- ამ ბიბლიოთეკაში ყოფნით ალბათ სულ დავავადმყოფდები. აღარ შემიძლია, უკვე მომბეზრდა ეს ვითომ გამოძიება. ერთი სული მაქ აქედან როდის გავაღწევ და ცხელ აბაზანას მივიღებ, მერე კი საჩუქრებს შევფუთავ. შობას აქ ხომ არ უნდა შევხვდეთ? ხმა ამოიღე... - ჯინი მოუსვენრად ქაქანებდა და ბუზღუნებდა
- დღეს ღამემდე რომ ვერ დავასრულოთ, ჩვენი საქმე წასული იქნება, ამიტომ მოინდომე - ბლეზმა მისი წუწუნის თავიდან ასარიდებლად სხვა წიგნების თაროსკენ მიაშურა, თან მოაძახა - სანამ რაიმე საეჭვოს შენიშნავ, მანამდე დროის გასაყვანად წიგნი წაიკითხე, გირჩევნია - თვითონაც თაროზე განლაგებული ძველი წიგნები მოათვალიერა და ერთ-ერთ უცნაურ მათგანს დაადგა თვალი, თან ჩაილაპარაკა „მოდი, შენ აგირჩევ"-ო, თანვე წიგნიც აიღო, როცა მოულოდნელად ისევ ფურცელი გადმოვარდა და იატაკზე დაეცა - არა, რა თავი ფილმში მგონია - თავისთვის თქვა, ფურცელი აიღო და სწრაფად ჩაიკითხა
„ თუ გვინდა რომ მრავალწნიანი ნაყენი გამოგვივიდეს, მაშინ მისი ერთი ღერი თმაც საკმარისია. საბოლოოდ კი შობას ნაყენი დამზადებული იქნება..."
ბლეზს თვალები გაუფართოვდა და გაოცებისგან წიგნი კინაღამ გაუვარდა ხელიდან. მან ყდას დახედა და აღმოაჩინა რომ შხამ-წამლებისა და ელექსირების წიგნი ეჭირა. მალევე მოიაზრა და მადამ პინსთან მივიდა კითხვით - შეგიძლიათ მითხრათ ბოლოს ეს წიგნი ვინ გამოიყენა? - თან გადააწოდა წიგნი
მადამ პინსმა წიგნი შეათვალიერა
- შენ ეს საიდან გაქვს?
- აი აქვე თაროზე ვიპოვე - თან მიუთითა იმ ადგილისაკენ
- ჩვენ ამ დასახელების წიგნი ბიბლიოთეკაში არ გვაქვს, ჩვენი არაა. როგორც ჩანს ვიღაცამ მრუდე ქუჩაზე წიგნების მაღაზიაში იყიდა და აქ დარჩა - ცოტა ხნით ისევ უსიტყვოდ უყურებდა, შემდეგ კი სხვა თემაზე დაიწყო საუბარი - აქ რას აკეთებთ? შენ და შენი მეგობარი მთელი დღეებია აქ ხართ, გუშინ, გუშინწინ და კიდე წინა დღეების განმავლობაშიც. დღესაც აქ აპირებთ მთელი 24 საათი გაჩერებას?
- ჩვენ ერთმანეთს დავენიძლავეთ არდადეგების დაწყებამდე, თუ ვინ უფრო მეტი წიგნის წაკითხვას მოასწრებდა შობის მოსვლამდე. მართალია სულელურ ნაძლევია, თუმცა... - ბლეზს სიტყვა ისევ მადამ პინსმა გააწყვეტინა
- რაც არის არის, იყავით, ოღონდ ძაან არ იხმაუროთ და თავი არ გამაგდებინოთ და ასევე შენს მეგობარს გადაეცი რომ წიგნები თავის ადგილზე დააბრუნოს წასვლამდე... ხო და კიდევ, ძირს ერთი ნამცეცი არ დავინახო დაგდებული, ყველაფერი სუფთად დამახვედრეთ - წარბ შეკვრით უთხრა მან
- ბოდიშით, თუ დისკომფორტს გიქმნით, აუცილებლად გადავცემ რაც დამაბარეთ - ბლეზმა წიგნის გამორთმევა დააპირა თუმცა მადამ პინსმა არ დაუბრუნა
- ამას მე შევინახავ, არ ინერვიულო. როცა პატრონი დაბრუნდება, მაშინ გადავცემ, მანამდე კი ჩემს მფლობელობაში იქნება. გმადლობ რომ მომიტანე
ბლეზმა თავი დაუქნია და თან ჰკითხა
- მადამ პინს, შეძლებთ როცა მფლობელი დაბრუნდება, შემატყობინოთ? მისი ვინაობა გამაგებინეთ. სასწრაფო-გადაუდებელი საქმეა და თანაც საიდუმლოა...
