თავი მეთექვსმეტე

661 62 4
                                    

- კარგი, შენს თავს დააბრალე - დრაკო საწოლიდან წამოდგა და ერთ წამში წაართვა ჰერმიონს ხელიდან ათქვეფილი ნაღების ქილა
ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა
- არ გაბედო მალფოი! შენი ფეხზე დგომა არ შეიძლება, ავად ხარ! - დაუყვირა მან
- ეგ ვერ გიშველის - სწრაფად დააჭირა ქილას თითი და მთელი შიგ არსებული კრემი უკვე ჰერმიონის თავზე, ტანზე, ტანსაცმელზე, თმაზე იყო. ჰერმიონი კივილით გაიქცა, მაგრამ დრაკოც გაეკიდა და არ ეშვებოდა, სულ ამოსვარა კრემში
- შეწყვიტე! არასამართლიანად იქცევი! - ეს თქვა და გაანალიზა რომ ოთახის კუთხეში იყო გამომწყვდეული. შიშით შეხედა დრაკოს - მალფოი დადგი ქილა ძირს!
- ჯერ არ დასრულებულა - დრაკომ ერთი ხელი ჰერმიონის თავის გვერდით, კედელს მიაბჯინა რათა გზა გადაეკეტა მისთვის - უბრალოდ თვალები დახუჭე და ყველაფერი დასრულდება
ჰერმიონმა გაქცევა დააპირა თუმცა სად? დრაკოს ძლიერი მკლავი წელზე შემოეხვია და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა.
ჰერმიონმა უცებ მიზეზი მოიგონა
- მე უბრალოდ შენი გაღვიძება მინდოდა, უნდა მეთქვა რომ საუზმეზე გაგვიანდებოდა...თუ კიდე გააგრძელებ თამაშს, მართლა დაგაგვიანდება
- უცებ დავასრულოთ, და მერე წავიდეთ სასაუზმოთ
- არა, მე ჩემი იდეა უფრო მომწონს
- აი, მე კიდე ჩემი იდეა მომწონს - დრაკომ ღიმილით ჩაილაპარაკა - მოემზადე გასაკრემად :D შემდეგში იმედია ჭკუას ისწავლი
- ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა - ჰერმიონმა თვალი თვალში გაუყარა დრაკოს. ორივე ძაან სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. ტორტზე მეტად იყვნენ დაკრემილი, მთელ ტანზე და სახეზე.
- აამ, არ მინდოდა შენთვის რამე დამეშავებინა მაგრამ როგორც ვატყობ მომიწევს - ეს თქვა ჰერმიონმა და ხელზე უკბინა დრაკოს. უცებ გამოექცა და სიცილით კვდებოდა. დრაკო კი საცოდავად მარტო იდგა კუთხეში.
ჰერმიონი სასწრაფოდ კარისკენ გაიქცა. ის იყო სახელურზე ხელი უნდა მოეკიდებინა, რომ ვიღაცამ დაასწრო, კარი გაიღო და ჰერმიონს პირდაპირ სახეში მოხვდა, ძირს დაეცა
ამჯერად დრაკო იცინოდა, და თავის ნაკბენ ხელს დახედა - აი სამაგიეროც გადახდილია ჩემი კბენისთვის
ჰერმიონმა ცხვირზე და შუბლზე ხელი მოისვა, ძალიან ტკიოდა. დრაკოს ბრაზიანი მზერა ესროლა - მოკეტე!
