თავი მესამე

945 86 2
                                    

- არა ჰერმიონ, არა. ტყუილად რატო გჯერა შენი ნათქვამის? ჯინი არ ცხრებოდა - სრულიად, აბსოლიტურად შეუძლებელია მალფოის თავი შეაყვარო. იმას არ ვგულისხმობ რომ ცუდი გარეგნობა გაქვს და არავის მოეწონები, უბრალოდ თვითონ მალფოია ეგეთი ტიპი.
- კარგი რა ჯინი, თავს ნუ ისულელებ. შეუძლებელი არაფერია
- კი მაგრამ იმაზე თუ დაფიქრებულხარ, რომ ის შენი მტერია? ის ხომ სლიზერინელია, თან სიკვდილის მხვრელიც იყო, მთელი ცხოვრება ბინძურსისხლიანს გეძახდა და უბრალოდ დრაკო მალფოია. არა ამაზე აღარ იფიქრო ჰერმიონ - მეგობრის დასარწმუნებლად თვალებზე ცრემლი მოადგა ჯინის და თავი შეაცოდა - თქვენ ორი რომ შეყვარებულები გახდეთ ეს დაემსგავსება... თქვენ მაგლები რას ეძახით? მეექვსე მსოფლიო ომს ხო?
- მესამე მსოფლიო ომს
- ხოდა მაგის თქმა მინდოდა. ცოტა ჭკვიანურად დაუფიქრდი. როგორ შეაყვარებ მას თავს როცა ომის შემდეგ სიტყვაც არ გითქვამთ ერთმანეთისთვის? რას აპირებ?
- კარგი რა ჯინი, ძაან აბუქებ. ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ. მაგაზე არ იდარდო, დროდადრო ყველაფერს გაიგებ - ჩაუღიმა ჰერმიონმა - დამპირდი რომ ამ საიდუმლოს ვერავინ გაიგებს
ჯინიმ კარგა ხანს ხმა არ ამოიღო, მიხვდა რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა რადგან ჯიუტი იყო, ამიტომ ბოლოს როგორც იქნა უთხრა - გპირდები, თუმცა გთხოვ, რაიმე შარში არ გაეხვე - ოდნავი ღიმილი დაედო სახეზე.
- შენ საუკეთესო მეგობრებში ყველაზე საუკეთესო ხარ ჯინი - უფრო გააბედნიერა ჰერმიონი ჯინის სიტყვებმა და მას ჩაეხუტა - ვფიქრობ რომ საკმაოდ დაკავებული ვიქნები ამ ზამთარს არა? და გაიცინა.
- დაიცა დრაკოც აქ რჩება ამ ზამთარს?
- მამამისის გამო... არამგონია სურვილი ჰქონდეს სახლში დაბრუნების - და თითქოს ჰერმიონი უკვე ჩურჩულებდა ისე ჩუმად ლაპარაკობდა
- მართალი ხარ - ღრმად ამოისუნთქა ჯინიმ...
მალფოები რაც ომი დამთავრდა მის შემდეგ თითქმის ყველა გაზეთში იყვნენ და მთელი ჯადოქართა სამყარო მათზე საუბრობდა. სწორედ ისინი იყვნენ ყველას განსახილველი თემა.
- წამოდი საერთო ოთახში ავიდეთ და დავისვენოთ - ჰერმიონმა გამოთქვა მოსაზრება
- კარგი, მაგრამ ის მითხარი, რამდენ ხანს გასტანს ჩვენი მისია? გადაწყვეტილი გაქ?
- ჩვენი გეგმა დაიწყება მეგობრობით და ზამთრის არდადეგების ბოლოს დასრულდება. დაახლოებით ორი კვირა დამჭირდება რომ დავუმეგობრდე, მესამე კვირას კი პირველ ნაბიჯს გადავდგამ.
- ვიმედოვნებ რომ გაამართლებს.
- მეც ვიმედოვნებ.
ამ დროს საერთო ოთახში ავიდნენ. ჰერმიონმა თავისი ჩანთა საწოლზე დადო და სააბაზანოში შევიდა. სარკეში საკუთარ თავს უყურებდა და დიდად კმაყოფილი არ იყო. მას სახეზე ჯერ კიდევ ჭორფლები ჰქონდა. თავის გარეგნობას თვალი შეავლო და ფიქრობდა რომ მიმზიდველი არ იყო. უცებ გაანალიზა რისთვისაც შემოსულიყო და დაიწყო შხაპის მიღება

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Where stories live. Discover now