- ვფიქრობ რომ შევძლებ... თუ რათქმაუნდა შენ მოხვალ მისი ვინაობის გასაგებად ჩემთან. მე არ ვაპირებ მთელი სკოლა მოვიარო შენს საძებნელად, აქაურობას ვერ დავტოვებ - ბიბლიოთეკარმა უემოციოდ გახედა მას, შემდეგ კი წიგნს
- კარგით, გმადლობთ დახმარებისთვის - ბლეზი მას გამოემშვიდობა და ჯინისკენ წავიდა გაოცებული სახით
- რა იპოვე? - ჯინიმ იქაურობა მოათვალიერა, თავისი წიგნი ერთ-ერთ თაროზე დადო და ისევ ზაბინს მოუბრუნდა - რა მოხდა, აღარ იტყვი?
- პირველ რიგში, მადამ პინსმა დამაბარა შენთან რომ წიგნები თავის ადგილას დააბრუნოსო, თორე შეიძლება საერთოდ გაგაგდოს აქედან - წარბები აათამაშა და გაიცინა
- ოო ნუ აბუქებ ზაბინი - ჯინიმ ისევ გამოიღო ის წიგნი თაროდან და ცდილობდა გაეხსენებინა, სად იყო რეალურად მისი ადგილი, საიდან აიღო - და რა მოხდება, თუ ვერ გავიხსენე, საიდან ავიღე?
- ის მოხდება რომ მადამ პინსს ვიღაცა რაღაცას ეტყვის - გაიცინა და ისევ აათამაშა წარბები
- ხო კაი, გამახსენდა, არაა ჩაშვება საჭირო, შპიონო - ჯინიმ წიგნი შეინახა და ისევ დაუბრუნდა ზაბინს - ჰე ახლა მომიყევი რა ნახე
- რა და, ეს ფურცელი. არანარი ვინაობა ან ხელმოწერა არ აწერია, რომ გავიგოთ ვისია - თქვა და ფურცელი ჯინის გადააწოდა
მან გადაათვალიერა და თან ფიქრის დროს ტუჩს კბენდა
- აზრზე არ ვარ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს
- ხო და კიდე - ზაბინიც ჩაერთო - ეგ ფურცელი ერთ შავყდიან, ძველ წიგნში ვიპოვე, რომელიც ბიბლიოთეკის საკუთრება არაა. ანუ ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს... - ჩასჩურჩულა მან
- დაიცა, წიგნი შხამ-წამლებსა და ელექსირებს ხომ არ ეხებოდა? - ჯინიმ გაოცებისგან თვალები დაჭყიტა
- შენ საიდან იცი?
- და ოდნავ გახეული ყდა ქონდა, თანაც დახვრეტილი ხომ?
- დაიცა, შენ მიყურებდი, თუ... - წარბები შეკრა ზაბინმა, გაკვირვებისგან სიტყვებს თავს ვერ აბამდა
- ეგ ჩემი წიგნია, გრიფინდორის საერთო ოთახში მქონდა, ჩემს საძინებელში, ბალიშის ქვემოთ მედო, იქ ვმალავდი ხოლმე - ახლა კი ნამდვილად დაეტყო ორივეს გაოცება - ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ჩემს ოთახში იყო შეპარული
- ეგ ვიღაც ბიჭი ვერ იქნებოდა, რადგან გოგონების საერთო ოთახზე შელოცვა მოქმედებს და ბიჭებს შესვლის უფლება არ აქვთ, შესაბამისად იქნებოდა გოგო, თანაც ჩემი აზრით გრიფინდორელი - ბლეზი საუბრისას თან ბოლთას სცემდა - როგორც ჩანს ეგ ადამიანი ერთი ნაბიჯითაა ჩვენგან დაშორებული, ჩვენ კი ვერ ვხვდებით, ვინ შეიძლება იყოს. ნეტავი ვისი თმის ღერის მოპოვებას ცდილობს?
