დრაკომ ზიზღით მოიშორა პენსი პარკინსონის ხელები რომელიც კისერზე შემოეხვია - პარკინსონ მომაშორე ეგ შენი ბინძური ხელები. - ხელი ჰკრა და გვერძე გააგდო. მშვენივრად ვახშმობდა თავის მეგობარ ბლეზ ზაბინთან ერთად მანამ სანამ ეს შავი ჭირი შეუჩნდებოდა.
- რატომ ხარ ასე მორცხვი დრაკი? - გაღიზიანდა პენსი, ცალი წარბი ასწია და დრაკოს მიაშტერდა, თან გაუღიმა
- ეგ საშინელება მეორედ არ დამიძახო. - უთხრა და თავისი ზღვისფერი თვალებით ცივი მზერა ესროლა. - უბრალოდ... უბრალოდ მარტო დამტოვე პენსი.
პენსიმ დაიჭირა დრაკოს ცივი მზერა და სახეზე ღიმილი გაუქრა. მაგრამ უცებ გონს მოეგო და დრაკოს თვალი თვალში გაუყარა
- არაუშავს, რას მეტყვი ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ყოველთვის შენთან ვიქნები. რაც უფრო მეტ ცუდს იტყვი ჩემზე მით უფრო მიყვარდები. რაც უფრო ხშირად მეტყვი წადიო, მით უფრო ხშირად დავრჩები.
- არამგონია ჩემი სიტყვები შენს თავში შევიდეს, მაგრამ მინდა რომ მარტო დამტოვო... ხომ შეიძლება მომშორდე ცოტა ხნით? ვერც წარმოიდგენ როგორ მეზიზღები პარკინსონ, ჩემთვის არარაობას წარმოადგენ, მძულხარ. წადი და ვინმე სხვა ბიჭი მოძებნე, არ შეიძლება მარტო რომ დამტოვო ეს დასაწვავი? - უკვე გაცეცხლებულიყო დრაკო.
- ჩავთვალოთ რომ არაფერი არ გამიგია, რადგან შენ ეს არ გიგულისხმია ხომ მართალი ვარ დრაკი?
- სამწუხაროდ მე ყველაფერი სიმართლე გითხარი და შეგიძლია წაეთრიო. - ზიზღით კბილებში გამოსცრა დრაკომ.
პენსი ფეხზე წამოდგა და დრაკოს მიაჩერდა ღიმილით თუმცა დრაკოს სულ არ შეუხედავს მისთვის. გაანალიზა რომ ტყუილად იდგა და უსიტყვოდ წავიდა.
- ვფიქრობ რომ ძაან ცუდ ხასიათზე დააყენე - ღიმილით უთხრა დრაკოს მისმა სიმპატიურმა, ფერადკანიანმა მეგობარმა ბლეზ ზაბინმა.
- მოკეტე რა! - დრაკოც მალევე შეეპასუხა - აბა მარტო რატო არ დამტოვა? ათასჯერ ვუთხარი...
- მერლინ, იმიტომ რომ პასუხი ორივემ მშვენივრად ვიცით, ვიცით რასაც გრძნობს ის შენს მიმართ - ცოტა სარკაზმიც დაეტყო ბლეზს საუბარში.
- კარგი რაა. ყოველდღე უფრო მომაბეზრებელი ხდება და გულს მირევს
- ხო, ვხვდები რას გულისხმობ. მეც, როცა მას ვხედავ სულ მინდება "ავადა კედავრათი" თავი მოვიკლა და შენ წარმომიდგენია რა დღეში იქნები - ბლეზმა უთანაგრძნო მეგობარს
- ეხხ... ვოცნებობ ნეტა შემეძლოს მაგის მოშორება... ისე, შემთხვევით, რაიმე ხერხი ხომ არ გაფიქრდება ჩემს დასახმარებლად?
- კი, მაგრამ არ გაამართლებს. ვგულისხმობ რომ შეყვარებული გჭირდება, რაც მის მოშორებაში დაგეხმარება, მაგრამ კარგი რაა... მალფოი არასოდეს არ უყურებს სერიოზულად ურთიერთობებს და შეყვარებულის საკითხს. შენ ასჯერ მაინც იცვლი გოგოებს და თანაც არც მაგენი არ არიან შეყვარებულები - დამაჯერებლად მაგრამ სიცილით გააცნო თავისი აზრი ბლეზმა
დრაკოს უცებ თვალები გაუფართოვდა
- ჰმმ, შეყვარებული?
