თავი ოცდამეორე

656 61 5
                                    

ჰერმიონმა წამსვე მოაშორა ხელი, რომელიც დრაკოს ხელისთვის მოეკიდებინა. თითქოს კი გული დაწყდა მაგრამ რას იზამდა?!
- მგონი უკვე ოცზე მეტი კითხვა დავუსვით ერთმანეთს არა? - თავის დაძვრენას ცდილობდა ჰერმიონი
- ხო, მაგრამ რაც კი დასვი ყველაფერი უაზრო და მოსაწყენი იყო, საერთოდ ვერ ვიმხიარულე - დრაკომ წარბი ასწია
- კარგი, ეგრე იყოს. აბა მკითხე რაც გინდა
- ეს შენი ბოლო შანსია გრეინჯერ, ასე რომ ეცადე სასაცილო გამოვიდეს შენი პასუხი - დრაკო ჩაფიქრდა და მალევე ჰკითხა - რომელს აკოცებდი, ლონგბოტომს თუ მე?
- ნევილს? - ჰერმიონი ჩაფიქრდა - ნევილს ლუნა უყვარს, ასე რომ ალბათ შენ. ახლა შენი ხმა არ გავიგო ამაზე მალფოი! არანაირი დაცინვა
- ჰაჰ, ანუ მე მაკოცებდი? - დრაკო მაინც მის გამოწვევას ცდილობდა
ჰერმიონმა ყურადღება არ მიაქცია
- აბა შენ მე მაკოცებდი თუ პარკინსონს?
- მისთვის უკვე ბევრჯერ მიკოცნია, ამიტომ შენ - გაუღიმა და ისევ მიუბრუნდა შემდეგი კითხვით - ჰმმ, აბა უიზლს აკოცებდი თუ მე?
ჰერმიონმა თვალები მოჭუტა ცოტა დაფიქრდა და უთხრა - შენ გაკოცებდი...მისთვის უკვე მიკოცნია
- როგორი იყო?
- არ ვაპირებ მოგიყვე. ეგ იგივეა მე რომ გკითხო როგორი იყო პარკინსონისთვის კოცნათქო და დარწმუნებული ვარ არ გინდა მიპას...
- კარგი იყო. აჰა გიპასუხე, ახლა შენ
- არა, არ გეტყვი
- სხვა გზა არ გაქვს
- კარგი ხო მაგრამ და არავისთან სიტყვა არ დაძრა... რონისთვის კოცნა ჩემთვის საინტერესო, ერთგვარი გამოწვევა იყო. ის ცოტა არ იყოს დაბნეულია, და კარგად არ გამოუვიდა, თუმცა ეს ხომ პირველი კოცნა იყო, ამიტომ მომეწონა...აუ არა, არ უნდა მომეყოლა
- პირველი ადამიანი ვისაც აკოცე უიზლი იყო? როგორი სამარცხვინოა...წესით მე უნდა ვყოფილიყავი
- მოკეტე! - ჰერმიონმა კოშკის გარეთ გაიხედა
- კარგი, ქალიშვილი ხარ?
ჰერმიონს თვალები ლამის გადმოსცვივდა გაოცებისგან
- რატომ გინდა იცოდე? - ჰერმიონს სახე რონის თმასავით გაუწითლდა
- ანუ კი
- რატომ მისვამ ისეთ კითხვებს, რომლის პასუხიც უკვე იცი? - გაბრაზებით ჰკითხა ჰერმიონმა
- არა, უბრალოდ შენი რეაქციის ყურება ძაან სასაცილოა - ღიმილით უთხრა დრაკომ
- ქალიშვილი ხარ? - ისევ გაიმეორა კითხვა
- ფაქტზე დაყრდნობით თუ ვიმსჯერელთ, არ იქნები - სარკაზმით გაუღიმა დრაკომ
- რაც გინდა ის იფიქრე, იდიოტი ხარ
- ხო კარგი, კარგი, ნუ გწყინს...ხო კიდევ მინდოდა ბოდიში მომეხადა იმის გამო, რაც მთელი ექვსი წლის განმავლობაში გაწყენინე
- რამეს მიჩალიჩებ მალფოი? ჩემთან დამეგობრებას ცდილობ?
- საიდან მიხვდი? მართალი ხარ, დამეგობრებას ვცდილობ
- კარგი, მაშინ მეც ბოდიშს გიხდი რომ მესამე კურსზე სახეში გხეთქე მუშტი, თუმცა ღირსი კი იყავი
- კაი, დაივიწყე. ანუ შენ ჩემზე აღარ ხარ გაბრაზებული რაც ომის დროს გავაკეთე? შეუძლებელია ამის დავიწყება, მე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და კიდევ ბოდიშს გიხდი რაც ჩემმა დეიდაჩემმა გაგიკეთა
- ეგ შენი ბრალი არ არის, მე ეგ უკვე თითქმის დავივიწყე და შენც იგივეს გირჩევ - ჰერმიონმა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედა კოშკიდან
- შეიძლება..შენი მკლავი ვნახო? - დრაკომ იმ ხელზე მიუთთა სადაც იარა ჰქონდა. ჰერმიონმა გაუწოდა ხელი. დრაკომ მაჯაზე მოჰკიდა და მაისურის მკლავი ზემოთ აუწია. იარა ჯერ კიდევ ეტყობოდა, თუმცა იმდენადაც არა როგორც მაშინ. დრაკომ თითი შემოაყოლა მის ირგვლივ. ჰერმიონი თითქოს შეკრთა მისი ცივი თითების შეხებისას. მას აქამდე არავისთვის არ ეჩვენებინა ეს იარა.
- ძალიან მტკივნეულია
- უკვე აღარ
- არა, მე ვგულისხმობ კრუციატუსის წყევლას - სევდიანი თვალებით შეხედა დრაკომ
- ხო, მაგრამ შენ საიდან იცი რამდენად მტკვნეულია? - ჰერმიონი გაოცდა
- მე დღეში სამჯერ მაინც გამომიცდია ეგ წყევლა - ჩაიჩურჩულა მან - კიდევ მიკვირს რომ ვოლდემორმა არ მომკლა
ჰერმიონს ოდნავ თვალები აუწყლიანდა თუმცა თავი შეიკავა - გტკენდა ხოლმე?
- არ მინდა ამაზე საუბარი. ეს მერე ყველა ცუდ მოგონებას გამახსენებს, ასე რომ გვეყოს. - მაისურის მკლავი ისევ ჩამოუწია და უკან დაიხია
- კარგი, გასაგებია - ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ...
დრაკოს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა
- ანუ ვეღარ გაუძელი ხო?
- რაზე ლაპარაკობ?
- მე ისეთი მომხიბლავი და მიმზიდველი ვარ რომ ყველას უჩნდება ჩემთან მეგობრობის სურვილი და ვერც შენ გაუძელი ჩემს სექსუალურობას - სიცილს ვეღარ იკავებდა დრაკო
- აუ ნუ ხარ იდიოტი...- წარბი ასწია ჰერმიონმა - ისე ცოტა არ იყოს მერიდება აქ მარტო რომ ვართ
- მე სულაც არა
- კარგი თუ ეგრეა მაშინ საღამოობით ამოვიდეთ და ვისაუბროთ ხოლმე, თან დავისვენებთ
- ვაუ ვაუ ვაუ შეგიყვარდი და პაემანს მინიშნავ? არაჩვეულებრივია, ეს უკვე მომწონს - ირონიულად გაიღიმა
- მშვენივრად იცი რომ არ მიყვარხარ და ნერვებს ნუ მიშლი
- ხო მართალია, კიარ გიყვარვარ, გიჟდები. შემეშალა - დრაკოს სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა
- ოოო, არა
- კი
- არა
- კი
- არა
(და ასე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი...)
--------------------------------------------------
ჯინი და ჰარი კორიდორში ხელიხელჩაკიდებული მოსეირნობდნენ
- მართლაც სასიამოვნო დრო გავატარე. არ გინდა ზემოთ ასტრონომიის კოშკში ავიდეთ? მიყვარს იქიდან ვარსკვლავების ყურება - შესთავაზა ჯინიმ
- რატომაც არა, როგორც შენ იტყვი - ჰარი ჯინის კიბეებზე აჰყვა
ჯინი წინ პირველი მიდიოდა, თან ჰარის ელაპარაკებოდა. კარი გააღო და პირველი შევიდა როცა ფანჯარასთან ორი ჩრდილი შენიშნა
- ჰარი მგონი ეს ადგილი უკვე დაკავებულია - უკან მობრუნდა რათა ჰარი წაეყვანა მაგრამ უცებ რაღაცას მიხვდა - ერთი წუთით - მიაძახა ჰარის
- რა მოხდა?
ჯინი მიხვდა ვინც იყო ის ორი და სასწრაფოდ ისევ ჰარისთან გაიქცა. არ მიცემდა მას უფლებას რომ ჰერმიონი და დრაკო ერთად დაენახა და გამოეჭირა. - წამოდი, უკან დავბრუნდეთ - უთხრა ჰარის და კიბეებისკენ წაიყვანა
- რაა? რატომ? ვინ არის შიგნით? - ჰარი კიბეებზე ჩამოდიოდა და თან კითხვებს აყრიდა
- არავინ, ვიღაცეები იყვნენ კოცნიდნენ - ჯინიმ მოიტყუა და ჰარის უთხრა - კარგი აბა საერთო ოთახებში დავბრუნდეთ. შხაპი მინდა მივიღო და მერე შეგხვდები
- კარგი - გაოცებული სახით უთხრა ჰარიმ და წავიდა
ჯინი ჰარის დასანახად საერთო ოთახისკენ წავიდა, თუმცა როცა ჰარი გაუჩინარდა უკან მობრუნდა და კიბეები ისევ აირბინა
- ჰერმიონ - ყვიროდა თან. შევიდა კოშკში და დრაკო და ჰერმიონი სინათლეზე გამოვიდნენ
- შენ ხარ? - გაუკვირდა ჰერმიონს და ცოტა შეეშინდა, იფიქრა ჰარიც იქ იქნებოდა, თუმცა არ დახვდა
- რას აკეთებდით აქ თქვენ ორი?
- ვლაპარაკობდით...ჰარიც აქ არის?
- შენ მე სულელი გგონივარ? - ჯინიმ მოუყვა როგორ გაიტყუა ჰარი და შემდეგ ისევ კითხვით მოუბრუნდა
- მე მეგონა საერთო ოთახში იქნებოდით?
ამჯერად ჰერმიონმა აუხსნა როგორ მოხვდა აქ დრაკოსთან ერთად და ბოლოს დაამატა - სულ ეს არისო
- სულ ეს არის? - ჯინის იმედგაცრუება დაეტყო - საინტერესო არაფერი მომხდარა?
- კი, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ
- ეს ჯერ დასაწყისია - ჩაიჩურჩულა ჯინიმ, მას იმედი ჰქონდა რომ ჰერმიონი ეტყოდა, ერთმანეთს ვაკოცეთო, თუმცა არა. - კარგი აბა მე წავედი და მარტო დაგტოვებთ - უთხრა ჯინიმ და საერთო ოთახისკენ გაეშურა
დრაკო და ჰერმიონი უსიტყვოდ იდგნენ ცოტა ხანს და შემდეგ ჰერმიონმა იკითხა
- ზაბინი სად წავიდა? ალბათ ვინმე გოგოს საიდუმლოდ ხვდება, შეყვარებული ჰყავს ხო?
- ჩვენ სლიზერინელები ვართ და სლიზერინელებს შეყვარებულები არასოდეს გვყავს, ჩვენ უფრო ერთ დღიანი პარტნიორებით შემოვიფარგლებით - დრაკომ ღიმილით უთხრა
- და შენ ეგ მოგწონს? შეყვარებულს ერთ დღიანი პარტნიორი გირჩევნია? - გაცოფდა ჰერმიონი
- კი. მათთან დაშორება და მიტოვება უფრო მარტივია
- არავის უთქვია შენთვის რომ არანორმალური ხარ? რატომ გგონია რომ გოგოს გრძნობები ასე სათამაშოა? - ჰერმიონი გააბრაზა მისმა სიტყვებმა
- ეს გოგოები იდიოტები არიან და მე არ შემეფერებიან
- ვწუხვარ მაგრამ შენ მომავალში ვერ დაქორწინდები. შენ არ მითხარი რომ მოსიყვარულე ოჯახი გინდოდა? მინდა გითხრა რომ ეგეთ ოჯახს ვერასოდეს ეღირსები, თუ წამდაუწუმ გამოიცვალე გოგოები და არანაირი სერიოზული ურთიერთობა არ დაიწყე
- და სწორედ მაგიტომ ველოდები ღირსეულ გოგოს, რომელიც ჩემი შეყვარებული გახდება - ღიმილითვე უპასუხა დრაკომ
- სულაც არ გამიკვირდება თუ სიცოცხლის ბოლომდე მარტო იქნები
- რაიყო მწყევლი?
- რა სიმართლე არ არის? აქამდე ხო არასოდეს არ გყოლია შეყვარებული?
- ხოო, მართალი ხარ - დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაამატა
- შენ გგონია ვინმეს შეუყვარდები მას შემდეგ რაც ესე გაქვს სახელი განთქმული და რეპუტაცია შელახული?
- სწორად უნდა შევარჩიო გოგო და სულ ეს არის. გრეინჯერ შეყვარებულის შოვნა უმარტივესია
- მე ეგრე არ ვფიქრობ
- შენ ეჭვი გეპარება ჩემს უნარებში?
- რა უნარებში?
- რა და ჩემს რომანტიულობის და ფლირტის უნარებში
- მაგაში არ მეპარება ეჭვი, თუმცა შენს დიდხნიან ურთიერთობაში კი.
- კარგი და შენზე რას იტყვი? - გამომწვევად ჰკითხა დრაკომ
- მე უკვე მყავდა შეყვარებული - ბრაზიანი მზერა ესროლა ჰერმიონმა
- უიზლი არ ითვლება
- მასზე არც გელაპარაკები - გაიღიმა ჰერმიონმა
- რაა? სერიოზულად? - დრაკოს თვალები გადმოსცვივდა - აბა ვინ?
- ეს იყო ვიქტორ კრამი, მეოთხე კურსზე რომ ვიყავი. შენდა გასაკვირად ბიჭებს მიაჩნიათ რომ მომხიბვლელი ვარ
- მართლა? მე მაგაზე არ მიფიქრია. და ამის მერე ის დაგშორდა ხო?
- არა, მე დავშორდი
- აჰა ანუ კრამი მიაგდე - გაეცინა დრაკოს
- ხო და არ ვაპირებ მოგიყვე რატომ. ისე ხომ არ შეგშურდა?შენგან განსხვავებით მე შემიძილია შეყვარებულის ყოლა და მაგიტო
- კიარ შემშურდა გამიკვირდა როგორ ჰყავდა შეყვარებული შენნაირ ტვინიკოსა, "ყველაფრისმცოდნეს" და თან უჟმურს
- უჟმურს? მე არ ვარ უჟმური - გაცეცხლდა ჰერმიონი - მე შემიძლია ძალიან მხიარული ვიყო
- რაღაც არ მგონია
- კარგი არ გგონია ხომ? მოდი გავნაძლევდეთ
- დავნაძლევდეთ?
- ხო - ჰერმიონმა მკვლელი მზერა ესროლა - მე ვფიქრობ რომ შენ ვერასოდეს იშოვი შეყვარებულს და შენ ფიქრობ რომ მე არ შემიძლია ვიყო მხიარული. აბა დავამტკიცოთ რომელი ვართ მართალი. თუ მე დაგიმტკიცებ ჩემს მხიარულებას მაშინ მე გავიმარჯვებ და თუ შენ იშოვი შეყვარებულს, მაშინ შენ
- კარგი და გამარჯვებული რას მიიღებს?
- გამარჯვებული მიიღებს...- ჰერმიონი დაფიქრდა მაგრამ ვერ უპასუხა
- გამარჯვებული მიიღებს კოცნას დამარცხებულისგან. მე მომწონს, არაჩვეულებრივი ნაძლევია - დრაკომ კმაყოფილად ჩაიღიმა
- რაა? ეგრე ხო არანაირი განსხვავება არ იქნება გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის?
- როგორ არაა განსხვავება? გამარჯვებული პრიზად მიიღებს კოცნას დამარცხებულისგან
- აბსურდია. ჩვენ არცერთს არ გვინდა ერთმანეთის კოცნა და ეს ორივესთვის სასჯელი იქნება
- ნწ უკვე საინტერესოდ დაიწყე გრეინჯერ, შენ არ თქვი მხიარული ვიქნებიო?
ჰერმიონმა სიამაყე დასძლია და უთხრა
- კარგი, ეგრე იყოს! გამარჯვებული მიიღებს კოცნას დამარცხებულისგან და ნიძლავი 2 კვირაში დასრულდება
- იმ შემთხვევაში გიმარჯვებ თუ მე დაგიდასტურებ რომ მხიარული ხარ. მე კიდე მომიწევს ამ ცოტა გოგოებში შეყვარებულის ძებნა. ორივეს ერთგვარი უპირატესობა გვაქვს. მაგრამ მე მაინც შევძლებ შეყვარებულის შოვნას მერწმუნე. შენ კი მუდამ უჟმურად დარჩები. კარგი აბა წავიდეთ საერთო ოთახში - დრაკომ ძმაკაცივით გადახვია ხელი ჰერმიონს კისერზე
- მერწმუნე წააგებ - წარბები აიზიდა ჰერმიონმა
- ასე ძაან გინდა მაკოცო? - კმაყოფილებით ჩაიღიმა დრაკომ
- არა ეგ არ მიგულისხმია და მოკეტე - ჰერმიონმა მისი ხელი მოიშორა - სუფთა იდიოტი ხარ - ჩუმად დაამატა და კიბეებს აუყვნენ
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)

დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚Donde viven las historias. Descúbrelo ahora