- თუ ეს პარკინსონის რომელიმე ჯაშუშის ნამოქმედარია, ეს იმას ნიშნავს რომ ჰერმიონის თმის ღერი სჭირდებათ. ანუ რა გამოდის? ჰერმიონი საფრთხეშია?! რა უნდა გავაკეთოთ?
- პირველ რიგში უნდა გავიგოთ ვინაა ჯაშუში. ვის შეეძლო შენს ოთახში შეპარვა და წიგნის მოპარვა? კალიგრაფიით მაინც ვერ იცნობ, ვინ შეიძლება იყვეს?
- თავიდან ლევენდერზე ვფიქრობდი, მაგრამ ეგ ხომ სულ რონთანაა... სხვა კიდე არავინ მაგონდება - ჯინიმ ფურცელს ისევ დახედა - შენ რა გგონია, ეს პარკინსონის ხელნაწერი არ იქნება? მე კიარა შენ დაუკვირდი კალიგრაფიას, შენი კურსელია ბოლოს და ბოლოს
- არასოდეს მინახია რომ ეგ რაიმეს წერდეს და საიდან უნდა ვიცოდე, როგორი კალიგრაფია აქვს? ან საერთოდ წერა იცის კი? - წარბები ასწია ბლეზმა
რამოდენიმე წუთი თხა და გიგოსავით დაშტერებოდნენ ფურცელს, შემდეგ კი ჯინიმ მიახალა
- გილოცავ, დღეს ჩემგან შელოცვას გადაურჩი, რადგან რაღაც სამხილი იპოვე - მან მხარზე ხელი შემოარტყა - გავაგრძელოთ ჯაშუშის ძებნა! - უბრძანა და წავიდა
ზაბინმა შეჩერა, სანამ წავიდოდა
- მოიცა, არ აპირებ შენი წიგნის დაბრუნებას? თუ აჩუქე მადამ პინსს?
- ცალტვინა, მომისმინე, შენი აზრით ჯაშუში შუაში გაწყვეტს დაწყებულ საქმეს? ხომ უნდა გაიგოს, წავიღე თუ არა წიგნი?! ხოდა ისევ მოვა და წიგნს შეამოწმებს, რომ ვერ ნახავს, მადამ პინსთან მივა და ჰკითხავს და ჩვენც გავიგებთ, თუ ვინაა. ახლა მიხვდი რა მიზანი მამოძრავებს?
- და მერე დამნაშავეს გამოვიჭერთ - ეშმაკურად ჩაეღიმა ზაბინს - არა, მართლა ძალიან ჭკვიანი ხარ
- ხო, მე კი ვარ ჭკვიანი, თუმცა შენზე ვნერვიულობ. მე რომ არ გყავდე, ალბათ შენ თვითონ ვერაფერს გაართმევდი თავს- ამაყად გაიღიმა და მაგიდისაკენ წავიდა
და მათგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით მიმალულმა ლევენდერმა, რომელმაც ყველაფერი იხილა და მოისმინა, გადაწყვიტა წასულიყო და პენსისთვის დაწვრილებით მოეყოლა არსებული სიტუაციის შესახებ
--------------------------------------------------
პენსი სავარძელში მოთავსებულიყო და ისევ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ალს გაჰყურებდა, როცა მისდა მოულოდნელად კარის გაღებისა და დახურვის ხმა გაისმა. თავისდაუნებურად ფეხზე წამოხტა, როცა მის წინ ლევენდერი და ანა წარსდგნენ
- აბა?
- ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მითხარი. წიგნი ისეთ ადგილას დავდე, რომ მარტივად შეემჩნიათ. ამის შემდეგ კი ლევენდერი დარჩა იქ და უთვალთვალებდა...
- უტვინო ვირთხებივით გაებენ ჩვენს ხაფანგში - ლევენდერმა განაგრძო ანას წინადადება - კიდევ ბიბლიოთეკაში არიან და უცდიან, თუ როდის მივა ვინმე და იმ წიგნს მოიკითხავს
- ჰაჰ, საწყლები - ბოროტულად გაეცინა პენსის - ღმერთო ჩემო, ეს ჩვენი გეგმა იმაზე უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე წარმოვიდგენდი. მანამდე კი ორი დავალება უნდა მოგცეთ, და ხვალ ღამით არაჩვეულებრივ ფინალს ვიხილავთ - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა მან - როგორი საცოდაობაა... ბინძურსისხლიანმა არც კი იცის რა ელოდება წინ.
