეთილად წარმოვთქვი,გამომხედა და ჩაიცინა.
-ენა დაგიგრძელებია,იმაზე მეტს ტლიკინებ ვიდრე ადრე.
-შენ მე არ მიცნობ.- ცინიკურად გავუღიმე.
-არც მჭირდება გაცნობა,ისედაც გეტყობა ვინც ხარ.
-აქ რას აკეთებ,შენს შეყვარებულთან ერთად რატომ არ ხარ?
-ეჭვიანობ,პატარავ? მინდა გითხრა,ის ჩემი შეყვარებული არაა, ასე რომ..- სამზარეულოს მაგიდას ხელებით დაეყრდნო და ცალყბად ჩაიცინა.
-გიჟი ხარ,ხომ?
-წესიერად მესაუბრე,მე ჰენრი არ გეგონო, ყველაფერი მოგითმინო.
-როდის მიდიხარ?!
-არსად ვაპირებ წასვლას,არ დაგავიწყდეს,მე აქ ვცხოვრობ,შენგან განსხვავებით.- გაოცებისგან ტუჩები შემეხსნა,ხმა ვეღარ ამოვიღე,თავი საშინლად ვიგრძენი ამ სიტყვების გამო. ისედაც ვიცი,ობოლი რომ ვარ, მაგრამ მისმა მწარე სიმართლემ უფრო თვალსაჩინო გახადა ის ფაქტი, რომ ამ სახლის გარდა წასასვლელი არსად მაქვს,სანამ სრულწლოვანი არ გავხდები. ჭიქაში ვისკი ჩაისხა და მომიახლოვდა.
-გამატარე.- წამით ავხედე მის კმაყოფილად მოცინარ სახეს და გვერდით ისე ჩავიწიე.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora