→ჰენრის თვალთახედვით←
დილით გაღვიძებისთანავე გავემზადე და დიდ მისაღებ ოთახში გავედი, ჯულია უკვე იქ იყო და ჩვენი კლიენტის ბავშვს ეთამაშებოდა. გოგონას დიდი ბარბის სახლი აქვს,თავისი პატარა სათამაშოებით,რითაც აღფრთოვანებული ჯულია ხან ბიჭს დაახტუნებდა,ხან გოგოს.
-დილამშვიდობის.- შიგნით შესვლისას მივესალმე მათ.
-შენ გელოდებოდით.- მომღიმარი მომიახლოვდა ჯულია.
-რაზე?
-მისტერ დაიჩი საუზმის გარეშე არ გაგვიშვებს.
-სად არის ის?
-მალე მოვა.- თავი დავუქნიე და დაიჩის ქალიშვილს გავხედე. ჯულია ისევ შეუერთდა თამაშში, უეცრად ელისაბეტი გამახსენდა,როგორ მახსოვს,როცა ახალი წამოყვანილი მყავდა, ხშირად ვეთამაშებოდი ბარბებით. მათთან ჩავიმუხლე და ერთი სათამაშო ავიღე, ორივემ მე ამომხედა.
-რა იყო..
-არაფერი.- ჩაიცინა ჯულიამ და ჩემთან ერთად დაიწყო თამაში.
-გამარჯობა,მე ჯულია ვარ.- ბარბის ხელი გამომიშვირა,მეც უცებ ავწიე ჩემი ბიჭის პლასმასის ხელი და ჩამოვართვი.
-მე ჰენრი.. მინდა გითხრა რომ ძალიან ლამაზი კაბა გაცვია.
-მადლობა,ჰენრი.
-დილამშვიდობის,ჩემო სტუმრებო.- მისტერ დაიჩის ხმა გაისმა,რაზეც უცებ წამოვდექი.
-დილამშვიდობის.
-წამოდით,ვისაუზმოთ, ალბათ გეშიებათ.- ჯულიას ხელი გავუშვირე და წამოვაყენე ისიც, შემდეგ სასადილო ოთახში გავედით.
-კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მიხარია ჩვენი საქმე რომ შედგა, ერთი სული მაქვს,როდის აშენდება.
-ხვალიდან შევუდგებით ამ საქმეს,მისტერ დაიჩი.- ვუთხარი და ფორთოხლის წვენი მოვსვი.
გემრიელი საუზმის შემდეგ გამოგვაცილა,მე და ჯულია კი დამშვიდობების შემდეგ მანქანაში ჩავსხედით.
-ძალიან კარგი დილაა.-თქვა და ფანჯარაში გაიხედა,გარედან შემოსული ნიავი კი თმას უკან უფრიალებდა.ის ძალიან ლამაზია.
-ლამაზი რანჩო აქვს ჩვენს კლიენტს,არა?
-რანჩო?- სიცილით გამოიხედა.
-ჰო..დიდი სახლი, უზარმაზარი ეზოთი.
-ძალიან კარგი იყო, გეთანხმები, მაგრამ მასეთ დიდ სახლში ვერ ვიცხოვრებ.
-რატომ?
-ჩემი სტილი არაა.
-როგორც ვიცი, შენი სახლიც საკმაოდ დიდია.
-როგორც დაიჩის არა, თუმცა ჰო. რა სირცხვილია,ერთხელაც არ დამიპატიჟებიხარ შინ.
-ეგ არაფერი.
-როგორ არა, ხვალ საღამოს ვახშამზე მოდით შენ და ელისაბეტი.
-სამსახურის მერე წამოვალ მაშინ.
-ჰო, მანამდე მე მოვემზადები. მადლობა რომ დასვენების დღე დამიმატე.- ლეკვის თვალებით გამომხედა,რაზეც ჩავიცინე.
-შენ ეს დაიმსახურე.
VOUS LISEZ
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanfictionფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.