- ჰერმიონ კარგად ხარ? - ნაცნობი ხმა გაიგონა, ზემოთ აიხედა და მის წინ ჯინი წაღსდგა
- ძმაო რა დაგემართა? - ბლეზმა კარებიდან გამოიჭვრიტა და დრაკოს შეხედა
- რა ჯანდაბა...რა ჯანდაბას აკეთებთ აქ თქვენ ორი? - დრაკო ფეხზე წამოდგა და ქილა იატაკზე დადო
- არა, უფრო საინტერესო კითხვაა...რას აკეთებდით თქვენ ორი? - ბლეზმა დრაკოს შეხედა - და რატომ დევს ეს ქილა ძირს? - ძირს დადებულ ქილაზე მიუთითა ბლეზმა
ჯინი ჰერმიონს წამოდგომაში დაეხმარა - მადლობა ჯინი - შემდეგ დრაკოს გახედა - არაფერიც არ მომხდარა
- აა მივხვდი, ჰერმიონ ეს შენი გაკეთებული არის ხომ? მალფოიზე ის ხრიკი გამოსცადე, ბუმბულით რომ აკეთებდი ადრე? მართალი ვარ? - ჯინი უცებ მიხვდა ყველაფერს
- არა - ჰერმიონმა მორცხვად ჩაიბუტბუტა და ძირს დაიხედა
- უკვე მერამდენედ აკეთებ მაგ ოინს? მხოლოდ ეგ ერთი იცი და ასჯერ მაინც გაგიკეთებია ჩემთვის, ჰარისთვის და რონისთვის, თუმცა მაინც არ გამოგდიოდა ხოლმე - ცივი წყალი გადაასხა ჯინიმ
- მე ძალიან ახლოს ვიყავი, თითქმის გამომივიდოდა რომ მალფოის თურმე ეღვიძა და მთელი კრემი სახეზე მომისვა, მერე მე სამაგიერო გადავუხადე და დავსვარე კრემით, მერე მანაც იგივე გააკეტა და ასე დავიწყეთ ომი - ჰერმიონმა სწრაფად აუხსნა მეგობარს
დრაკომ სახეზე დარჩენილი კრემი მოიშორა და ბლეზის მანტიას მიაწმინდა ხელები - შენ ცადე ჩემი მახეში გაბმა და კიდე მე ვარ დამნაშავე? - დრაკო ამჯერად ჰერმიონს მიუბრუნდა
- მოკეტე
- შემდეგში არ გაბედო იგივეს გაკეთება
- შენ არ ხარ ჩემი უფროსი რომ დაგემორჩილო - არც ჰერმიონი ნებდებოდა
- რაა?
- რადა რასაც მინდა იმას გავაკეთებ, როცა მომინდება
- ერთი წუთით! სანამ ერთმანეთს დახოცავთ მანამდე რაღაცას ვიტყვი - ჯინიმ შეაწყვეტინა ორთაბრძოლა - ესეიგი მე მოვდიოდი აქ რათა ჰერმიონისთვის საუზმე მომეტანა. სამზარეულოში შევედი და იქ წავაწყდი ზაბინს. მას როგორც ჩანს მალფოისთვის მოჰქონდა საუზმე და ამიტომ ერთად მოვედით - ახსნა ჯინიმ და ზაბინს გადახედა
- სანამ ისაუზმებდით აჯობებდა შხაპი მიგეღოთ და გამოგეცვალათ - დაამატა ბლეზმა
ამასობაში მადამ პომფრიც შემოვიდა და ლამის თვალები გადმოსცვივდა იქაურობა რომ ესეთ მდგომარეობაში დაინახა - აქ რა მოხდა? ან თქვენ ორს რა გჭირთ? - დრაკოს და ჰერმიონს შეხედა - თქვენ როდის მოხვედით? - ახლა ჯინის და ზაბინს მიუბრუნდა
- ბოდიშს გიხდით ამ არეულობისთვის, ყველაფერს დავალაგებ. მანამდე კითხვა მაქვს, მალფოის შეუძლია შხაპის მიღება? - ჰერმიონი დამნაშავის სახით იხედებოდა
- რათქმაუნდა შეიძლება, თუმცა ბინტის გამოცვლა იქნება საჭირო რომელიც წელზე აქვს შემოხვეული. მე მას მალამო წავუსვი ასე რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ იბანავებს, თუმცა კიდევ ეხლა სჭიდება მალამოს წასმა, ასე რომ იმედი მაქვს თავს გაართმევთ ამ საქმეს მის გრეინჯერ - ეს თქვა და იქაურობა დატოვა მადამ პომფრიმ
ჰერმიონმა ჯოხის საშუალებით ბინტი გააჩინა. სწრაფად გამოუცვალა მალამოც და ახალი ბინტი შემოახვია
- ჩემი მადლობელი უნდა იყვე მალფოი - ღიმილით ჩაილაპარაკა ჰერმიონმა
- პირიქით შენ უნდა იყვე
- კარგით რა შეწყვიტეთ ჩხუბი - ბლეზმა დაზავება სცადა
- და მე რატო უნდა ვიყვე შენი მადლობელი? - გაუკვირდა ჰერმიონს
- ვინ გგონია გუშინ საბანი რომ დაგაფარა? - დრაკომ ენაზე იკბინა, ეს რა სისულელე ვთქვიო
ჰერმიონს თვალები გაუფართოვდა - შენ დამაფარე საბანი? ჰერმიონს გაოცება დაეტყო და გუშინდელი ღამე გაიხსენა
--------------------------------------------
წინა ღამით...
-------------------------------------------
- კარგი შემდეგი კითხვა, რომელია შენი საყვარელი შელოცვა? - ამჯერად ჰერმიონმა დასვა კითხვა
- გამოსაყენებლად თუ ისე? - და უცებ დაამატა დრაკომ - ეს ჩემს კითხვად არ ჩამითვალო
- ისე შელოცვა, რომელი მოგწონს?
