ოფისიდან პირდაპირ ჯულიას გავუარე,მის სასტუმროს ნომერზე დავაკაკუნე,მალევე გამიღო კარი, როდესაც დამინახა ღიმილი ვერ შეიკავა. ეგრევე გადამეხვია,მეც ძლიერად შემოვხვიე ხელები წელზე და მთლიანად ჩემზე მოვიხუტე.
-მომნატრებიხარ.- სიცილით მითხრა და ოდნავ გაიწია.
-მეც, ძალიან. მომიყევი აბა,აქ რამ ჩამოგიყვანა?
-ჩემი ნაცნობის ქორწილია და დამპატიჟა.
-რამდენი ხნით იქნები აქ?
-არც ისე დიდი ხნით,შვებულება მხოლოდ ერთი კვირით ავიღე.
-მაინც კარგია. მომიყევი რა ხდება ამერიკაში.
-საინტერესო არაფერი.
-ოფისში?
-მშვიდობა გვაქვს, კარგად მიგვდის საქმე,ხომ იცი ისედაც.- გამიღიმა.- შენკენ რა ხდება,როგორ არის ელისაბეტი.
-კარგად არის,რა უჭირს.- მეც გავუღიმე,ჯერ ნამდვილად არ ვარ მზად ყველაფერი მოვუყვე ჩემს ძმასა და მეურვეზე.იმაჭიც არ ვარ დარწმუნებული ამაზე მინდა თუ არა მასთან საუბარი..→ელისაბეტის თვალთახედვით←
მე და ჰარი თავის სახლში წავედით,ოდნავ რომ მოსაღამოვდა ეზოში დავსხედით ჰამაკზე ცის საყურებლად.ხედმა ზედმეტად დამამშვიდა და მომადუნა.
-ჰარი,რაც მამაშენის სახლში თქვი,ეგ სიტყვები რამეს ნიშნავს?
-რა სიტყვები ვთქვი?
-რომ გიყვარდი.
-მასე ვთქვი?
-ჰო და მაკოცე მერე.
-აა,ჰო..რაც ჰენრიმ აგვიკრძალა ურთიერთობა იქიდან მოყოლებული ბრაზი მომყვებოდა, ამიტომაც ნასვამზე თავი ვერ გავაკონტროლე.
-ესეიგი უბრალოდ ნასვამზე წამოროშილი სიტყვები იყო,რითაც ჰენრის გაბრაზება გსურდა.
-უფრო შენი დაბრუნება, ვიდრე მისი გაბრაზება.
-მას ახლა ჰგონია რომ გიყვარვარ.
-მერე რა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის?
-არ უნდა ჰქონდეს?
-გიყვარვარ?- როდესაც ეს მკითხა თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან.
-რა სისულელეს მეკითხები?
-რა ვიცი,არ გიყვარვარ?- ერთმანეთს ერთდროულად გავხედეთ.
-არა! შენ ხომ არ გინდოდა სიყვარულობანა.
-ჰო,ასეა. სიყვარულობანა ნამდვილად არ მდომებია. მომწონს ჩვენი თავისუფალი ურთიერთობა. შენ ასე არ ფიქრობ?
-ალბათ ჰო.
-ალბათ?
-ჰო,ჰენრის ისევ ვატყუებთ.
-ნახევეად.- თვალები ავატრიალე და ისევ ცას ავხედე. არ ვიცი რა ემოცია გამოვხატო ამ მომენტში, უკმაყოფილება, იმედგაცრუება,წყენა თუ ბრაზი. რატომ უნდოდა ჩემი დაბრუნება თუ რაიმე სხვა გრძნობა არ აკავშირებს ჩემთან გარდა სიმპათიისა. თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სხვასთან საქმეს არც ერთი ვიჭერთ,არ ვიცი, ეს რა არის.
-ერთმანეთის რა ვართ?
-უცნაური წყვილი.
-ის მაინც კარგია, რაღაც სახელი რომ ჰქვია ამას.-ჩაიცინა და თავზე მაკოცა. ცოტახანს ორივე ჩუმად ვიყავით,მოკაშკაშე მთვარის ყურებით დავიწყე ტკბობა.
-ისე,რომ შემიყვარდე,რას იზამ?
-რა უნდა ვქნა.
-გაბრაზდები?
-რა თქმა უნდა,არა. სიყვარული დანაშაული ხომ არაა, უბრალოდ არ მინდა რომ შეგიყვარდე.
-რატომ.
-რადგანაც არ შემიძლია ის მოგცე,რაც ყველა ქალს უნდა. ოჯახი, შვილები, კარგი ქმარი ვერასდროს ვიქნები.
-მაშინ ჩვენი ეს ურთიერთობა რამდენ ხანს გაგრძელდება?
-ამ თემაზე რატომ დაიწყე საუბარი?
-უბრალოდ მაინტერესებს. მეუბნები რომ ჩვენს შორის მეტი არაფერი იქნება და გატყობ ჩემს გაშვებასაც არ აპირებ.
-წასვლა გინდა?
-არა, მაგრამ ოჯახიც მინდა.
-არასდროს დაგაძალებ იმის გაკეთებას,რაც არ გინდა. მიუხედავად იმისა, რომ შენი გაშვება არ მინდა,ეს თუ გენდომება ამას გავაკეთებ, რადგანაც მინდა ბედნიერი იყო.
-არ ვიცი ამაზე რას იფიქრებ, მაგრამ მე ისედაც ბედნიერი ვარ შენთან გატარებული თითოეული მომენტით,ეს ასე რომ არ იყოს აქ არ ვიქნებოდი ახლა ასე,შენს მკლავებში.
-ვიცი,მეც ბედნიერი ვარ ჩვენი გატარებული მომენტებითა და აწმყოთი.- ხელი ბარძაყზე დავაყრდნე და ნელა წამოვდექი.
-საით გაგიწევია?
-სახლში არ წამიყვან?
-არ დარჩები?
-ხვალ კრისი უნდა ვნახო, გამოსაცვლელი ტანსაცმელი კიდევ არ მაქვს.
-გთხოვ,დარჩი, დილით მე წაგიყვან სახლში.
-ჰენრი გაბრაზდება.
-წერილი ხომ დავუტოვეთ, იქ არაფერი ეწერა რომ დღესვე დაბრუნდებოდი. წეღან გეუბნებოდი მომენატრე მეთქი,შენ კიდევ ჩემგან მიდიხარ.- წამოჯდა და ოდნავ მისკენ მიმიზიდა, თავი მოსწია და მხარზე ჩამომადო.მშვიდად განაგრძო სუნთქვა,თითებით კიდევ ბეჭებზე ნაზად მიხაზავდა რაღაცებს. მასთან ყოფნა მსიამოვნებს. თავისივე პირით მეუბნება რომ ისეთი მომავალი ვერ გვექნება,როგორზეც ქალები ოცნებობენ, თუმცა ამის მიუხედავად მე მაინც აქ ვარ, მასთან.
წუთის განმავლობაში გაუნძრევლად ედო თავი,მეც მხოლოდ ახლაღა შემოვხვიე ხელები.
-დავწვეთ?
-ჰო..- ამოვილაპარაკე. მალევე საძინებელში ავედით, ტანზე გამოვიცვალე და დავწექი.
-არ ჩამეხუტები?- თავი დავუქნიე და მისკენ მივიწიე. ხელი მუცელზე შემოვხვიე,თავი კი მკერდზე დავადე.
-ძილინებისა.- ნაზად ვაკოცე იქვე.
-ძილინებისა.
STAI LEGGENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanfictionფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.