ლევენდერს წამით დანაშაულის გრძნობამ დაუბინდა გონება და ცოტა არ იყოს წუხდა კიდეც
- რის გაკეთებას უპირებ?
პენსიმ წარბებს ქვემოდან გამოხედა
- იმას გავუკეთებ, რასაც იმსახურებს. ნამდვილად გინდა იცოდე, ბრაუნ? ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის რომ რაც შენ წარმოგიდგენია, იმაზე ათასჯერ მწარე სასჯელს მიიღებს. მსოფლიოში ყველაზე დიდ ტანჯვას გამოცდის...
- შენ აპირებ რომ კრუცი...
- ვერ მიმიხვდი ბრაუნ... ხელების მაგ სიბინძურით გასვრას არ ვაპირებ. შეიძლება შელოცვები კარგად არ გამომდის, თუმცა სიტყვითაც ათასჯერ უფრო დიდ საქმეს გავაკეთებ. ნუთუ მას არ იცნობ? შელოცვა მას ვერაფერს აკლებს, ტანჯვას მაგით ვერ ნახავს. საჭიროა რომ შინაგანად, სულიერად დაეცეს და ამის არაჩვეულებრივი მეთოდი მაქვს მოფიქრებული. რაც მას სჭირდება, ეს არის ღალატი მისი საუკეთესო მეგობრებისგან და... შეყვარებულისგან - ამ სიტყვის წარმოთქმისას ზიზღიანი სახე მიიღო და ხმის ტონალობაც უფრო გაუმკაცრდა
- შენ აპირებ რომ ყველა მის საწინააღმდეგოდ განაწყო?
- და რატომ გიკვირს? მეგონა რომ შენც მისი დამცირება გინდოდა, ჩემთან ერთად. თუმცა ეხლა უარის თქმა უკვე გვიანაა, შენ მე მჭირდები და მე შენ. არ გინდა რომ უიზლი სამუდამოდ შენად დარჩეს? არ გინდა რომ კონკურენტი მოიშორო? მხოლოდ ამ ძუკნის გზიდან ჩამოცილებით მიაღწევ შენს მიზანს.
- რათქმაუნდა - უემოციოდ უპასუხა ლევენდერმა - თუმცა რას გულისხმობ მისი თავიდან მოშორებაში?
პენსიმ მობეზრებით გახედა და თვალები დაატრიალა
- ყველა დეტალი უნდა აგიხსნა? არ გინდა რომ ჩემი სიტყვები შენ თვითონ გადახარშო ტვინში და ზედმეტი უაზრო კითხვებისგან თავი შეიკავო? და ამის მერე კიდე მე მიძახიან უტვინოს - გაკვირვებით ასწია წარბები და ისევ მათ მოუბრუნდა - სხვა კითხვა არ გაქვთ?
- არა, არაფერი - სწრაფად უპასუხა ლევენდერმა, თუმცა მალევე გამოასწორა ნათქვამი - ნუ პრინციპში კი. ვგრძნობ რომ რონი ჩემი მოულოდნელი გაუჩინარებებით გაკვირვებულია...
- მართლა? - პენსის ჩაეცინა - აჰა, ანუ ერთი გასროლით ორ კურდღელს ვკლავთ. არაჩვეულებრივია... ესეიგი გეგმას ვცვლით. აბა, მომისმინეთ! - ეს თქვა და ორი გოგოს წინაშე თავისი ახალი გეგმის წარდგენა დაიწყო
--------------------------------------------------
ეჰჰ სკოლა სკოლა 😭😢 იმედია მაპატიებთ რომ ვერ ვიცლი და ხშირად ვერ ვდებ ხოლმე 😢 შემდეგის გამოსვლამდე თხოვნა იქნება დამიVoteოთ ეს თავი 😊😍 ლავ იუ გაის
STAI LEGGENDO
დარჩი ჩემთან ❧ 𝙎𝙩𝙖𝙮 𝙒𝙞𝙩𝙝 𝙈𝙚
Fanfictionმოთხრობა ეძღვნება პოტერჰედებს კერძოდ დრამიონის ფანებს. შესაძლებელია რომ ორმა მტერმა ჰერმიონ გრეინჯერმა და დრაკო მალფოიმ საერთო ენა გამონახოს და ერთმანეთი შეიყვაროს? საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა სასწაულებიც ხდება ხოლმე. გავიგებთ თუ როგორ დააკავშირა ბე...