- როგორ ფიქრობ გუშინ ძაან მკაცრად მოვექეცი მალფოის? - ჰერმიონმა ჯინის ჰკითხა და სლიზერინის მაგიდასთან მჯდომ დრაკოს გახედა. შემდეგ ისევ ჯინისკენ მოაბრუნა თავი
- დარწმუნებული ვარ მალფოი რაიმე გეგმას ადგენს რომ დაგამციროს. ეგ ისეთი ტიპია რომ არავის შეარჩენს წყენას. ჯიუტადაა დაბადებული შენსავით - ჯინიმ ჰერმიონს გაუღიმა
- ანუ მალფოი ჩემს დამცირებას გეგმავს? არაჩვეულებრივია, უკვე ვეღარ ვითმენ...
- მე უბრალოდ მაგალითი მოგიყვანე. დარწმუნებული არ ვარ
- კარგი და შენმა და ზაბინის საუბარმა როგორ ჩაიარა?
- ამმმ...ასე პირდაპირ ვერ ვკითხე. მაგაზე ვიზრუნებ ნელ-ნელა, დავუმეგობრდები და მერე გავიგებ - ჰერმიონს თვალი აარიდა და თავის თეფშს დახედა ჯინიმ, ბუტერბროდი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა
- ააამ კაი...- ჰერმიონმა ამჯერად ჰარის და რონს გახედა რომლებიც გაშტერებულნი უყურებდნენ - რამე გინდათ? ასე რატომ მომშტერებიხართ?
- ჰერმიონ, ნევილისგან გავიგე რომ გუშინ ღამით ასტრონომიის გაკვეთილზე მალფოის გვერდით იჯექი - რონმა ზიზღით გახედა მალფოის
- ხო, მართალია და რატომ იჯექი მის გვერდით? - ჰარიც ჩაერთო
ჰერმიონს ვერ მოეფიქრებინა რა ეპასუხა - უმმმ...
--------------------------------------------------
- გრეინჯერი მე მიყურებს? - მალფოიმ იკითხა და განაგრძო საუზმის ჭამა
- კი, ხან შენ გიყურებს ხან ქალბატონ უიზლის. გუშინ ღამით რამემოხდა? უხასიათოდ გამოიყურებოდი - ბლეზი პასუხს მოუთმენლად ელოდა
- ისეთი არაფერი, ცოტა ნერვები მომიშალა და ჭკუა უნდა ვასწავლო
- რა მკაცრი ხარ - გაეცინა ბლეზს
- შენ რა ქენი უიზლისთან?
- ამმ, ჯერ ვერაფერი. ვცდილობ საერთო ენა გამოვნახო. ხოიცი რა საშინელი ხასიათი აქვს, ამიტომ ჯერ უნდა დავუმეგობრდე და მერე დაველაპარაკები გრეინჯერზე
- ხო, კაი - დრაკომ ზურგზე ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო, თავი მოაბრუნა და მის წინ გაცეცხლებული პენსი იდგა
- იცი, რაღაც ძაან სასაცილო გავიგე გუშინ ღამით. გავიგე რომ გრეინჯერს უფრო დაუახლოვდი ასტრონიმიის გაკვეთილზე
- ეგ ვინ გითხრა?
- მე არ ვარ ერთადერთი ვინც ამის შესახებ იცის. ჭორი დადის რომ შენ და გრეინჯერი ერთმანეთს ხვდებით და გიყვართ.- უთხრა პენსიმ და ხელი მოაშორა - შენ როგორც ჩანს არ უარყოფ და ანუ ეს ყველაფერი მართალია?
დრაკომ თავისი საფირმო ღიმილით ჯერ ბლეზს შეხედა, შემდეგ გრეინჯერს და ბოლოს პენსის - არვიცი, შეიძლება მართალია, შეიძლება არა.
-------------------------------------------------
ლევენდერმა ჯერ რონს მიაპყრო თვალები შემდეგ ჰერმიონს
- ნახე გრეინჯერს იდევ ერთი ბიჭი უნახავს, ჰაჰ
- უკაცრავად? თქვენ გგონიათ რომ მე მალფოი მომწონს? - გაოცდა ჰერმიონი - ის ჩემს გვერდით იმიტომ დაჯდა რომ სხვა ადგილები არ იყო თავისუფალი და მერე მეორე ჩვენ მთელი გაკვეთილი ჩხუბის მეტი არაფერი გაგვიკეთებია
- დარწმუნებული ხარ? - არ ეშვებოდა ლევენდერი - ჭორი დადის რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ
ჰერმიონმა პირი გააღო რათა გაეპროტესტებინა მისი ნათქვამი, თუმცა სიტყვა ვერ თქვა. ყველა თავი პენსისკენ და დრაკოსკენ შებრუნდა
- ანუ ბინძურსისხლიანს ხვდები? ეს მართალია? - ბოლო ხმაზე ყვიროდა პენსი და ფეხზე წამოხტა სკამიდან
დრაკომ თვალი მოავლო, ყველა მას უყურებდა. შემდეგ ჰერმიონს გახედა და ეშმაკურად გაიღიმა
- კი... მე ჰერმიონ გრეინჯერს ვხვდები და მე ის მიყვარს...- ჰერმიონის განცვიფრებული სახეც შენიშნა - ხო კიდე, არ გაბედო და მეორედ ჩემს შეყვარებულს ეგ სიტყვა არ დაუძახო. ჩვენ ერთხელ ამ თემაზე ვისაუბრეთ
ჰერმიონი შოკში იყო. თვალები ლამის გადმოსცვივდა და პირი ღია დარჩა. მალფოი ფეხზე წამოდგა და მისკენ წამოვიდა. ჰერმიონმა ასევე შოკში მყოფ მის მეგობრებს შეხედა
- არ მოუსმინოთ, ხუმრობს, ეს ტყუილია - ანერვიულებული ლაპარაკობდა ჰერმიონი და მკლავში ხელის შეხება იგრძნო
- არ წავიდეთ საყვარელო? - მალფოიმ სარკასტული ღიმილით წინ გამოწია ჰერმიონი
ჰერმიონმა მისი ხელი მოიშორა - რას ცდილობ მალფოი? საერთდ არაა სასაცილო
- მე მეცინება - დრაკომ ჰერმიონის ჩანთა აიღო და მხარზე გადაიკიდა, მეორე ხელი ჰერმიონს მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა
ჰერმიონი მის მოშორებას ცდილობდა თუმცა საკმაოდ ძლიერი იყო და არ გამოუვიდა. ჯერ არ გასულიყვნენ რომ გზაში უყვიროდა ჰერმიონი - დრაკო მალფოი! ახლა ჭკუიდან შევიშლები! ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს
მალფოიმ ის კორიდორში, დარბაზიდან მოშორებით გაიყვანა. ჰერმიონი არ ცხრებოდა ისევ უყვიროდა, ბოლოს თავისი ჯოხი ამოიღო და დრაკოს მიუშვირა
- დრაკო მალფოი! ხელი გამიშვი და თავი დამანებე
დრაკომ ზედმეტი წვალების გარეშე წაართვა ჯოხი ხელიდან ჰერმიონს - მე შენი შეყვარებული ვარ. როგორ მიშვერ ჯოხს?!