------------------------------------------------------------------------
ჰერმიონი უკვე მიხვდა თუ ვინც ეძახდა და მოუბრუნებლად უპასუხა
- კარგად ვარ ჯინი. უბრალოდ... უბრალოდ ემოციებს ვერ ვიკავებდი და მმმ...ჰმმ..ამმ..მე - სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და სირცხვილით ლოყები ისევ აუწითლდა
- მოდი ვისაუბროთ ამაზე - უთხრა ჯინიმ და ჰერმიონთან მივიდა. მათ ერთად გააგრძელეს კორიდორში სიარული და ლაპარაკი. - ბოდიშს გიხდი ჩემი იდიოტი ძმის გამო ჰერმიონ - დაირცხვინა ჯინიმ
- მე ხომ ეგ იდიოტი ერთ დროს მიყვარდა - ჰერმიონს თვალზე ისევ ზღვა ცრემლი მოადგა
ჯინიმ შეხედა მის ცრემლებით დასველებულ სახეს და თვალებს - შენ ის უნდა დაივიწყო. შენი ცრემლების ღირსი არ არის. მას კარგი შანსი ჰქონდა და ხელიდან გაუშვა. მასზე აღარ იფიქრო. უნდა აჩვენო რომ არასწორად მოიქცა შენ რომ მიგატოვა - მეგობრულად შეხედა ჯინიმ
- როგორ?
- შეყვარებული გჭირდება... ამის შემდეგ რონი იეჭვიანებს და თავის შეცდომას მიხვდება, თუმცა უკვე გვიანი იქნება. კიდევ ერთ შანს გთხოვს თუმცა შენ უკვე მასზე აღარ იდარდებ - ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ჯინის
ჰერმიონმა სიარული შეწყვიტა და ჯინის თვალებში ჩახედა
- კარგი რაა ჯინი, ეს ხომ შეუძლებელია. მე არავინ მომწონს და ამავდროულად ვის რაში ჭირდება ჩემნაირი "ყველაფრისმცოდნე" და "წიგნის ჭია"?
- შენ ვინ ხარ? - ჰერმიონი გაკვირვებული მიაშტერდა ჯინის მისი კითხვიდან გამომდინარე
- ჰერმიონ გრეინჯერი?
- ხოდა ეგეც საკმარისია. შენ ჭკვიანი, ლამაზი, საყვარელი, კეთილი, ერთგული და გონიერი გოგო ხარ. ვის არ მოეწონები? ჯინიმ მკლავში ხელი მოჰკიდა და შეანჯღრია ჰერმიონი რომ გამოეფხიზლებინა
- რონს ხომ არ მოვწონვარ?
- ჩემი სულელი ძმა ერთადერთი არ არის ამქვეყნად. ნახე რამდენი ბიჭია ირგვლივ! რაც მთავარია სწორად უნდა შეარჩიო ერთ-ერთი
- მაგალითან ვინ? ვინ არის აქ ისეთი ვისი საშუალებითაც რონს ვაეჭვიანებ და ვაგრძნობინებ რომ სულელურად მოიქცა?
- ბლეზ ზაბინი არაჩვეულებრივი ბიჭია - ცალი წარბი აწია ჯინიმ და სიცილი დაიწყო - კაი, კაი გეღადავები. ანუ მე ვგულისხმობ სიმპატიურ ბიჭს და ეგეთი მხოლოდ ჰარია, რომელიც ჩემი შეყვარებულია, თუმცა არ იდარდო - გაიწიმა ჯინიმ - შენ უნდა აირჩიო ვინმე დრაკო მალფოის მსგავსი, რონს ის ეზიზღება და როცა დაინახავს რომ მასთან ერთად ხარ, სწორედ მაშინ დაიწყება ომი.
- დრაკო მალფოი? - გაოცდა ჰერმიონი და თავი გააქნია - კარგი რაა, არ გამაცინო ჯინი.
- კარგი ხოო, ესეც ხუმრობა იყო ჰერმიონ - სიცილით უთხრა ჯინიმ - ანუ იმის თქმა მინდოდა რომ რონი ერთადერთი არაა და აქ კიდე ბევრი ბიჭია რომელიც უზომოდ შეგიყვარებს ასე რომ რონს თავი არ დააჩაგვრინო.
- გმადლობ ჯინი, ძალიან დამეხმარე :)
- არაფერს საყვარელო <3
ESTÁS LEYENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanficმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...