- ეს უკვე ორი კითხვაა
- ოოოო, დროზე უპასუხე
- "ავადა კედავრა" - ჰერმიონს შეხედა რომელიც ერთდროულად როგორც გაოცებული, ისე გაღიზიანებული იყო - კარგი, კარგი გეხუმრე. "ობლევიატე" არის ჩემი საყვარელი შელოცვა - ცოტა ხანში დაამატა
- რატომ? - ჰერმიონს ცნობისმოყვარეობამ სძლია - ოღონდ ეს მეორე კითხვად არ ჩამითვალო
- ყოველთვის მინდოდა ეს შელოცვა ჩემს თავზე გამომეცადა. ძალიან ბევრი მოგონებაა რომლის გაქრობაც დიდი სიამოვნებით მინდა, თუმცა ამას ვერ ვაკეთებ, რადგან ამისთვის საკმაოდ მშიშარა ვარ და თან ამავდროულად არის ადამიანი რომელსაც ჩემი დაცვა სჭირდება
- ვინ არის ეს ადამიანი?
- ეს ჩემი აზრით საკმაოდ პირადულია - თქვა მან - სხვა დროს გეტყვი
ჰერმიონი კარგა ხანს თავისთვის ჩუმად იჯდა და ცოტა არ იყოს ეწყინა დრაკოს სიტყვების მოსმენა. რას წამოიდგენდა რომ თავად დრაკო მალფოის ესეთი რთული ცხოვრება ექნებოდა...
- გამოსაყენებლად მომწონს "ექსპელიარმუს". -
დაამატა დრაკომ - რატომ? ალბათ იმიტომ რომ მოწინააღმდეგე ჯადოქრის განიარაღება, მართლაც სასიამოვნოა. ამ დროს თავი მიმაჩნია როგორც ოსტატი. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო შელოცვაა - დრაკო თავის თავზე საუბარს მორჩა და ახლა ჰერმიონს მიუბრუნდა
- რომელია შენი საყვარელი შელოცვა გამოსაყენებლად და ისე?
- მე გამოსაყენებლად მომწონს "ექსპულსო" რადგან მიყვარს რაღაცეების აფეთქება, ვიცი რომ სულელურად ჟღერს მაგრამ ეგრეა. ხანდახან გამოსადეგარიცაა, რა იცი თავის დასაცავად როდის დაგჭირდება?! - ხოლო რაც შეეხება შელოცვას რომელიც უბრალოდ მომწონს არის "აქციო". ძაან კარგი გამოსაყენებელია და სრულიად უვნებელიც. ასე რომ ეს შელოცვა ძალიან მიყვარს
ცოტახნიანი პაუზის შემდეგ დრაკომ დაამატა
- რაღაც თავისებური ხარ, განსხვავებული - გაკვირვებული სახე მიიღო
- თუ დავუკვირდებით შენც საკმაოდ უცნაური ხარ - ჰერმიონმაც დააკომენტარა
დრაკო ჰერმიონს მიუახლოვდა - მართლაც განსხვავებული ხარ. მართალია ბრწყინვალე ჯადოქარი ხარ თუმცა ამავდროულად ზარმაციც. ძაან ნუ იქნები შელოცვებზე დამოკიდებული - ჩასჩურჩულა და გაუღიმა
ჰემიონმა დრაკოს სახე მოიშორა და შეამჩნია მისი ღიმილი
- იღიმი?
- რაა? არა - დრაკომ უცებ მიახალა და წარბი შეკრა
- მე ვფიქრობ იღიმოდი
- არა
- კი
- არა
- მე დავინახე!
- შენ აშკარად ავად ხარ - დრაკო მაინც თავისას ამბობდა
- დავინახე!
- ძაან დაღლილი ხარ და ჯობს დაიძინო
- სულაც არ ვარ დაღლილი, არაჩვეულებრივად ვარ. - ჰერმიონი რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა დრაკოს საწოლს - აღიარე რომ გაიღიმე, საიდუმლოდ შევინახავ!
- რატომ არის ეს შენთვის ასე მნიშვნელოვანი?
- და რატომ არის ამის აღიარება ასეთი რთული?
- და რატომ გაინტერესებს მე გავიღიმე თუ არა?
- რატომ არ უნდა მაინტერესებდეს? - ჰერმიონმა ჯიუტად დახედა დრაკოს
- წადი, დაიძინე გრეინჯერ - ცოტახნიანი პაუზის შემდეგ თქვა დრაკომ და სხვაგან გაიხედა
- კარგი ესეიგი გაიღიმე - კმაყოფილებით თქვა ჰერმიონმა, უკან მობრუნდა და იგრძნო რომ ფეხსაცმელი საწოლთან რაღაცას გამოედო. ინსტიქტურად უკან გადავარდა და დრაკოს დაეცა
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Место, где живут истории. Откройте их для себя