- რის გაკეთებას ცდილობ? ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით? ეს ხომ სისულელეა - წყობილებიდან გამოვიდა ჰერმიონი - მაგრამ საერთოდ არაა სასაცილო
- ასეთი ისტერიკული რატომ ხარ? ჰმმ, როგორც ჩანს ბოლოს მაინც მე გავიცინე, არა?
- სანამ გადავირიე, დროზე დამიბრუნე ჯოხი, შე მართლა იდიოტო სირაქლემავ...მე საერთოდ არ მეცინება
დრაკომ ჰერმიონს ხელი გააკავებინა, რომელიც მზად იყო სილა გაეწნა მისთვის სახეში - მოიცა გრეინჯერ, შენ არ დამპირდი საიდუმლოს შევინახავო? ხომ გახსოვს მე რომ მომწონხარ? - ყურში ჩაუჩურჩულა დრაკომ
ჰერმიონმა ფეხი ძლიერად დააბიჯა რომ მოეშორებინა. შემდეგ წყნარად დაელოდა როდის დაუბრუნებდა ნივთებს
- დამიბრუნე ჩემი ჯოხი და ჩანთა - გაცეცხლდა ჰერმიონი
- არა - დრაკომ წყნარად უთხრა და იქაურობა დატოვა
- დრაკო მალფოი! - ჰერმიონმა დაუყვირა და მისკენ გაიქცა თუმცა ის შორს იყო. რომ ვერაფერი მოიფიქრა ფეხსაცმელი გაიძრო და ესროლა რათა შეეჩერებინა, და მართლაც თავში მოარტყა :D მან გამარჯვებულად გაიღიმა და უცებ მიირბინა დრაკოსთან
დრაკომ თავზე ხელი მოისვა და ჰერმიონისკენ მობრუნდა
- არაჩვეულებრივი მიზანი გაქვს. არ გინდა ქვიდიჩის გუნდში მიიღო მონაწილეობა? შენს გუნდს ისედაც ძაან ჭირდება დახმარება
- მოკეტე და დროზე დამიბრუნე ნივთები
- ისევ და ისევ არა! - გაიღიმა დრაკომ
- შენ უკვე საკმარისად დამამცირე მთელი სკოლის წინაშე. კმარა დამიბრუნე ეს საჯანდაბე ჩანთა და ჯოხი
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი გრეინჯერი რამეს თუ მთხოვდა...მაშინ დაგიბრუნებ ნივთებს როცა ჩემდამი კარგად მოქცევას ისწავლი
- რატომ უნდა მოგექცე კარგად?
- თუ გინდა რომ ნივთები დაიბრუნო - იგივე გაიმეორა და წარბი ასწია ღიმილით დრაკომ
ჰერმიონი წყობილებიდან გამოვიდა, ცოტა ხანს სახეში უყურა შემდეგ კი წვივში მაგრად ჩაარტყა ფეხი.
- სუფთა იდიოტი ხარ მალფოი - სანამ დრო ქონდა დასწვდა თავის ჩანთას, ხელიდან ჯოხიც გამოჰლიჯა მალფოის და გაიქცა, შემდეგ უკან მობრუნდა თავისი ფეხსაცმელიც აიღო და საბოლოოდ მარტო დატოვა მალფოი
დრაკო თავის ხელში მყოფ ჯოხს დააჩერდა - ჯანდაბა - ჩაილაპარაკა როცა შეამჩნია რომ გრეინჯერის ჯოხი მის ხელში იყო, ეს იმას ნიშნავდა რომ მისი ჯოხი გრეინჯერს ქონდა. მან გახედა იმ ადგილს საითაც გრეინჯერი წავიდა - საყვარელი...- თავისთვის ჩაიჩურჩულა და გაუდგა გზას სლიზერინის საერთო ოთახისკენ.
--------------------------------------------------
მეგობრებო თუ მოთხრობას კითხულობთ მხარი დამიჭირეთ დაVoteბით და კომენტარით :)
YOU ARE READING
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...